რუსმა დიპლომატმა პორტუგალიის ელჩთან 6 აგვისტოს ინციდენტი განიხილა / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-08-22 11:33:49
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 21 აგვისტოს რუსეთში პორტუგალიის ელჩს მანუელ მარსელო ქურთოს შეხვდა და საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი განიხილა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ ელჩს, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელია, გააცნო რუსული შეფასებები საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15928--------------------
ვიტალი ჩურკინი: 6 აგვისტოს ინციდენტი საქართველომ დადგა / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-08-22 11:02:15
11 მარტის ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის ინციდენტი და 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად რაკეტის ჩამოგდების ინციდენტი საქართველოს ხელისუფლებამ დადგა, განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 21 აგვისტოს.
ნიუ-იორკში პრესკონფერენციაზე საუბრისას ჩურკინმა რუსული სამაგოძიებო ჯგუფის დასკვნები წარადგინა. ჯგუფი ინციდენტის გარემოებებს საქართველოში 16-დან 17 აგვისტოს ჩათვლით იძებდა.
რუსეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ჯგუფის დასკვნები, რომლის ვარაუდითაც ქართულმა მხარემ გააყალბა მტკიცებულებები, ხოლო ინციდენტი დადგა.
”პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ფედერაცია ვერაფერს მიიღებდა [ინციდენტიდან],” - განაცხადა ჩურკინმა. ”ქართული მხარის განცხადებები შეესაბამებოდა [საქართველოს] პოლიტიკური ელემენტების ბოლოდრიუნდელ ქმედებებს, რომლებიც ცდილობენ გაამწვავონ დაძაბულობა აფხაზეთსა და [სამხრეთ] ოსეთში რუსეთის შუამავლობისა და სამშვიდობოების როლის თვალსაზრისით”.
საქართველოს ხელისუფლების და ევროპელ ექსპერტთა მეორე საგამოძიებო ჯგუფის ვარაუდით, რუსული თვითმფრინავის იერიშის სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო რადარი, რომელიც რაკეტის ჩამოვარდნის ადგილიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარეობს.
თუმცა, ჩურკინის განცხადებით, ”რუსულ თვითმფრინავს ქართულ რადარზე თავდასხმა რომ ნდომებოდა, ამისთვის საზღვრის გადმოკვეთა არ დასჭირდებოდა”.
ჩურკინის თქმით, საქართველოს ხშირად უთქვამს, რომ დიალოგის გაგრძელება სურს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე. ”თუმცა, მისი მეორე პოზიცია რუსეთის დისკრედიტაცია იყო,” - განაცხადა ჩურკინმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობდა დამოუკიდებელი მტკიცებულება, ამიტომ საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენის პერსპექტივაც არ არსებობდა. თბილისი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს, საკითხის უშიშროების საბჭოში განხილვას მოითხოვდა.
რუსი დიპლომატის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ზოგიერთი წევრი საქართველოს მიემხრო, თუმცა სხვებმა განაცხადეს, რომ საკითხის მოგვარება მხოლოდ ორმხრივი კონსულტაციების გზით იყო შესაძლებელი - ამ პოზიციას რუსული მხარეც იზიარებს.
საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია 22 აგვისტოს ასევე გეგმავს პრესკონფერენციის გამართვას ნიუ-იორკში. იგი, სავარაუდოდ, თავისი რუსი კოლეგის განცხადებებს უპასუხებს და ბრიტანელი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტებისგან შემდგარი მეორე სამაგოძიებო ჯგუფის დასკვნებს წარადგენს. ჯგუფის ანგარიშში, რომელიც 21 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 6 აგვისტოს ინციდენტში რუსეთი მონაწილეობდა.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15927------------------------
ევროპელმა ექსპერტებმა 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძიება დაასრულეს / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-08-21 17:10:09
ევროპელ ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა ანგარიში 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძიების მიზნით ექსპერტთა მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 21 აგვისტოს.
18 აგვისტოდან ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს ბრიტანელი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტები იძიებდნენ.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში ანგარიში ხელმიუწვდომელი იყო. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის სახელწოდებაა ”ანგარიში 2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებისა და სოფელ წითელუბანთან, საქართველო ამოღებულ რაკეტასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიების შესახებ”.
ეს საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმა 21 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ეს მეორე საგამოძიებო ჯგუფია, რომელიც დასავლური სახელმწიფოების ექსპერტებს აერთიანებს. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც რვა წევრი შედიოდა ლატვიიდან, ლიტვიდან, შვედეთიდან და შეერთებული შტატებიდან, 6 აგვისტოს ინციდენტს 12-დან 14 აგვისტოს ჩათვლით იძიებდა, რის შედეგადაც ჯგუფმა დაასკვნა, რომ ამოუცნობი საფრენი აპარატი საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შემოფრინდა, Kh-58 ტიპის ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოაგდო და უკანვე გაფრინდა.
