თურქული საშიშროება«მესხეთში მცხოვრები თურქები ჩვენი წინაპრის სისხლითა და მათი ყიდვა-გაყიდვით მდიდრდებოდა»(მცირედი შესწორებით)


როგორ დაიწყო ყველაფერი
მესხეთელი თურქების საქართველოში შესაძლო ჩამოსახლების საკითხი, როგორც ჩანს, არა მარტო ჯავახეთში მცხოვრები სომხებისთვის არის მტკივნეული. «კვირის პალიტრის» გასულ ნომერში ამ თემაზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ მკითხველს სურს გაერკვეს - ამ ხალხის ჩამოსახლებით ვის წინაშე და რატომ იღებს საქართველოს სახელით მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანიას ხელისმოწერით ვალდებულებას (ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს), ვინ არის ის ხალხი, ვინც აქ ჩამოსახლებას ითხოვს და საერთოდ, როდის და რატომ გაჩნდა სიტყვა «თურქი მესხი».
ამ კითხვებით წარსულის მკვლევარის ("ისტორიკოს")
სიმონ მასხარაშვილს მივმართეთ:
- გამოთქმა «თურქი მესხი», ისევე როგორც «მესხელი თურქი» კომუნისტური რუსეთის დროს მოგონილი უნიადაგო ცრუგამოთქმაა. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ძირძველი სამხრეთ საქართველოს მოსახლეობა საქართველოს დაუბრუნდა, თანამედროვე თურქეთს ოსმალეთი ეწოდებოდა, მოქალაქეებს კი ოსმალები. სიტყვა «თურქი» სალანძღავ სიტყვად ითვლებოდა ოსმალეთში. ოსმალოს თურქით შეცვლა და ამ სიტყვის დამკვიდრება ქემალ-ფაშა ათა-თურქის სახელს უკავშირდება.
მუსტაფა ქემალი დაიბადა 1881 წელს 10 ნოემბერს საბერძნეთის ქალაქ ტესალონიკში. ეროვნებით
თურქი-ებრაელი ე.წ. დონმეჰი, ცრუ განმანათლებლის ("ცრუ მესია") საბატაი ზევის მიმდევრები.
მუსტაფა ქემალი, ათა-თურქი (სიტყვა-სიტყვით - თურქების მამა) თანამედროვე თურქეთის სახელმწიფო წყობილების ფუძემდებელი.
მუსტაფა ქემალი 1923 წლიდან გახდა თურქეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე, ხოლო 1927 წლიდა 1935 წლამდე იყო თურქეთის "პრეზიდენტი".
მუსტაფა ქემალმა 1920 წელს თურქეთში არაბული დამწერლობა ლათინურით შეცვალა და ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. ასევე მუსულმანური სარწმუნოების გავლენა შეამცირა. მუსტაფა ქემალი მასონი იყო, რაც მისი ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობა იყო.
ქემალ-ფაშა ათა-თურქი
1944 წლამდე და შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში არც ერთ სამართლებრივ საბუთში არ არის ნახსენები გამოთქმა «თურქი მესხი». რაც შეეხება ე.წ. თურქი მესხების ეროვნულ წარმომავლობას, მათ ერთ ნაწილს დვრიტული ("გენეტიკური") კავშირი არა აქვს ქართულ სამყაროსთან, მეორე ნაწილი კი ოდესღაც ქართველი იყო.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1625 წელს ბექა ჯაყელმა მზაკვრულად მოკლა ძმისშვილი, სამცხის ათაბაგი მანუჩარ ჯაყელი (მარაბდის გმირი, მეფე სვიმონის შვილიშვილი). მერე პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეახლა სულთანს, მაჰმადიანობა მიიღო, საფარ-ფაშა დაირქვა და თურქული ლაშქრით იცავდა თავს მთელი სიცოცხლე. საფარ-ფაშას შვილიშვილს, როსტომ-ფაშა ჯაყელს, რომელიც ახალციხის მმართველი იყო, სულთანმა ცოლის გამაჰმადიანებაც მოსთხოვა. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი იდგა. ამ დროისთვის ტაო-კლარჯეთის თითქმის მთელი მოსახლეობა ქრისტიანი იყო. მაჰმადიანები მხოლოდ ახალციხის ფაშა, მისი გაურკვეველი წარმოშობის რაზმელები და მესხ დიდებულთა მცირე ნაწილი იყვნენ. როსტომ-ფაშას ცოლმა თავის მოკვლა სცადა. მერე კი განაცხადა, მხოლოდ მაშინ ვაღიარებ ისლამს, თუკი მესხ დიდებულთა ოჯახებსაც გაამაჰმადიანებთო. მისი მოთხოვნა შესრულდა. მესხ დიდებულთა ერთმა ნაწილმა, რომელმაც ქრისტეს ვერ უღალატა, დატოვა სამცხე-საათაბაგო, დანარჩენები კი გამაჰმადიანდნენ.
