კეშა, მეგობარო
ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ, იმედია გულწრფელად წერს იმას რასაც წერ..
და გინდა აგითხრა შენი სამომავლო პერსპექტივა სტუდენტური აქტივობების კუთხით?
წლები გავა და
ან მიხვდები, რომ რასაც დღეს აკეთებ და მართლა გგონია რომ კარგს აკეთებ ეს მხოლოდ კარგად გაფორმებული სპექტაკლი იყო
და შენ და ბევრი შენნაირი სტუდენტის ენთუზიაზმს უბრალო მერკანტილური პოლიტიკური ინტერესისთვის იყნებდნენ რუხი კაცუნები კაბინეტებში ზევით...
და მიხედავ პროფესიულ განვითარებას და ა.შ.
და წახვალ ამ ამბებიდან..
და ან
ნაცებს ააყირავებენ და ასე თუ ისე გინდათ თუ არა ამ შემადგენლობის დღევანდელი თვითმმართველობის (უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან შემტენები ყველგან არიან ცოტა) მოგიწევთ სხვა გზის მოძებნა ცხოვრებაში და კარიერის ეს გზა ჩაიკეტება...
იცი ძალიან მინდა მე პირადად, რომ მართლა გამოვიდეს რამე სტუდენტური პროექტებიდან და ამ გულანტებული აქტივობებიდან, მაგრამ მთელი 15 წელი (რომ არ ჩავთვალოთ ის ავადანახსენები და გაცვეთილი კომკავშირი კიდევ უფრო მეტი წელი ) სიტყვები იყო ძალიან ლამაზი -
ჩვენ სტუდკავშირები სტუდენტებისთვის ვართ აქ და ბლია ბლია ბლია...
და აკეთებდნენ კიდეც ნამდვილად რაღაცეებს
აწყობდნენ
კონფერენციებს
შეხვედრებს
სტუდენტურ დღეებს
პოეზიის საღამოებს
ოლიმპიადებს
და კიდევ ბევრ რამეს...
უბრალოდ ამასთან ერთად ხელისუფლების ინტერესებსაც ატარებდნენ. ისე შეთავსებით

და ეხლაც ასე იქნება ყველაფერი..
ეს კი ბატონო, მაგრამ თან მერკანტილური ინტერესები და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ახალი ხალხი მოვა ხელისუფლებაში
და თქვენ მოგაკრავან იარლიყს - ნაცების დამქაშები,
როგორც დღევანდელი ლიდერები იხსენებენ სტუდკავშირების ლიდერებს - მოქკავშირის დამქაშებს.
ცხოვრებაა ეს ცხოვრება ასეთი და მოკალი თუ გინდა

ისე თვითონ დასახელებაც ნიშანდობლივია არა?
კომსომოლი - კომუნისტური პარტია
სტუდენტური კავშირი - მოქალაქეთა კავშირი
ერთიანი სტუდენტური მოძრაობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პ.ს. ისტერიკა მაგარი მაგალითია, მე ის მაგალითიც მახსოვს საერთოდ საცხოვრებელში უიკენდზე საერთო ფართის ცატარება რომ იყო დაპირება ერთ.ერთ დასავლეთის თვითმმართველობაში და გავიდნენ გრიალით ისინიც
This post has been edited by Codex on 19 Jun 2007, 15:59