16-17 აგვისტოს ინციდენტი დამოუკიდებლად ასევე გამოიძია რუს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა. ჯგუფის დასკვნის თანახმად, არ არსებობს საქართველოს განცხადებებისა და ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნების მხარდამჭერი მტკიცებულებები. რუსმა ექსპერტებმა მიანიშნეს, რომ ინციდენტი დადგმული იყო.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15925 * * *
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის პრეს -კონფერენციამოგესალმებით.
მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა განვითარება მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტს 2007 წლის 6 აგვისტოს. ამ ფაქტის გარშემო ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ღიად. ეს არის ფაქტი, რომელიც დადასტურდა არა მხოლოდ საქართველოს მხარის გამოძიებით, არამედ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ანგარიშებითაც. დღეს საქართველოს გადაეცა ექსპერტთა მეორე დამოუკიდებელი ჯგუფის ოფიციალური მოხსენება, რომელიც ადასტურებს არა მხოლოდ წინა ანგარიშის მოსაზრებებსა და შედეგებს, არამედ უფრო დეტალურ დასკვნებს გვაწვდის.
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემი შეხვედრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან. ჩვენ სრულად მიმოვიხილეთ ინციდენტის გარშემო შექმნილი ვითარება, ბატონ ჟუჟულს გავაცანით ჩვენი ხედვა, მათ შორის ჩვენი მოქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩეს გულგრილი ამ ფაქტთან დაკავშირებით.
სპეციალურ წარმომადგენელს მივმართეთ თხოვნით, რათა მან თავისი რეკომენდაციები გაუზიაროს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა ეუთოს ფარგლებში მოხდეს ამ საკითხის საფუძვლიანი და საგნობრივი განხილვა. მათ შორის ჩვენი წინადადებაა ეუთოში მიწვეულ იქნას ყველა ის ექსპერტი, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, რათა მათ ეუთოს თანამეგობრობას გაუზიარონ საკუთარი შთაბეჭდილებები და დასკვნები. ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ და შესაბამისად, ეს საკითხი გადაინაცვლებს ვენაში, ეუთოს შტაბ-ბინაში.
ქართულმა მხარემ დააფიქსირა შემდგომი მიდგომები:
პირველ რიგში, ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ საჭიროა ამ ორგანიზაციაში უპირატესობა პრევენტიულ დიპლომატიას მიეცეს. დღეს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული დიპლომატიის ძალისხმევა და ქმედებები ითვალისწინებს ანალოგიური ფაქტების პრევენციას და თავიდან აცილებას. სწორედ ამაში ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების როლს.
მეორე, ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება რუსული მხარის ქმედებების საშიშროებაზე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საუბრისა.
მინდა ასევე გაგიზიაროთ იმ კონსულტაციების შინაარსი, რომელიც ჩავატარეთ ამ დღეების განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან.
დღეს საერთაშორისო თანამეგობრობაში უკვე ჩამოყალიბდა აზრი იმის თაობაზე, თუ რა მოხდა საქართველოში. არავის ეპარება ეჭვი, რომ ის არგუმენტები, რომლებიც რუსმა ექსპერტებმა მოიყვანეს – ვითომდა რუსულ მხარეს არავითარი კავშირი არა აქვს ამ ინცინდენტთან – საკმაოდ უსუსურია.
გაკვირვებას გამოვთქვამ რუსი დიპლომატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ ანალოგიური ინციდენტების გამეორება შემდგომშიც შესაძლებელია. ამით რუსულმა მხარემ ფაქტიურად აღიარა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და ტერიტორიის დაბომბვის ფაქტი.
ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ეს ძალიან ნიშანდობლოვია და მე ზუსტად ამაზე გავამახვილე დღეს ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან. რუსი დიპლომატის გამოსვლა წარმოადგენს არა მხოლოდ აღიარებას, არამედ მუქარის ტოლფასიცაა. თქვენ მოგეხსენებათ, რაზეც ვსაუბრობ, საგანგებო დავალებათა ელჩმა ბატონმა კენიაიკინმა განაცხადა ამის შესახებ მას-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.
ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ პრევენციაზე ვამახილვებთ ყურადღებას ზუსტად იმიტომ, რომ არავის რუსეთში არ გაუჩნდეს სურვილი გამოიყენოს ზეწოლის ასეთი ბერკეტები საშინაო ან საგარეო პრობლემების მოგვარების ხერხად.
