ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში 2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებისა და სოფ. წითელუბანთან რაკეტის ამოღების ფაქტებთან დაკავშირებით ანგარიში შემუშავებულ იქნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის (IGF) მიერ, რომელიც 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის სავარაუდო დაბომბვისა და სოფ. წითელუბანთან აღმოჩენილი რაკეტის შესახებ გამოძიებას აწარმოებდა. ანგარიში შეთანხმებულია ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის მონაწილე ოთხივე სახელმწიფოს (ლატვია, ლიტვა, შვედეთი და ამერიკის შეერთებული შტატები) წარმომადგენლის მიერ.
საფუძველი: 2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივრცის სამჯერ დარღვევის შესახებ განაცხადა. ქართული მხარის ინფორმაციით, საჰაერო სივრცის უკანასკნელად დარღვევისას საფრენმა აპარატმა, სოფელ წითელუბანთან ახლოს რაკეტა ჩამოაგდო.
2007 წლის 7 აგვისტოს, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა (JMT), რომელიც რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიის, საქართველოს სამხედრო დამკვირვებლებისგან და ეუთო-ს მისიის ოფიცრისგან შედგებოდა, საქართველოს ოფიციალური პირებისგან მიწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა. ექსპერტთა ჯგუფმა ის ტერიტორია მოინახულა, სადაც რაკეტა ჩამოვარდა. ისინი ასევე ორ დასახლებულ პუნქტს ეწვივნენ, რათა ამ ინცინდენტის თვითმხილველებს გასაუბრებოდნენ. მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა პატაკი (მონიტორინგის ჯგუფის პატაკი). მოგვიანებით, ეუთო-ს მიერ მომზადებულ იქნა ანგარიში, რომელიც ზემოთ აღნიშნულ მონიტორინგზეა დაყრდნობილი (ანგარიში წითელუბანთან რაკეტის ჩამოვარდნის ინცინდენტზე).
საქართველომ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვა. განცხადებას 4 ქვეყანა გამოეხმაურა. ამ ქვეყნებმა 8 ტექნიკური და ოპერატიული ექსპერტი გამოგზავნეს, რომლებმაც საერთაშორისო ჯგუფი შექმნეს. ლატვია (1 წარმომადგენელი), ლიტვა (2 წარმომადგენელი), შვედეთი (2 წარმომადგენელი) და ამერიკის შეერთებული შტატები (3 წარმომადგენელი) ის ოთხი ქვეყანაა, რომელიც ამ ინციდენტის გამოძიებიაში ჩაერთო.
შესრულებული სამუშაო:ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი 2007 წლის 12 აგვისტოდან 14 აგვისტომდე მუშაობდა. 13 აგვისტოს ექსპერტთა ჯგუფმა რაკეტის ჩამოვარდნის ტერიტორია მოინახულა და გორთან ახლოს არსებული სათვალთვალო რადარი დაათვალიერა. ექსპერტებმა რაკეტის ნამსხვრევები შინაგან საქმეთა სამინისტროში შეამოწმეს. ჯგუფი ასევე საქართველოს საჰაერო ძალების (GAF) საავიაციო ბაზას ეწვია, რათა შეემოწმებინა საქართველოს საჰაერო ძალების შუ-25 ტიპის თვითმფრინავი. მოგვიანებით აღნიშნულ ინცინდენტზე რადარების მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ექსპერტთა ჯგუფი გაერთიანებულ საკომანდო პუნქტს ესტუმრა.
დასკვნა: ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის (IGE) მიერ მოძიებული ფაქტობრივი მასალის, შერეული მონიტორინგის ჯგუფისა (JMT) და ეუთო-ს ანგარიშებზე დაყრდნობით ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა შემდეგი დასკვნა შეიმუშავა:
•ამოუცნობი საფრენი აპარატი, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრციდან მოფრინავდა (ქ. სტეფანწმინდასთან ახლოს), საქართველოს საჰაერო სივრცეში 3-ჯერ შემოიჭრა და რუსეთის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოველი შემოჭრა ერთი თვითმფრინავით ხორციელდებოდა. საქართველოს საჰაერო სივრცის პირველმა დარღვევამ 1 წუთამდე გასტანა. შემდეგი ორი დარღვევა კი უფრო დიდხანს გრძელდებოდა და ორივე საფრენი აპარატი უფრო ღრმად შეიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში (სამხრეთით, დაახლოებით N 42°04’, E 44° 15’ კოორდინატებზე). Bბოლო ორი დარღვევა 2007 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 14:13-დან 14:24 საათამდე და 14:31-დან 14:42 საათამდე განხორციელდა.
•რაკეტა სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა N 42° 02’ 12.25’’, E 44° 15’ 32.40 კოორიდანტებზე. საბრძოლო ქობინი არ აფეთქდა და რაკეტამ კვამლი გამოუშვა. ექსპერტთა ჯგუფმა გამოიკვლია, რომ ეს საბრძოლო მასალა რუსული წარმოების KH-58 (AS-11 KILTER) ანტისარადარო რაკეტაა.
•თვითმხილველებმა შემოჭრილი თვითმფრინავი დაახლოებით 14:30 საათიდან 15:00 საათის ფარგლებში დაინახეს. მოწმეთა განცხადებით, მათ თვითმფრინავიდან მოწყვეტილი საგანი შენიშნეს, რომელსაც კვამლი გამოსდიოდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში ბოლო შემოჭრის (დაახლოებით 14:36 საათი) სარადარო მონაცემები ადასტურებს, რომ ობიექტი ამოუცნობი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.
•ექსპერტა საერთაშორისო ჯგუფმა ვერ ამოიცნო თვითმფრინავის ტიპი და კუთვნილება.
•საქართველოს საჰაერო ძალები (GAF) არ ფლობს თვითმფრინავებს, რომელიც KF-58 რაკეტით არის აღჭურვილია ან შეუძლიათ მსგავსი რაკეტების ჩამოგდება. საქართველოს საჰაერო ძალებს არ გააჩნიათ თვითმფრინავები, რომელთაც შეუძლიათ იმ მანევრის შესრულება, რომელიც ამოუცნობმა საფრენმა აპარატმა განახორციელა.
•ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფს არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაემოწმებინა მონაცემები მეორე რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.
•ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ამოუცნობი თვითმფრინავის მიმართულებით გადასატანი საზენიტო კომპლექსიდან გასროლა ვერ დაადასტურა
თბილისი, საქართველო, 14 აგვისტო. http://www.mod.gov.ge/?l=G&id=686