ძალიან ძნელია 500 ლარიანი ხელფასით ცხოვრებაც და კრედიტის დაფარვაც. გეთანხმები. ბანკის ვალი რაცაა, კარგად ვიცი საკუთარი და მეგობრების გამოცდილებიდან. თუმცა გააჩნია ბანკს, გააჩნია რისთვის გინდა ეს კრედიტი, გააჩნია თანხის რაოდენობასაც და იმასაც, თუ რა ვადით გამოგაქვს...
თავიდან მაგრად გამიჭირდა ამ ყველაფერში გარკვევა, მაგრამ გარკვევაც შესაძლებელია და ბევრი რამის მიღწევაც. ბედი ჩვენი რომ ქართველები ვართ და ერთმანეთის დახმარება ვიცით...
რაც შეეხება იმათ, ვისაც არაფერი შეუძლია, აქ მთლად მასე არაა საქმე. გავიხედ-გამოვიხედოთ გარშემო:
გლეხი ყიდის თავისი მიწის ნაწილს და იმის მაგივრად, რომ ამ ფულით საკუთარი მეურნეობა გააძლიეროს, რაც ჭირდება ის შეიძინოს ან განავითაროს, ბეემვეს ყიდულობს... იმენნა ბეემვეს(!), ერთ ერთ ყველაზე ძვირად შესანახ მანქანას. დანარჩენს, ჯერ საუნებში და რესტორნებში ხარჯავს, მერე ცოტა რომ შეუთხელდება, არც ცირკთან მისვლაზე ამბობს უარს (სპეციალურად ჩამოდის თბილისში ამისთვის(!)

. ამ დროს სახლი ენგრევა, მეურნეობას ვერ უვლის იმიტომ რომ ბევრი რამ აკლია. ამას ყველაფერს გულაობას და კაცურ ცხოვრებას ეძახის. კონკრეტული მაგალითი გინდათ? აგერაა, წავკისი. თანაც თბილისთან ახლოსაა და აქ უფრო იოლია მეურნეობის აწყობაც და "სოფელში ცხოვრებაც" და ვინც იმენნა შრომობს (გლეხებზე მაქვს საუბარი), ისინი ძალიანაც კარგად ცხოვრობენ! მაგრამ ადამიანს ტვინი თუ არა აქვს თავში, ვერანაირი სახელმწიფო ვერაფერს მოუხერხებს.
მარშრუტკის მძღოლი, დღეში 100 ლარამდე შოულობს? შოულობს! ხარჯი ხარჯად აქვს, დანარჩენსაც ბოზებში ხარჯავს იმენნა, ან გასაღების დაკარგვამდე და ვალის დადებამდე სვავს... ცოლ-შვილთან რა მიაქვს? (...)
მუშა... მართლა ვირივით მუშაობს, თუ იშოვა სამუშაო... და საღამოს - ატრავა არაყი და კალბასი. ნაშოვნი 10-15 ლარიდან სახლში მიაქვს 3 ლარი.
ჩვეულებრივი მოხელე, - ზის სამსახურში და ლუქსორს ან რამე მსგავსს უბერავს... უმეტესობა მაუსს და ვინდოუსს ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან. არადა კომპი უდგას, შანსი აქვს გაერკვეს, ისწავლოს რამე, მაგრამ რატომ? ხელფასი ხომ დაბალი აქვს? ხოდა რატომ უნდა დაატანოს თავს ძალა?! თამაშში გადის დრო და მორიგი შემცირების შემდეგ, უმუშევრად დარჩენილი ბოღმას შადრევნებზე და გზებზე ანთხევს!...
ბაზრობაზე ზის ადამიანი მთელი დღე, წვიმაშიც, მზეშიც, ყიდის ზუსტად იგივეს, რაცას მის გვერდზე მჯდომი და თუ იმას გონება გაეხსნა და ახალი რამე დადო დახლზე, ესეც დადებს, თუ არა და არა! არადა იქვე აქვს საბითუმო საწყობი, მიდიხარ, ეკითხები: -გაქვს ეს საქონელი? -არა! არადა საბითუმოში არის! იქვე! 200 მეტრში მაქსიმუმ. არ წავა და არ მოიტანს! მთელი დღე მხოლოდ იმის იმედადაა, რაც წინ უდევს.
...
აი ისინი, ვისაც მართლა არ შეუძლია არაფრის კეთება, ძალიან ცოტანი არიან მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში. მათ სოციალურად დაუცველებს ეძახიან და სახელმწიფო მათ ინახავს. ყველა სახელმწიფო და ყველა ქვეყანაში.
რაც შეეხება საქართველოს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა დახმარების პროგრამა რა უჯდება თითოეულ ჩვენგანს იცით ყოველწლიურად?
800 000-ს გადასცილდა ბაზაში გაწევრიანებულთა საერთო რაოდენობა! და მათი უმეტესობა გაჭირვებული კი არა, მუქთახორა ანანისტია, რომელსაც სხვის ხარჯზე უნდა ცხოვრება!!! თანაც ასეთი სირეგვენე გაგიგიათ? -საკუთარ ბინას კეტავენ, გომურის პონტში ოტახ ქირაობენ, იქ მოდის აგენტი, ხვდებიან დახმარების პროგრამაში ნაქირავებ მისამართზე, მერე იქიდან აახვევენ თავიანთ ბინებში ისე, რომ კაციშვილმა არ იცის მათი ასავალ-დასავალი და სახლში რატომ არ მოგვართვითო დახმარების პაკეტი(!!!) ტრაკის განძრევა ხომ ეზარებათ, პახოდუ თურმე სახელმწიფომ უნდა იცოდეს, ვინ სად დაყ***როჭაობს!!!!
ვინც მართლა გაჭირვებულია, იმათ განცხადების დაწერა და მარტივი დეკლარაციის შევსება კი არა, საკუთარი სახელის და გვარის წარმოთქმა უჭირთ და პროგრამამდეც ვერ მიუღწევიათ!
არც ერთ სახელმწიფოს არა ყავს რუსეთის გარდა პროცენტულად ამდენი მუქთახორა ბიუჯეტზე ჩამოკონწიალებული, რამდენიც საქართველოს!
მთავარი: ამ მუქთახორებში სახელისუფლებო "შემსრულებელი" რგოლიც შედის და ოპოზიციაც...
მოკლედ, ჯერ ბევრი გვინდა რომ ჩვენს წინაპრებს დავეწიოთ და მერე თუ წინ წავალთ, მაგას რა ჯობია...
This post has been edited by BNELI on 1 Jul 2007, 23:27