გუშინ შენს მიერ წამოროშილ სისულელეს კიდევ უფრო განვავრცობ, ვოლფსპელ (100%-მდე უნდა აგაწევინო) იხილე წინა გვერდიც
სომხეთის ერთგულებას და საქართველოსადმი ლოიალობას კარგი გამოცდა 92 იანვარში ჩაუტარდა.
საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთის და მისი რეზიდენტების მიერ დევნილი სომხეთს მიადგა კარზე. მიიღეს და უმასპინძლეს თითქოს, ფაქტიურად კი შინაურ პატიმრობაში აიყვანეს.
ეგ დრო არასდროს დამავიწყდება.
მწარე გრძნობა იყო, შენი ქვეყნის პრეზიდენტი -სომხეთის მიერ დატუსაღებული, თავისუფლება წართმეული და ფაქტიურად უმწეო მდგომარეობაში. ასე და ამდენად შეურაცხყოფილი ჩემი ქვეყანა არასდროს მენახა ჯერ.
რუსეთის ტელევიზიის ყველა არხი, რომ იტყვიან ზეიმობდა: როგორც იქნა ქართველების ეროვნული ამბიციების გამღვივებელი და ყველაზე უფრო თავხედი ქართველი მოიმწყვდიეს ხელში.
სრულიად გამოუვალი მდგომარეობა ჩანდა, სრულიად უიმედო.
განწირული, სამშობლოსთვის თავდადებული კაცი და მისი თანამებრძოლები, რომლების ბედი სომხის ნებაზე ეკიდა.
მახსოვს ეს კითხვა მაწვალებდა - ესე იგი ამ ქვეყანაზე ბოროტება იმარჯვებს? ცოტა მაკლდა და ვიწამებდი კიდევაც რომ ასეა.
და უცებ, რუსეთის ტელევიზია დაფეთებული, გაოგნებული და ნირწამხდარი აცხადებს: საქართველოს პრეზიდენტი ტოვებს სომხეთს და უცნობი თვითმფრინავით და უცნობი მიმართულებით მიფრინავს (??? !!!).
წასვლის წინ პრეზიდენტი ორი სიტყვით აძლევს ინტერვიუს სპეცკორს აეროდრომზე, ხელს უქნევს მშვიდობით სომხეთს და ბედნიერად მიფრინავს.
იცით ეს რამხელა ბედნიერება იყო, რამხელა სიამაყის გრძნობა (ამას თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ) ?!
ქართველები, რომლებმაც არავის მისცეს უფლება საქართველოსთვის სილა გაეწნათ. ეგ კი არა და, თვითონ დატოვეს სილა გაწნული და გაბახებული არა მარტო ჩმორიკი სომხების მთავრობა, არამედ თვითონ დიდი და ძლიერი კრემლი, თავისი დიდი და ბღენძი კაგებეთი, რომელიც მთელ მსოფლიოს აზანზარებდა ჯერ კიდევ.
არანაკლებ გასართობი სანახაობა იყო ასევე, თუ როგორ გამალებული ცდილობდა გაეგო კრემლი სად იყო საქართველოს პრეზიდენტი. ყოველ დღე სხვადასხვა ცნობებს აწოდებდა მასმედია, ხან სად თქვეს აქ გამოჩნდაო და ხან სად, მაგრამ თავს იბახებდნენ მხოლოდ, რადგან ვერაფრით დაადგინეს სად იყო ბოლოსდაბოლოს გამსახურდია.
სანამ ბოლოს, თავად ზვიად გამსახურდიამ და ჯოჰარ დუდაევმა არ მოიღეს მოწყალება და არ ჩათვალეს საჭიროდ ემცნოთ დაინტერესებული (და გაბითურებული) მხარისათვის, რომ გროზნოში იმყოფებოდნენ.
მე დღემდე მადლიერი ვარ იმ ხალხის, რომლებმაც თავგანწირვით შეძლეს საფრთხეს გადაერჩინათ საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ჩვენ, ქართველებს სირცხვილი არ გვაჭამეს და ჩვენი ღირსება შეგვინარჩუნეს იმ მძიმე დღეებში.
პ.ს. მაგარი ხარ, ელეგია