XVIII საუკუნის შუა წლებშიც კი ისტორიული მესხეთის გლეხობა კვლავ ქრისტიანი იყო. ისლამს ისევ და ისევ მხოლოდ ფაშას გარემოცვა აღიარებდა, რომლებიც თანამედროვე ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის მიდამოებში იყვნენ თავმოყრილნი. ფაშამ და მისმა გარემოცვამ მე-18-ე საუკუნის დასაწყისიდან შემოსავლის წყაროდ ქრისტიანი მოსახლეობის დევნა-რბევა და ტყვე ქალ-ვაჟით ვაჭრობა გაიხადეს. იტაცებდნენ და ყიდდნენ როგორც სამეგრელო-იმერეთის, ისე აჭარა-ტაო-კლარჯეთის მკვიდრთაც. ერთი სიტყვით, ახალციხისა და ახალქალაქის მაჰმადიანები უსამშობლო, უეროვნებო, ყაჩაღ საქართველოს დაპირისპირებულ მოძალადე ჯგუფად ჩამოყალიბდნენ. ისინი იყვნენ საფარ ჯაყელის ოსმალო რაზმელების, ანგარების მიზნით ქართველობისა და ქრისტეს უარმყოფელი მესხი დიდებულებისა და კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან ახალციხეში თავშეფარებული ავაზაკების შთამომავალნი, რომლებისთვისაც არც ოსმალეთის ინტერესებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.
ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს, ახალციხის ფაშებს არ სურდათ "ოსმალეთის იმპერიის" შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობა, რადგან დიდი შემოსავალი ისედაც ჰქონდათ ქართველი ტყვეებით ვაჭრობით. ამიტომ, როდესაც სტამბოლში მიიწვევდნენ რომელიმე ფაშას, ის დასავლეთ საქართველოში კონფლიქტის პროვოცირებას ახდენდა და სულთანთან იმიზეზებდა, საქართველო მყავს დასაშოშმინებელი და ლაშქარში ვერ გეახლებიო. მერე თავად ჩაერეოდა მის მიერვე ინსპირირებულ იმერეთ-სამეგრელოს ან იმერეთ-გურიის ომში, უამრავ ტყვეს ჩაიგდებდა ხელთ, თითქოსდა აკლდა სავაჭრო საქონელი - გასაყიდი ქართველები - და მოტაცებულ გოგო-ბიჭებს სულთანთან მიწერილ წერილს ფეშქაშად გააყოლებდა.
ასე იცხოვრეს «თურქ მესხთა» წინაპრებმა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში. მათთვის საქართველო და ქართველობა გასაჩანაგებელ, იავარსაქმნელ და თანაც გასამდიდრებელ საშუალებად იქცა.
ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე: აჭარლებზე, კლარჯებზე, ტაოელებზე, შავშებზე, კოლაელებზე, არტაანელებზე საყურადღებო ცნობა შემოგვინახა მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიო წარსულის რვატომეულმა, რომელიც 1900 წელს გამოვიდა ორი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის, რამბოსა და ლავისის ხელმძღვანელობით. წიგნის დამწერთა მტკიცებითა და მათ ხელთ არსებული სადაზვერვო თუ სხვა სახის ცნობების თანახმად, 1900 წლისთვის ოსმალეთის ქვეშევრდომი ლაზები და ქართველები თავს ისე იჭერდნენ, თითქოსდა ოსმალნი ყოფილიყვნენ. სინამდვილეში, ამ დროისთვის ისინი ქრისტიანებად რჩებიან. ეს ფაქტი შემდეგზე მეტყველებს: 100 წლის წინ გურჯთა და ლაზთა წინაპრებსა და დღევანდელ ე.წ. «თურქ მესხთა» წინაპრებს შორის, ისევე როგორც დღევანდელ თურქთა და ე.წ. თურქ მესხთა წინაპრებს შორის, არავითარი ყოფით-სახელმწიფოებრივი, აზრობრივ-სახელმწიფოებრივი და ნაწილობრივ, დვრიტული ("გენეტიკური") კავშირი აღარ არსებობდა. თურქი მესხების წინაპრები გომოცხადებული, სახელმწიფოს მოწინააღმდეგე და დვრიტულად აღრეული, ბუნდოვანი საზოგადოებრივი წარმონაქმნი იყო.
1918-21 წლებში «თურქ მესხთა» ერთ-ერთი წარმომადგენელი - სერვერ-ბეგ ათაბაგი და დენიკინის აღმსრულებელი, რატომღაც ბათუმის მერად დანიშნული მასლოვი ცდილობდნენ, ქართული მიწები გარდაბნიდან ბათუმამდე ჩამოეჭრათ საქართველოსთვის და იქ რუსეთის მოკავშირე, ვითომ ისლამური სახელმწიფო ჩამოეყალიბებინათ. ეს მცდელობა 1919 წელს აჭარლების სახალხო კრებამ წყალში ჩაყარა, მაგრამ «თურქ მესხთა» წინაპრებმა ამ წლებში მესხეთის მკვიდრი ათასობით ქართველი გაწყვიტეს.
- რამ განაპირობა 1944 წელს ამ ხალხის გადასახლება, მაშინაც აგრძელებდნენ მავნებლურ საქმიანობას?
- ამ საკითხზე უაღრესად საყურადღებო ცნობებია შემონახული. კერძოდ, 1944 წელს, თურქ მესხთა შუა აზიაში გადასახლებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელი ახალქალაქის რაიონის უშიშროების უფროსმა ტიტე ჩიქოვანმა (შემდგომში აჭარის ა/რ-ის სუკი-ს (კა-გე-ბეს) თავმჯდომარემ, რომელიც მოგვიანებით შევარდნაძის მმართველობამ შეეწირა) თავი მოუყარა სამცხე-ჯავახეთში განლაგებული რუსეთის საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების ქართველ ოფიცრებს, - მათ უმრავლესობას 1937 წელს ჰყავდა ოჯახის წევრები გადასახლებული და განუცხადა: «ხვალ იწყება თათართა (ასე ეძახდნენ მაშინ მათ) გადასახლება. მანამდე ყოველ მათგანს დაუსვამთ კითხვას:
რა ეროვნების ხარ?
ვინც გიპასუხებთ, რომ ქართველია, ხელს არ ახლებთ. გასახლდება მხოლოდ ის, ვინც იტყვის, რომ თათარია».
ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის რაიონებში იმ ღამით არ დარჩენილა არც ერთი მაჰმადიანის ოჯახი, რომლის კარზეც ქართველ ოფიცერს არ დაეკაკუნებინოს. ოფიცრები ხალხს აფრთხილებდნენ, თქვით, რომ ქართველები ხართ, თორემ გაგასახლებენო.
