#6013789 · 30 Jun 2007, 16:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
wroclaw
| QUOTE | | მერე სამში ხომ ადგილია არჩევანის გაკეთება |
არაა ადვილი, ყველაზე ძნელი ადამიანის ცხოვრებაში არჩევანის გაკეთებაა და ზოგჯერ ჰგონია, რომ აკეთებს არჩევანს, სინამდვილეში კი, მაშინ, როდესაც იგი არჩევანის ილუზიაში იმყოფება, თვითონ მისი ნება არაა ეს, არამედ ქვეცნობიერი გავლენის ზემოქმედების ქვეშაა ამ დროს და, სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, იარაღად, ჰიპნოზის ფუნქციით იყენებს მმართველი წრე ამჟამად და ადამიანი თავისუფალი არჩევანის წინაშე ნაკლებადაა, ის ჰიპნოზის ქვეშაა და ზომბირებულია...
როდესაც რეალურ არჩევანს ეხება საქმე, აქ მხოლოდ არჩევნებზე არაა საუბარი... აქ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, რა გზას დაადგეს ადამიანი, საზოგადოება, სოციუმი...
ასე რომ, არჩევანის სიძნელე მასობრივი, კოლექტიური ადამიანისთვის გადაულახავია პიროვნებამდე, ინდივიდამდე ამაღლების გარეშე...
არჩევანს ადამიანი აკეთებს, პიროვნება აკეთებს, საზოგადოება აკეთებს (საზოგადოება შედგება პიროვნებებისაგან)... მასა კი... არც იქ არიან პიროვნებები, ვინც კანდიდატები არიან, არც ისაა საქმე, რომელიც ასარჩევადაა გამოტანილი საჯარო "სამსჯავროზე"...
ეეჰ...
არ მინდოდა ასე ღრმად განხილვა საკითხისა, მაგრამ საქართველოში საზოგადოება არ არსებობს!
საქართველო კვდება, თუ უკვე მკვდარი არაა და ფანტომის სახით არ ვხედავთ...
უმრავლესობას ურჩევნია (ჰიპნოზის ქვეშ) დინებას მიჰყვეს, ვიდრე ხელი გაანძრიოს და ამოვიდეს ბინძური მდინარიდან...
მერე კიდე უკვე კარგა ხნის მოშნად დაბოლებული ხალხი კითხულობს - ხომ არ ვბოლდებითო...
This post has been edited by cverebiani on 30 Jun 2007, 17:06
--------------------
ჩვენს ფორუმს 3 ფორტოჩკა აქვს და სამივე იხსნებაააა!!!!!!! ჰააა, სხვა დანარჩენო ფორუმებო, დაგერხააააათ???????
|