საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გორის რაიონის სოფელ წითელუბანში ელოდებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდნტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მიხეილ სააკაშვილი გუშინდელი დაბომბვის ადგილს დაათვალიერებს და ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებს.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით ეუთო-ს მისიის დასკვნას ელოდება.
ამის თაობაზე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძისა და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პატრიცია ფლორმა განაცხადა.
საქართველოში გერმანიის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ეუთო- მოკვლევის შედეგებს დაელოდება.
"ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, კონფლიქტები მშვიდობიანად გადაჭრან. სამხედრო ღონისძიებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული", - აღნიშნა ფლორმა.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე გუშინდელ დაბობვას საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ შეიარაღებული აგრესიად აფასებს და აცხადებს, რომ მასზე სამაგალითო რეაგირება მოხდება.
როგორც ბაქრაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამას ადასტურებს რადარით დაფიქსირებული კადრები, ასევე, რაკეტის ნარჩენები და მოწმეების ჩვენებები.
მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა, რადგან 11 მარტს კოდორის დაბომბვას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ გუშინდელი დაბომბვის მიზანია ცხინვალში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ხელისშეშლა. "მიუხედავად ასეთი აგრესიისა, სამშვიდობო პროცესები და პროექტები მაინც გაგრძელდება",-აღნიშნა მან.
ამასთან, დავით ბაქრაძემ მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოერიდონ საქათველოს წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებას, "რადგან მათ ამ საქმეში არაფერი არ ესაქმება".
მისივე თქმით, დე ფაქტო ჩინოვნიკებს მალე მოუწევთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებსაც მათ მიერ განხორცილებულ საქმიანობაზე დაუსვამენ.
"მათ უნდა შეწყვიტონ იაფფასიანი პროვოკაციული განცხადებები",- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ამოუცნობმა თვითმფრინავმა ბომბი საქართველოს ტერიტორიაზე მას შემდეგ ჩამოაგდო, რაც იგი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაცხრილეს.
ამის შესახებ "რია-ნოვოსტის" ქართულ-ოსურ ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, თვითმფრინავი საქართველოს მხრიდან შემოფრინდა და უკან იმავე მიმართულებით გაბრუნდა.
"თვითმფრინავი კონფლიქტის ზონაში აღმოსავლეთის მხრიდან შემოფრინდა, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. სოფელ ღრომის მახლობლად თვითმფრინავი სამხრეთ ოსური მხრიდან დაცხრილეს. მფრინავს, ეტყობა, შეეშინდა და, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მკვეთრად მოხვევასთან ერთად, ავიარაკეტები ჩამოაგდო და მთებისკენ დაბრუნდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, თვითმფრინავი აღმოსავლეთის მიმართულებით წავიდა", - განაცხადა კულახმეტოვმა.
http://www.interpressnews.ge/index.php?
ჩავიდა, ამ წუთას გადის კურიერში
This post has been edited by new on 7 Aug 2007, 17:04