შესატყვისი აქვს თუ არა, ვნახოთ.
1. პოეზია - (ალბათ შაირობა, შოთას მიხედვით. მაგ.: გენიალური ქართველი მოშაირე შოთა რუსთველი.

თუმცა, ბოდიში, გენიალურიც უცხოური სიტყვაა).
2. პროზა - ???
3. ლიტერატურა - ალბათ, მწერლობა. ეს ერთი დავადგინეთ.
4. ტელევიზია -ამაზე წულეისკირს ჰქონდა მე მგონი იდეა. ტელევიზორი - შორსმხედი. შესაბამისად: ტელევიზია - შორსმხედველობა, სატელევიზიო - საშორსმხედო (ოღონდ თითოეული ბგერა მკვეთრად უნდა წარმოთქვა თვარა, ვინმეს ეგონება რომ აგინებ

.
5. კოსმოსი - ვიღებ
ირკა-ს ვარიანტს: ვარსკვლავეთი.
6. არქიტექტურა - ხუროთმოძღვრება (ესეც
ირკა-მ შემახსენა).
შემდეგი 3, არ ვიცი, რამდენად მისაღებია:
7.ფიზიკა - ბუნებისმცოდნეობა (ბუნება ყუფრო ყოვლისმომცველი ცნებაა).
8. ასტრონომია - სამყაროსმცოდნეობა (რავი).
9.ბოტანიკა - ყვავილთმმცოდნეობა (უფრო, ალბათ, მცენარეთმცოდნეობა)
10. შარვალი - ???
11. ფანჯარა - იგივე წულეისკირის ვერსიით, სარკმელი უნდა იყოს, მაგრამ მაშინ სარკმელს ("ფორტოჩკას") რას დავარქმევთ, არ ვიცი.
12. ბოზბაში - რჩება როგორც იყო? თუ ვთარგმნით ალბათ ესე უნდა იყოს - ლამაზთავა.
13. ფორუმი - საფიხვნო (კარგად ჟღერს ისე. თანაც ფორუმელის მაგივრად აწი ასე ვიტყვით - საფიხვნოელი

)
14. თემა - საგანი (რაცხა არ მომწონს, მეტისმეტად ზოგადია)
15. მოდერატორი - ზედამხედველი (საფიხვნოს ზედამხედველი, რავი წესიერად ჟღერს?)
თან, რაც მთავარია ჩამოთვლილთაგან მწერლობისა და ხუროთმოძღვრების გარდა, ყველა შემოთავაზებული ვარიანტი ნეოლოგიზმია.