პატრიოტიზმი (ბერძ. patrioti - ”თანამემამულე”) - არის ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ადამიანს ათმობინებს თავის პირად ინტერესებს სამშობლოს საამრთლებლივი, ზნეობრივი, კულტურული და მატერიალური ღირებულებების სასარგებლოდ. ეს არის პატრიოტიზმის კლასიკური განმარტება.
გამომდინარე ამ განმარტებიდან პატრიოტი არის ადამიანი, რომელიც ემორჩილება სახელწიფოს კანონებს, იცავს ერის მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ზნეობრივ წესებს. უყვარს, უფრთხილდება და ზრუნავს ქართველი ერის კულტურაზე, ენაზე, ბუნებაზე, ეკონომიურ, სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი არ არის ემოციები და მაღალფარდოვანი სიტყვები! პატრიოტიზმი ვლინდება ადამიანის საქმეებში.
პატრიოტიზმი დიდ აქცენტს აკეთებს სამშობლოსადმი, როგორც ტეროტორიალური წარმონაქმნისადმი ერთგულებაზე და ის არ არის იდეოლოგია. არადა იდეოლოგიის ფორმით გვაწვდიან დღეს ტელევიზიებიდან ...
”მე პატრიოტი ვარ!” ლამის ”მე რეალის ფანი ვარ!” გახდეს ... ჩნდება ფირმები სახელად ”პატრიოტი”, მალე რესტორანი ”პატრიოტიც” გაიხსნება ალბათ ...
ნაციონალიზმი (ფრა. nationalisme – ”ეროვნულობა”) არის იდეოლოგია, რომლის საბაზისო პრინციპი ეყრდნობა ერის (ნაციის) პირველადი მნიშვნელობის თეზისს სახელმწიფოებრივ პროცესებში. ნაციონალიზმი რამდენიმე შიდა, ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ მიმდინარეობად იყოფა.
მოქალაქეობრივი ნაციონალიზმი - ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმურობა განისაზღვრება მისი მოქალაქეების მონაწილეობით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ანუ განისაზღვრება იმ მოცულობით, რა დოზითაც წარადგენს სახელმწიფო ”ერის ნებას”. ადამიანის კუთვნილება ერისადმი გაიგივებულია მოქალაქეობასთან, ამიტომ ასეთ ქვეყნებში პასპორტიდან ქრება ეროვნების გრაფა და ”სამოქალაქო საზოგადოებაზე” კეთდება აქცენტი.
ასეთი მიდგომით არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რომელ ეროვნებას მიაკუთვნებს ადამიანი თავს, მთავარია მოქალაქეობა. ანუ თუ მამედ დუჟდუროვს აქვს საქართველოს პირადობის მოწმობა, ის არის საქართველოს ზუსტად ისეთივე მოქალაქე, როგორც იგივე მოწმობის მქონე სერიოჟა ივანოვი და გიორგი ჩხაიძე. კოსტიას, ან ხაჩიკას შეუძლიათ გახდნენ პრეზიდენტი, პარლამენტარი, მინისტრი, არმიის სარდალი და ა.შ. თუ ხალხი (მოქალაქეთა მასა) აირჩევს მათ. ხაჩიკას, ჟორას და კოსტას ზუსტად იგივე უფლება-მოვალეობები აქვთ, რაც გიორგის, დავითს და ზვიადს. ისინი არიან თანაბარი მოქალაქეები და უხეშად რომ ვთქვა: ყველაფერს წყვეტს მარტივი უმრავლესობა არჩევნებისას.
ცნებები ქართული მიწა, ქართველი ერის ინტერესები და ა.შ. არის ბლა-ბლა-ბლა ... იცვლება აი ამაზე:
საქართველოს მიწა, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები და ა.შ.
ამ ნაციონალიზმის რადიკალური ფორმაა ლიბერალური ნაციონალიზმი, რომელიც აქცენტს აკეთებს ლიბერალურ ღირებულებებზე, კერძოდ ადამიანის უფლებებზე.
ამ მიდგომით მაგალითად მერი, ან მინისტრი შეიძლება იყოს მამათმავალი, ან იეჰოველი - მთავარია ის იყო კარგი მოქალაქე, არავის არა აქვს უფლება მამათმავლები რაიმეთი შეზღუდონ.
