#6445528 · 20 Aug 2007, 23:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შაქროII
| QUOTE | | "ზერო ტოლერანსს" უცხადებს მოზარდის დანაშაულს და ახალისებს ჰომოსეკებს, ანგრევს ეკლესიას , ჯვარს(აჭარის შემტხვევა) |
ჰომოსექსულისტებს ამ კონტექსტში მოხსდენიება უმართებულოა. ჯერ ერთი მათ არავინ ახალისებს, ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებში სადაც მათი უფლებების გათანაბრება ხდება. ჰომოსექსუალისტთა, როგორც განსხვავებული და ისტორიულად უმეტესად დევნილი უმცირესობის, უფლებების დაცვა არ უნდა იყოს სათაკილო საქმე. საზოგადებისთვის არაფერი სიკეთე არ მოაქვს ჰომოების დაუსჯელად ცემის ან მოკვლის პრაქტიკას. ამასთან, მათი უფლებების დაცვა არ უდრის ჰომოსექსუალიზმოს წახალისებას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი. ჰომოსექსუალისტს ისევე იცავ საზოგადების გულქვა წევრებისგან როგორც ცერებრული დამბლით დაავადებულს (ისე არ გაიგო თითქოს ამ შედარებით ჰომოსეზსულიამზს დაავადებად მივიჩნევ).
| QUOTE | | ასე აგრესიულები და აღშფოტებულები ნეტა სხვა შემტხვევებზე/კოალიციბზე იყოს ზოგიერტი მაგ. ამაზე |
რა არის აქ სააგრესიო? შენ განათლებული ადამიანი ხარ და უფრო გაგებით უნდა მოეკიდო მსგავს ამბებს, რომელთაც დიდი ხნის და არც თუ სასიამოვნო წარსული აქვს.
ვთქვათ და არსებობს გონდამჯდარ ხალხის და არა ყმაწვილთა ჯგუფი რომელი თავს სატანისტებს უწოდებს. რის საფუძველზე აუკრძალავ ვისიც უნდა იმის უკანალის კოცნას? ზოგი უხილავ ღმერთს ეთაყვანება ზოგი კი უხილავ ეშმაკს, კაცია და გუნება.
აქ ლაპარაკი არაა ცხოველების (ამ შემთხვევაში კატის) კვლაზე, რაც ცოცხალი არსებისადმი სისასტიკეაა და უცნობია ისჯება თუ არა საქართველოში. აქ ლაპარაკია ადამიანის სურვილზე ადიდოს ეშმაკი. რა კანონის ძალით აკრძალავ ამას? და გამრთლებად რას მოიყვან შუა საუკუნეებიდან მოყოლებული კაცობრიობა ებრძვის კუდიანებს და ეშმაკის თაყვანისმცემლებს, მათი გამოვლენის და ცეცხლზე დაწვით დასჯის შესანიშნავი გამოცდილება დააგროვა და ეს უნდა გავაგრძელოთო? არ შეგრცხვება თავი ასე გამასხრება?
--------------------
"Ты юноша или дева, а Адам был и тем и другим в одном лице" Я.Беме. პრინსმა მიაღწია ორსახოვნებას. შენ?
|