არაა მთლად მასე საქმე... ვინც მუშაობს, გადასახადებსაც იხდის (უნდა იხდიდეს) და შესაბამისად, გადასახადების ნაწილი ეკოლოგიურ ხარჯებსაც ხმარდება ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ჩათვლით (თუ არა, უნდა ხმარდებოდეს). ასე რომ დროა ყველამ გავიაზროთ, რომ ყველაფერი ფული ღირს (მით უმეტეს თანამედროვე კაცობრიობის საქმიანობის გამო) და ამ პლანეტაზე ცხოვრება საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა...
რაც შეეხება გადასახადებს საავტორო უფლებებზე, - მთლად მარტივად არაა საქმე. გააჩნია რას და როგორ:
1. ამ ეტაპზე არა მარტო კერძო სექტორი, არამედ სახელმწიფო სამსახურებიც ვერ შეძლებენ თუნდაც იმ სოფტის ლიცენზიის გადასახადი იხადონ, რაც სახელმწიფო უწყებების კომპებში უყენიათ. მაგალითად ჩემს კომპში დაახლოებით 28 000-35 000 აშუშუ დოლარის სოფტი მიყენია, რაც მხოლოდ სამსახურის საქმეებზე მჭირდება. დანარჩენს, რასაც ჩემთვის ვიყენებ არ ვთვლი. მსგავსი სოფტი ჩემთან დაახლოებით 60 კომპშია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი პროგრამის ლიცენზია წელიწადში 5000 დოლარზე მეტი ღირს და ყოველწლიური განახლება სჭირდება... დავთვალოთ და მივხვდებით რომ ამ ეტაპზე ლიცენზირებული სოფტის დაყენების შემთხვევაში ქვეყანას დაენძრევა...
ეს მხოლოდ ერთი სფერო.
2. რაც შეეხება რესტორნებისა და მსგავსი დაწესებულებების ურთიერთობას შოუბიზნესთან, მანდ უკვე დროა ბევრი რამ შეიცვალოს და საჭიროცაა.
ოღონდ მარშრუტკაში და მანქანაში მუსიკის უფასოდ მოსმენაზე გადასახადის დაწესება ნამდვილად მეტისმეტია. ვფიქრობ პირიქით, რადიოსადგურებმა უნდა უხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს ფული (მინიმუმ მადლობა მაინც) იმიტომ რომ მათ რადიოს ასმენინებენ ხალხს რეკლამების ჩათვლით!