ქიდ

საიტი იქნება სექტემბრისათვის და ახლა ვაგროვებთ ინფორმაციას ყველა ფაკულტეტიდან და დეპარტამენტიდან იმის შესახებ თუ რა გაგვიკეთებია.
ექსკურსიები.
შეხვედრები და საჯარო ლექციები.
გამოფენები
მუსიკალური კონცერტები
შემოქმედებითი საღამოები
ფილმების ჩვენებები
ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები "რა სად როდის"
გაიმართა რამდენიმე კონფერენცია
ჩატარდა სპორტული ტურნირები
დავაფინანსეთ სტუდენტების პროექტები და ნამდვილად არ მახსოვს ზუსტად რეები
გავუშვით რამდენიმე სტუდენტი საზღვარგარეთ სასწავლებლად
ვეხმარებით უივერსიტეტის სხვადსხვა დეპარტამენტს (მე პირადად ჩემი დეპატრამენტის საქმიანობიდან გამომდინარე ვეხმარები უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს)
ვართ ფაკულტეტის საბწოში და სხვადასხვა დადგენილებების გადაწყვეტაში ვიღებთ მონაწილეობას და ყველა ახალი კანონი თუ გამოცდების ჩატარების წესი თუ სხვა რამ ჩვენ ვუყრით კენჭს.
ვიწვევთ საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს და რამდენჯერმე იყო იმის ფაქტი რომ მოვიდა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი და ჩაატარა ლექცია.
ახლა კეთდება ჟურნალი თვითმმართველობის დაფინანსებით სადაც სტატიების ავტორები არიან სტუდენტები და კონკურსის სახით მიიღება ნაწერები.
მე პირადად ხშირად მიწევს პრობლემების მოგვარება დეკანატსა და სტუდენტებს შორის, რაც ძალიან დამღლელია მინდა გითხრათ.
წინა სემესტრში დეკანატის და ადმინისტრაციის მოუქნელი მოქმედებების გამო ჩვენ შევადგინეთ ფაკულტეტის ცხრილი.
ბიუჯეტი შემდეგი წლისთვის გათვალისწინებულია: 150 000 ლარი და გაცილებით მეტ პროექტს ვგეგმავთ, და ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ სტუდენტებს მოიტანონ პროექტები, რომლების 90% დაფიანსდება რა.
ფული რაც გვქინდა გათვალისწინებული ვერ დავხარჯეთ ამ სემესტრში სტუდენტების პასიურობის გამო.
ეს იყო ძალიან მიზერული ჩმონათვალი იმისა თუ რა გაკეთდა. მერწმუნეთ გაცილებით მეტია მაგრამ მე ვერ ვიხსენებ იმიტომ რომ მე პირადად მხოლოდ ამ პროექტებში ვიყავი გარეული, სხვა საქმეები არ ვიცი.