ნაციონალიზმის ამ ფორმის მომხრეები ხშირად აგრესიულები არიან და მიუხედავად მშვდიობიანი ლოზუნგებისა, დიდად არ განსხვავდებიან ქსენოფობებისგან ...
სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმი - ამტკიცებს, რომ ნაციას შეადგენენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ინტერესები დაუქვემდებარეს სახელმწიფოს ძლიერების გამყარებას და გაზრდას. ამ ტიპის ნაციონალიზმი დაამკვიდრა ვოვა პუტინმა რუსეთში. აქ მნიშვნელობა არა აქვს მოქალაქეების სხვადასხვა ფენების აზრს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს ძლიერ ხელს და ამ ხელმა იცის რასაც აკეთებს. დანარჩენებს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ მმართველ ძალას, ან მიაჩმორიკებენ დემოკრატიის სახელით.
ძლიერი სახელმწიფოს ეგიდით დასაშვებია უფლებების შეზღუდვა, კანონების და კონტროლის გამკაცრება და ა.შ.
ეთნიკური ნაციონალიზმი - მიიჩნევს, რომ ერი არის ეთნოსი, ანუ გენეტიკური ერთობა. ამ მიდგომით ქართველი არის მხოლოდ ის, ვისაც მშობლები ყავს ეთნიკურად ქართველები. ასეთ სახელმწიფოში წამყვანი როლი ენიჭება დომინანტ ეთნოსს, ხოლო პასპორტში აუცილებლად არის აღნიშნული ეროვნება.
ამ მიდგომის ხალხი სხვა ეთნიკური უმცირესობებისგან ითხოვს მორჩილებას (ქვეცნობიერად მაინც), ანუ რასაც ეს ეთნოსი ჩათვლის საჭიროდ, ზუსტად ის უნდა გააკეთონ სხვებმაც, წინააღმდეგ შემთხვევაში უმრავლესობა გათელავს მათ და შეეცდება გაყაროს თავისი საცხოვრებელი არეალიდან.
ამ ტიპის ნაციონალიზმმა იფეთქა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში.
რადიკალური ფორმების სახელმწიფო და ეთნიკური ნაციონალიზმი გადაიზრდება ხოლმე ფაშიზმსა და ნაციზმში.
ეროვნული უპირატესობის და განსაკუთრებულობის იდეა წარმოშობს შოვინიზმს, საყოფაცხოვრები ნაციონალიზმს და რასიზმს. ხოლო კულტურული - კულტურულ და რელიგიურ შეუწყნარებლობას (ქსენოფობიას).
ქსენოფობია (ბერ. kseno - ”უცხო”, fobia - ”შიში”) არის რაიმე უცხო მოვლენის, ან უცხო ადამიანების მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და შეუწყნარებლობა. როცა რაღაც უცხო, უცნობი და მიუჩვეველი გამოჩნდება, ადამიანების ნაწილს ამაზე აქვს ავადმყოფური უარყოფითი რეაქცია. რახან უცხოა, გაუგებარი და უცნობი, ე.ი. საშიშია და მტრული.
თუ ეს მდგომარეობა მსოფლმხედველობის რანგში ავა, წარმოშობს ნაციონალური, სოციალური და რელიგიური კუთხით დაყოფაზე დაფუძნებულ დაპირისპირებას. ანუ ვთქვათ ვინმე შალიკო დაავადდა ამ იდეით, ხოდა როცა საშუალება მიეცემა ხალხს დააშინებს და დაპირისპირებაც დაიწყება.
საქართველოში ამის ყველაზე კარგი მაგალითია რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოჩენილი აგრესია. შეიძლება ჩინელების მიმართაც მოხდეს ქსენოფობიაზე დაფუძნებული უაზრო გამოხტომები.
* * * * *
ჰოდა რა გზას უნდა დაადგეს ქართველი ერი? ანუ ჩვენი ნაციონალური იდეოლოგია 21-ე საუკუნეში როგორი უნდა იყოს რომ არ გადავშენდეთ?
http://forum.ge/?f=29&showtopic=33749287