cocolinaევოლუცია ევოლუცია გავიხსენოთ ძველი დროება?

სასჯელის დანიშნულება არის კონკრეტული პიროვნების პასუხისგება კანონსაწინააღმდეგო ქმედებისთვის და ასევე დანაშაულის პრევენცია პირთა ფართო წრის მიმართ
როგორ ფიქრობ შენ - არ მოახდენს ამ კანონის მიღება პრევენციული ხასიათის ძVრებს პატარა ნაბიჭVAღ ი ქუჩის ბიჭებში?
ან თუნდაც ამავე ასაკის მომპარავებში, რომლებიც მონაწილეობენ ძარცვებსა და სხვა ორგანიზებულ დანაშაულში?
მართლა ჰგონია აქ ვინმეს, რომ 13 წლის ბავშვი სახლის გასატეხად, რომ მიდის? ან ატანდაზე რომ დგას არ აცნობიერებს ამის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს? და სათამაშოდ მიდის ჰგონია?

(კაი გავანებოთ მკვლელობას თავი ან სხეულის მძიმე დაზიანებას)
აქ არავინ არ ამბობს მათ მოთავსებაზე მოზრდილთა ციხეში, საუბარია მათ არასრულწლოვანთა კოლონიაში გადაყვანაზე.
კანონის ყოველ მუხლზე დავას არც მე არ ვაპირებ, მით უმეტეს როცა უზუსტობები შეიძლება იყოს გაპარული და ამისგან არც ერთო კანონი არ არის დაზღვეული არც ერთ ქვეყანაში

-
მე ვსაუბრობ ამ საკანონმდებლო ცვლილების ზოგად პრინციპებზე
მესიჯი ერთმნიშვნელოვანია და არასრუწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკას ეყრდნობა, რომელიც გაზრდილია სწორედ 12-16 წლის ბავშვთა შორის მკვეთრად 2002-2007 წლებში...
მიზეზები რატომ არის? ბერვი ჰიპოტეზა შეიძლება წამოვაყენოთ
არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება?
შესაბამისად იღებენ ქოუნტერაქციას.
მაგრამ არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ვაცხადებ რომ ეს საკნანომდებლო ცვლილება უშველის არასწრულწლოვანთა კრიმინალიტეტის შეცირებას - მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამკაცრებით არ ხდება ამ მასშტაბური ფენომენის შემცირება და ამას უნდა მოყვეს სხვადასხვა ინსტიტუტების ერთობლივი ქმედება - როგრიცაა ოჯახი, ეკლესია (სავარაუდოდ) განათლების სამინისტრო და სკოლა (სხვადასხვა პროგრამებით) და შეიძლება ხელოვნებისა და კულტურის მედიაციის არხების გამოყენება.
ეს მეტად კომპლექსური მოვლენაა - არასულწლოვანთა დანაშაული და პასუხისგების ასაკის დაწევა ეს ერთ-ერთი ნაწილია ამ ერთიანი კამპანიის, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს!
policy of sticks and carrots -
ამ ბავშვებამდე მიტანა კომუნიკაციის სხვადასხვა არხებით რომ ეს დანაშაულია, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება სხვადასხვა მიზეზების და გამო
და ბოლოს თუ მაინც არ მოიშლით და ამას ჩაოდენთ
მკაცრად დასიჯებით!
მათრახის და თაფლკვერის პოლიტიკა არის უნივერსალური რამ, რომელიც ყველა დროში და ეპოქაში უაღრესად ეფექტური!
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სხვა თანამდევი ღონისძიებების გატარების გარეშე სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან - მხოლოდ ამ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას ქმედითი შედეგი არ მოჰყვება.
თორემ ეს, რომ განხილული უნდა იყოს როგორც ერთ-ერთი მაგრამ რა თქმა უნდა არა ერთადერთი ისნტრუმენტი არასრულწლოვანთა დანაშაულთან საბრძოლველად ეს არის აპრობირებული პრაქტიკა.
This post has been edited by Codex on 11 Jun 2007, 15:28