
კომიკური შინაარსის პოსტი
ნეტა ბალზაკი მაინც თუ წაუკითხავს,
თუ უბრალოდ გაუგია და ბარემ დავირქმევო იფიქრა

არა მამენტ რომ (ვ)უხურებთ ამ მედროვე და კარიერისტ თვითმმართველობის წევრ სტუდენტებს რატომ?
ხედავენ ეს ბავშვები, რომ სწავლას და პროეფსიონალიზმს ამ ქევყანაში ან საერთოდ არ აქვს უკუგება და დაფასება და ან მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში...
გაუნათლებელი და ნომენკლატურის წევრი ნაძირალები ბობოლობენ ხოდა რა ქნან?
კაი ცხოვრება უნდათ, ფული უნდათ, კარიერა უნდათ (ვის არ უნდა რო)?

უმოკლესი გზა ჯერ სტუდენტობის დროს მმართველი პარტიის ახალგაზრდა ფრთის დაკვეთების შესრულება და მათი მეხოტბეობდა რუპორობაა - სტუდკავშირის,თვითმმართველობის და ა.შ. წევრის რანგში.
მერე უკვე თვითონ ახალაგზრდა ფრთა, მერე პარტიის რაიონული ორგანიზაცია და ბოლოს უკვე ან სამინისტრო და ან პარლამენტი...
ეს გზა კარგად ნაცადი და არახალია!
ამიტომ ყველაზე ადვილია კრიტიკა და თქმა რომ ესენი არიან ვაზელინები და ხელისუფლების პაიკები!
ეს ისედაც იცის ყველამ

უფრო რთულია გავცეთ პასუხები რატომ არიან ისინი ასეთები?
რა შეიძლება გაკეთდეს რომ ხელისუფლების მიერ მართული თვითმმართველობის "ვაზელინა" წევრობა არ იყოს მისაბაძი მაგალითი?
(არადა სამწუხაროდ ძალიან ბევრი სტუდენტი მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებს თვითმმართველობის წევრებს, რომ თვითონ ვერ მოხვდა იქ არადა ძალიან უნდოდა

)
სანამ პოლიტიკური გარემო და მოტივაციების სისტემა იქნება ასეთი, მუდამ იქნებიან ასეთი სტუდენტები....
ჩვეულებრივი სტუდენტი, რომელსაც ბევრი არ წაუკითხავს, მორალურ, იდეოლოგიურ და ცხოვრებისეულ საკითხებზე ძალიან ცოტა უფიქრია და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს - იმოქმედებს ყოველთვის პრინიცპით - ვიყო იქ სადაც უკეთესია ჩემი მერკანტილისტური ინტერესებისთვის - ვის უკეთ გამოუვა ვის უარესად მაგრამ ასე იქნება...
ასე იყო საბჭოთა კავშირში - რომ ადამიანის წარმატების ხარისხი ფასდებოდა ვინ უფრო წინ იყო პარტიული და სახელისუფლებო იერარქიით და ახალგაზრდებიც აწყდებოდნენ კომკავშირს

იმ ქვეყანაში სადაც პოლიტიკაში წასვლა არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი იშVიათი გამოსავალი არ წახვიდე ფსკერისკენ მოვლენა როგორიცაა მართული და შემძრომი სტუდენტობა იქნება სამწუხაროდ მუდმივი
This post has been edited by Codex on 8 Jun 2007, 18:09