ელიზბარ ჯაველიძე მხარს უჭერს შალვა ნათელაშვილს24 დეკემბერი 2007
ელიზბარ ჯაველიძე
მშრომელთა („ლეიბორული") გაერთიანების წინამძღოლის"), შალვა ნათელაშვილს გამმართველებას ("გაპრეზიდენტებას") მხარს უჭერენ, „ქართული აკადემიის წევრი“, მერაბ ჯიბლაძე და საზოგადებრივი გაერთიანება „21-ე საუკუნის“ წინამძღოლი, ელიზბარ ჯაველიძე.
მათი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლებამ მთლიანად გაყიდა სახელმწიფო მეურნეობა და ახლა ქართულ სულიერებას უტევს. შალვა ნათელაშვილის საარჩევნო გეგმა ქართველ ხალხზეა მიმართული და ის თავისი სამოღვაწეო წარსულიდან გამომდინარე ხალხის ნდობას იმსახურებს, განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
* * *
შეშლილი მიშა ანუ გიჟბელადა ქართველი ერისათვის სამარცხვინოა ნახევრად შეშლილი მმართველის ყოლა.
მსოფლიოს 7 ფსიქიატრიული კლინიკა მიხეილ სააკაშვილის გონებრივ მდგომარეობაზე საყურადღებო დასკვნას დებს!?


ამ სურათების შემხედვარე არა მგონია რთული დასაბუთების ჩატარება იყოს საჭირო, მიშას შეშლილობაში დასარწმუნებლად.
- მ.სააკაშვილის გონებრივ კვლევაზე დიდი თანხა დაიხარჯა. ნაშრომი წარმოადგენს მ.სააკაშვილის გონებრივი სურათის შესწავლას. კვლევის დამკვეთი უცნობია.
მ.სააკაშვილის გონებრივი კვლევა ჩაატარა მსოფლიოს შემდეგმა 7-მა "ფსიქიატრიულმა კლინიკამ": 1. ტონსბერგის "ფსიქიატრიული ცენტრი", ორსნესალი, ნორვეგია;
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული "ინსტიტუტი", ოსლო, ნორვეგია;
3. "ფსიქიატრიის დეპარტამენტი", ფინეთი;
4. ნერვული დაავადებების საავადმყოფო, ქრისტიან ალბრეხტის "უნივერსიტეტი", კიოლნი, გერმანია;
5. "ფსიქიატრიის დეპარტამენტი", ჟენევის "უნივერსიტეტი", შვეიცარია;
6. "ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი", ვენის სამედიცინო სასწავლებლის "უნივერსიტეტი", ავსტრია;
7. "კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი", ამსტერდამის "უნივერსიტეტი", ნიდერლანდები.
ზემოაღნიშნული "ფსიქიატრიული კლინიკები" ასკვნიან, რომ მ.სააკაშვილის გონებრივი აშლილობები აქვს;
აღნიშნულ დასკვნაში კერძოდ აღნიშნულია:
- სააკაშვილი გაიზარდა მარტოხელა დედის ოჯახში და ამ გარემომ გამოიწვია მისი დედასთან მიჯაჭვულობა.
- ღრმა სულიერი ტკივილის გამო, რომელიც ადრეულ ასაკში გადაიტანა, საკუთარი ღვიძლი მამის მიმართ იგი ჩამოყალიბდა უარყოფით და მოძალადე პიროვნებად. მოგვიანებით, მამინაცვალთან დაძაბული და მტანჯველი ურთიერთობა ჰქონდა. მას ასევე პრობლემები ჰქონდა საკუთარი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობისასაც და ხშირად მას ექცეოდნენ, როგორც გარიყულს და მარტოსულს.
- სააკაშვილი აქტიურად ჩაერთო კინომოყვარულთა საქმიანობაში, გარყვნილობის ("პორნოფილმების") ჩათვლით. როცა ამის შესახებ ცნობილი გახდა და სკოლაში დიდი სკანდალი ატყდა, მას მოუწია ქალაქის დატოვება და საცხოვრებლად კიევში გადავიდა.