მეორე დილით რუს სამხედროსთან დაკითხვაზე დღევანდელ «თურქ მესხთა» წინაპრებს თარჯიმნობას ქართველი ოფიცრები უწევდნენ. სწორედ მათი მონათხრობით შეიქნა ცნობილი ერთი ამბავი, რომელიც კარგად წარმოაჩენს იმ ხალხის სულისკვეთებას. თურმე დაკითხვაზე ულამაზესი ახალგაზრდა შევიდა. როდესაც გვარი ჰკითხეს, უპასუხა, აბაშიძე ვარო. კითხვაზე - ეროვნება, უპასუხა - თათარი. ქართველი ოფიცერი შეხვეწნია, ბიჭო, თქვი, რომ ქართველი ხარო, - ამაოდ, სულგაყიდულს უყვირია, მე თათარი ვარ, ძაღლი მიაკვდა ქართველებსო. ნირწამხდარ ქართველ ოფიცერს ესღა უთქვამს, გაეთრიეო. ვინც იმ დღეს თქვა, ქართველი ვარო, ყველა დატოვეს. გაასახლეს მხოლოდ ისინი, ვინც თათრობა ამჯობინა.
1944 წელს ქვემო ქართლის მკვიდრი არც ერთი აზერბაიჯანელი და არც ერთი მაჰმადიანი აჭარელი არ გაუსახლებიათ. თათართა, ანუ «თურქ მესხთა», წინაპრების გადასახლებას სარწმუნოებრივი საფანელი არ ჰქონია. უბრალოდ, ესოდენ ავაზაკური ძალის საზღვარზე დატოვება თვით რუსეთის საბჭოთა კავშირისთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენდა. 1944 წლიდან 80-იან წლებამდე უკვე რუსეთის საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ შუა აზიაში მცხოვრები თურქების საკითხზე - მათ ნელი მოქმედების ნაღმად ამზადებდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ამის შედეგს დღეს ვხედავთ.
ამასთან, თურქების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ჩვევას არ ღალატობდა და... ყველას კარგად ახსოვს ფერღანის ტრაგედია, როდესაც შუააზიელებმა კინწისკვრით გამოყარეს მოყაჩაღო-მოძალადე სულისკვეთების მქონე ხალხი - თურქები.
საქართველოსათვის დამღუპველია თურქების ჩამოსახლება. მიზეზი მარტივია. ვინ იყვნენ ისტორიულად მესხეთში მცხოვრები თურქები? ნაწილობრივ უცხოტომელები და ნაწილობრივ მოღალატე ქართველები, რომელთა მიზანიც საქართველოს დაზარალება იყო. ეს ხალხი ჩვენი წინაპრების სისხლითა და მათი ყიდვა-გაყიდვით მდიდრდებოდა.
- ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასაგმობია როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება აპირებს თურქების ჩამოსახლების საკითხის განხილვას საწესდებო დონეზე.
- თურქების ჩამოსახლება-დაბინავება სომხებით მჭიდროდ დასახლებულ მიდამოში უეჭველად გამოიწვევს შეტაკებას. შესაძლოა, ამას თურქეთ-საქართველოს შორის ომიც მოჰყვეს, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაუქმდეს, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი ჩავარდეს.
დასასრულ, ამ საკითხის თურქების სასარგებლოდ გადაწყვეტა მიუღებელია საქართველოსათვის. არც არმენებსა და აზერბაიჯანელებს ახარებთ ეს ამბავი.
ე.წ. თურქების სამცხე-ჯავახეთში ჩამოსახლება სურს რუსეთს და თურქეთს. თუ მოძალადე თურქები საქართველოში ჩამოასახლეს, საქართველო უცილობლად მესხეთსაც დაკარგავს, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მსგავსად. რუსეთი თავის მხრივ საქართველოზე ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტს მიიღებს. ასევე, საქართველოში თურქების ერთად ჩამოსახლება ხელს აძლევს ზოგიერთ საქმეში გაუთვითცნობიერებელ და მექრთამე მასონურ უცხოურ განყოფილებებს, რომლებიც გვარიანად მოითბობენ ხელს ამ საქმით.ასე რომ, კარგად დავფიქრდეთ, სანამ ამ თავსმოხვეულ აზრს გავიზიარებდეთ.
კვირის პალიტრა, 2007