ჩვენ ასევე შევეხეთ იმ საკითხს, რომ დღეს მთელი საერთაშორისო თანამგებრობა მიესალმება საქართველოს პასუხისმგებელ რეაქციას ამ ინციდენტან დაკავშირებით. მათი შეფასებით, ეს იყო ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნის რეაქცია და აღინიშნა კიდეც, რომ ამ შემთხვევაში საქართველომ შეძლო რისკების მართვა, გამოიჩინა პასუხისმგებლობა და თავშეკავება. რისკების მართვა კი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გაუმართლებელ ავანტიურაზე და რისკზე წასვლა.
ამ თვალსაზრისით, კმაყოფილნი ვართ აღნიშნული საკითხის განხილვის პროცესის მიმდინარეობით საერთაშორისო პარტნიორებთან. როდესაც რუსეთის მხარეს შევთავაზეთ დიალოგი და ექსპერტების ჩამოსვლა, ჩვენ გვსურდა არა იმდენად პასუხის მიღება იმაზე, თუ რა მოხდა (ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრა და დაბომბვა მოხდა რუსეთის მხრიდან და ეს დადასტურებული ფაქტია), არამედ – რატომ მოხდა. ეს არის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც დღეს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა უსვამს რუსულ მხარეს.
თუ ეს იყო იმ სამხედრო წვრთნების სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განხორციელდა რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრის მახლობლად და რომელსაც რუსული მხარე თავიდან უარყოფდა ხოლო მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებულ წვრთნებში 90-მდე საფრენი აპარატის მონაწილეობა, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ ფაქტსა და დეტალს თავისი დატვირთვა ნამდვილად გააჩნია.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ეუთოსთან, ისე ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ ფაქტის გარკვევა არის პრინციპული საკითხი არა იმიტომ, რომ ვინმე კუთხეში მოვამწყვდიოთ, ეს აუცილებელია პრევენციის მიზნით, რათა მსგავსი ქმედებები არ განმეორდეს მომავალში.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
კითხვა (ტელეკომპანია "მზე”): დღეს რუსული მხარე აპირებს გაეროში გამოაქვეყნოს თავისი დასკვნა და ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც უჩნდება რუსულ მხარეს და საერთაშორისო არენაზე ამით აპელირებენ: რატომ გაახმაურა საქართველომ 14 საათის დაგვიანებით მომხდარის შესახებ. რა კომენტარს გააკეთებთ ამის თაობაზე?
ბატონი გელა ბეჟუაშვილი:
თუ ეს ერთადერთი კითხვა აქვთ ჩვენს რუს კოლეგებს, მე მოხარული ვარ, რადგან ეს 14 საათი ზუსტად ის დრო იყო, როდესაც მეზობელ ქვეყანას შეეძლო დაგვკავშირებოდა და განემარტა თუ რა მოხდა რეალურად. ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენ ორმხრივად გადაგვეწყვიტა აღნიშნული საკითხი, იქნებოდა ეს ტექნიკური პრობლემა თუ შეცდომა.
რაც შეეხება საქართველოს მიმართ რუსული მხარის მიერ წამოყენებულ ბრალდებას ნაჩქარევ ქმედებებთან დაკავშირებით: თქვენ იცით, რომ ეს 14 საათი იყო ზუსტად ის დრო, როდესაც საქართველო უკიდურესი თავშეკავებით მოეკიდა ამ საკითხს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უხეში პასუხი, რომ თითქოს მას ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩატარებული გამოძიებიდან გამომდინარე ცხადია, რომ რომ რუსულ მხარეს მაინც მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა.
კითხვა (სააგენტო «იტარ-ტასი»): ამ ორი კვირის განმავლობაში შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის? გაქვთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია?
ბატონი გელა ბეჟუაშვილი:
ინფორმაცია მაქვს, რომ ასეთი საუბარი არ შემდგარა.
კითხვა (სააგენტო «იტარ-ტასი»): ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, გადაიდო თუ არა სავარაუდოდ აგვისტოში სოჭში დაგეგმილი პუტინი-სააკაშვილის შეხვედრა, რომელზეც საუბრობდნენ ივლისის ბოლოს?
ბატონი გელა ბეჟუაშვილი: არ გადადებულა. ასეთი გეგმა კვლავაც გვაქვს, თუმცა ვერ მოგახსენებთ ზუსტ თარიღს. ზუსტი თარიღები არ იყო ცნობილი არც ინციდენტამდე, არც ინცინდენტის შემდეგ. გეგმა ჩვენ არ შეგვიცვლია, ჩვენ გვაქვს იმდენად ღია პოზიცია და პოლიტიკა, რომ არ გავურბივართ შეხვედრებს, პირიქით, ნებისმიერ შეხვედრას გამოვიყენებთ იმისთვის, რათა ნათელი მოვფინოთ იმ ფაქტებს, რაც ხდება ორ ქვეყანას შორის. მე არ მგონია, რომ ის, რაც მოხდა საქართველოში, არ აწუხებდეს რუსეთის პრეზიდენტს.
