რაში სჭირდება კრემლს საქართველოზე თავდასხმა? (The Daily Telegraph, დიდი ბრიტანეთი)
თბილისი, 8 აგვისტო /»ახალი ამბები - საქართველო»/
Whu would the Kremlin attack? /The Daily Telegraph. ედრიან ბლომფილდი/
...მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს, საქართველო, როგორც ჩანს, მაინც დარწმუნებულია, რომ თბილისის მახლობლად, ბოსტნეულის ნათესებიან მინდორზე დაცემული რაკეტა რუსული სამხედრო თვითმფრინავის ბორტიდან იყო გაშვებული.
საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მიმდინარე წელს ეს პირველი შეტყობინება არ არის.
მარტში გაისმა ბრალდებები რუსული ვერტმფრენებიდან კოდორის ხეობის დაცხრილვის შესახებ. იგი მდებარეობს უკანონოდ გამოყოფილი აფხაზეთის ოლქის მახლობლად, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს.
გაეროს დამკვირვებლებმა თავის მოხსენებაში დაასკვნეს, რომ შეუძლებელია გარკვევით მტკიცება, თუ ვინ იდგა ამ ინციდენტის უკან. თუ დადასტურდა, რომ გუშინდელი თავდასხმა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელდა, ეს ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის კრიზისის ძლიერ ესკალაციაზე მიანიშნებს.
საქართველომ ამ თავდასხმას უკვე უწოდა «აგრესიის აქტი». მთავარი ის არის, რისთვის სჭირდება რუსეთს ასეთი პროვოკაციული შეტევა?
მას შემდეგ, რაც დასავლური ორიენტაციის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა «ვარდების რევოლუციის» შედეგად თავის უმაღლეს პოსტს მიაღწია, რუსეთსა და საქართველოს შორის სერიოზული უთანხმოების არსებობა ეჭვს არ იწვევს.
რუსეთმა, რომელიც ძალზე განაწყენებულია იმით, რომ გავლენა დაკარგა ქვეყანაში, სადაც სტალინი დაიბადა, მტკიცედ გადაწყვიტა, წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოს შესვლას ნატოსა და ევროკავშირში.
მოსკოვმა თავისი უკმაყოფილება იმით გამოხატა, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტი აკრძალა - მათი წარმოება რუსეთზე ჯერ კიდევ ძალზე დამოკიდებული ეკონომიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორია.
გასული წლის სექტემბერში ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც საქართველომ შპიონაჟში ბრალდებული ოთხი რუსი ოფიცერი ქვეყნიდან გააძევა. კრემლის გადაჭარბებულმა რეაქციამ მთელი მსოფლიო გააკვირვა. მოსკოვმა თბილისიდან უკან გაიწვია თავისი დიპლომატები, გაწყვიტა სავაჭრო კავშირები, შეწყვიტა სატრანსპორტო მიმოსვლა და საფოსტო კავშირი, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს ათასობით მოქალაქეს კი დეპორტაცია გაუკეთა.
გააფთრებულ ანტიქართულ კამპანიასთან დაკავშირებით რუსულ პრესაში ზოგიერთმა მიმომხილველმა ივარაუდა, რომ კრემლის მკაცრი კურსის მომხრეების ჯგუფი აპირებს სამხედრო კონფრონტაციის პროვოცირებას იმ მიზნით, რომ შექმნას საბაბი კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, რაც პუტინს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემს.
პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება უნდა მოიხსნას მომავალი წლის მარტში, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ.
კარნეგის მოსკოვის ცენტრის ექსპერტს კავკასიის საკითხებში ალექსეი მალაშენკოს მიაჩნია, რომ შესაძლებელია კრიზისის გაჩაღების მიზნით ამ ფრაქციას გაეცა ბრძანება ცარიელი რაკეტის გაშვების შესახებ.
მაგრამ მალაშენკო და სხვა ანალიტიკოსები თვლიან, რომ უფრო სავარაუდოა, სარაკეტო სროლები განხორციელებულიყო რუსეთის შეიარაღებული ძალების ადგილობრივი ნაწილებიდან კრემლთან შეთანხმების გარეშე.
თავდასხმა მოხდა სამხრეთ ოსეთის, კიდევ ერთი ჩამოცილებული ოლქის მახლობლად, რომელსაც მხარს მოსკოვი უჭერს. ამ პატარა ოლქის გამო, რომლის ფართობი დაახლოებით საფლოკის საგრაფოს ტოლია, საქართველოსა და რუსეთს შორის უკვე დიდი ხანია დავა მიმდინარეობს და არც ერთს არ სურს დათმობაზე წასვლა.
თბილისი მოსკოვს ბრალს სდებს იმაში, რომ იგი ამბოხებულებს იარაღით ამარაგებს; 2004 წლიდან სეპარატისტებსა და ქართველ სამხედროებს შორის სროლები გახშირდა.
თუმცა გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ რუსეთს, ბოლოს და ბოლოს, მოუნდა მოლაპარაკება დარეგულირების შესახებ. მოსკოვი წინააღმდეგია კოსოვოს დამოუკიდებლობის, რაც დასავლეთს სურს, და საკუთარი პოზიციების არგუმენტად მოაქვს ის, რომ სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაირღვეს. რუსეთი დაიმუქრა, რომ ვეტოს დაადებს გაეროს იმ რეზოლუციას, რომელმაც პრიშტინას პოზიცია მოიწონა.
ცბიერებაში ბრალდებებისგან თავის არიდების მიზნით კრემლი იძულებული გახდა, რომ საქართველოსგან გამოყოფილი ოლქებისთვის მეტისმეტად აქტიური დახმარებისგან თავი შეეკავებინა. მაგრამ სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალების სახით განთავსებული რუსეთის სამხედრო ნაწილებისთვის და მათი ხელმძღვანელობისთვის რუსეთის სამხრეთი საზღვრის მიღმა სამშვიდობო შეთანხმება ძალზე არახელსაყრელი იქნება.
უკანონობაში ჩაფლული სამხრეთ ოსეთი კონტრაბანდისტებისა და ყალბი ფულის მჭრელების თავშესაფარი გახდა. დასავლელი დიპლომატების სიტყვებით, იქ არის დამზადებული იმ ყალბი დოლარების მნიშვნელოვანი წილი, რომელიც ბრუნავს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ანალიტიკოსები ამტკიცებენ, ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობენ რუსი ოფიცრები, რომელთაგან ბევრს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში თანამდებობები უკავია.
ორიგინალი:
http://www.telegraph.co.uk/news/main.jhtml...wgeorgia307.xmlრუსულ ენაზე თარგმანი: ИноПресса,
http://inopressa.ru/telegraph/2007/08/08/10:33:02/zachem
ეჰ, დაეცადა სალომეს და ამის წაკითხვის მერე მაინც გაეკეტებინა კომენტარი... ეგებ ასე არ გაფარჩაკებულიყო
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/