- მომდევნო პერიოდში იგი გადაეშვა ცხოვრების იმ წესში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მავნებლობა, წვეულებები და გარყვნილი სქესობრივი ურთიერთობები. იგი საკუთარ ბინას ხშირად სთავაზობდა "კურსელებს" "ინტიმური" საქმეებისთვის, რასაც იგი სახელის მოსახვეჭად და ადგილის დასამკვიდრებლად იყენებდა.
- სააკაშვილი ატარებს შინაგანი დაძაბულობის, ნერვულობის, ეჭვიანობისა და სულიერი დაუცველობის ყველა ნიშან-თვისებას. მისი "ჟესტიკულაცია", დგომის მანერა, თავის წარმოჩენა და მოუქნელი სხეული სინამდვილიდან ამოვარდნილია.
- როცა გრძნობს, რომ საკმარისად არ მიაგებენ პატივს, იწყებს ლაპარაკს საკუთარ სიამაყესა და ღირსებაზე.
- სააკაშვილმა გამოაჩინა, რომ მისთვის ძნელია, თავი მოუყაროს და გაიაზროს საკუთარ სათქმელს, როცა მას მოულოდნელ, რთულ და პირად უსიამოვნო კითხვებს უსვამენ. იგი ზემოაღნიშნული გარემოებებისას იბნევა და იყენებს გრძელ და ცარიელ წინადადებებს, საქმესთან დაკავშირებული პასუხების თავიდან აცილების მიზნით. ამით ცდილობს, დაჯაბნოს მოწინააღმდეგე.
- მას ახასიათებს მოულოდნელობის, თავისუფალი ქცევისა და მსახიობის თვისებები, რაც ასე დამახასიათებელია სხვა გონება აშლილი პიროვნებისათვის.
- სააკაშვილი გახსნილია მხოლოდ ისეთი ცნობისათვის, რომლის შინაარსსაც ეთანხმება და მთლიანად გამორიცხავს იმას, რაც ამ შინაარსის მიღმაა. მსგავსი მიდგომის უკიდურეს გამწვავებას, შესაძლოა, მოჰყვეს განდიდებაში გადავარდნა, აკვიატებული ან თვითგანდიდება, რაც პიროვნული რწმენით ხასიათდება. რომ ხარ - რჩეული.
- როცა სააკაშვილი მოულოდნელ სიტუაციებში ვარდება, ან მას უსვამენ მოულოდნელ კითხვებს, მას უძნელდება სწორი პასუხების მოძებნა და საკუთარი სახელის გადასარჩენად იწყებს მრავალსიტყვიანი ფრაზების გამოყენებას, გადადის სხვა თემაზე.
- სავარაუდოდ, მისი ღირსების დაბალმა დონემ და არასრულფასოვნების შეგრძნებამ (ორივე ჩამოყალიბდა ბავშვობაში, მაგრამ დღეს იგი მათ უმკლავდება) გამოიწვია სააკაშვილის ასეთი ლტოლვა ძალაუფლებისადმი.
- შიდა ნიშნები გარდაიქმნა და ამიტომაც ზოგჯერ სრულიად კარგავს რეალურობის შეგრძნებას, შესაბამისი ქცევის და სინამდვილის აღქმის უნარს.
- სააკაშვილი იმდენად შეპყრობილია შინაგანი ვნებით, დაიმკვიდროს თავი, რომ არ შესწევს უნარი, მიიღოს იმ საზოგადოების ფასეულობები, რომელმაც ერთხელ იგი არ მიიღო.
- შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მომავალში გამოიწვევს კიდევ მეტ წინააღმდეგობას საზოგადოებასთან. მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რომ ძალაუფლებისადმი სწრაფვაში სააკაშვილს ადვილად შეუძლია დაკარგოს საფრთხის შეგრძნება და საკუთარი გადაწყვეტილებების, შედეგების ბუნებრივი შიში, რამაც, შესაძლოა, გააკეთებინოს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების გამოწვევა, სახელმწიფო და სამხედრო დაპირისპირების ჩათვლით?.