კითხვა (სააგენტო «როიტერი»): საერთაშორისო ექსპერტთა ეს ჯგუფი ბოლო იყო, თუ კიდევ აპირებენ უცხოელები ჩამოსვლას? რამდენად საკმარისია ეს იმისათვის, რომ საკითხი განხილულ იქნას საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში?
ბატონი გელა ბეჟუაშვილი:
ეს ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ტექნიკური თვალსაზრისით კიდევ რა უნდა იქნას დაზუსტებული და გამოკვლეული, იმდენად მკაფიოდ არის ყველაფერი ჩამოყალიბებული წარმოდგენილ მოხსენებებში. თუ ვინმეს კიდევ სურს რამის დადგენა, ჩვენ ამისათვის მზად ვართ. დასამალი არაფერი გვაქვს. ჩემი დღევანდელი გზავნილი ეუთოს წარმომადგენელთან ზუსტად ეს იყო - თუ ვინმეს სურს ნათელი მოჰფინოს აღნიშნულ პროვოკაციას, ვფიქრობ, რომ იგივე კითხვები, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუსვა საქართველოს, უნდა დაუსვან ეუთოს წევრ-ქვეყანას _ რუსეთს. ალბათ, ეუთოში მოწვეულ უნდა იქნან რუსი ექსპერტები და მათ უნდა გასცენ შესაბამისი პასუხები.
ალბათ ლოგიკური იქნებოდა, მესამე მხარეს გადაემოწმებია ის მონაცემები, რომლებიც გააჩნია რუსეთს. ამავე დროს გავიმეორებ, მე ვერ ვხედავ დამატებითი გამოძიების აუცილებლობას, თუმცა ჩვენ ღია ვართ ამისთვის.
კითხვა (სააგენტო "ესოშიეთიდ პრეს”, ინგლისურ ენაზე): იქნებ უფრო დეტალურად გვიამბოთ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან თქვენი შეხვედრის შესახებ
ბატონი გელა ბეჟუაშვილი (ინგლისურ ენაზე):
დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან მიომირ ჟუჟულთან. ვისაუბრეთ წითელუბანში მომხდარი ინციდენტისა და დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა ორივე ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ, რომლებმაც საქართველოს მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საიმედოდ და დამაჯერებლად მიიჩნია.
ჩვენ მივესალმებით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ინიციატივას აღნიშნული საქმის გახსნის მიზნით სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში წარგზავნასთან დაკავშირებით და გვწამს, რომ 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოგდების ფაქტს საერთაშორისო ყურადღება სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ამგვარი ყურადღების მიზანია მსგავს ინციდენტებთან დაკავშირებით პრევენციული დიპლომატიური ძალისხმევის განხორციელება.
ჩვენ ოდნავადაც არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი და მასში რუსეთის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ, მაგრამ ღიად რჩება ძირითადი კითხვა: საჰაერო სივრცის დარღვევა შემთხვევითობა იყო, შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა თუ განზრახი ქმედება, რომელიც რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელებული წვრთნების ნაწილად მოიაზრება?
პასუხი მთავარ კითხვაზე ტრანსპარანტული უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ გავმართოთ ღია და ტრანსპარანტული დისკუსიები ამ საკითხზე და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ეუთოსა და ევროკავშირისთვის. ამ საქმეს განხილვა სჭირდება. ჩვენ გვჭირდება პასუხი ყველა ზემოხსენებულ კითხვაზე.
კითხვა (სააგენტო "ბლუმბერგი”, ინგლისურ ენაზე): რა პასუხი გასცეს ქარტულ მხარეს რუსმა ექსპერტებმა – იყო ეს დაგეგმილი ქმედება თუ შეცდომა?
ბატონი გელა ბეჟუაშვილი (ინგლისურ ენაზე):
ამ კითხვას პასუხი რუსულმა მხარემ ნათლად და დამაჯერებლად უნდა გასცეს. მათ უნდა უპასუხონ ჩვენს შეკითხვას, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობამ თვალი არ უნდა დახუჭოს ამ ინციდენტზე. საჭიროა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, როგორ უნდა გამოეხმაუროს ეუთო და ევროკავშირი ევროპული უსაფრთხოების საკითხს, რადგან ეს ინციდენტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების საქმეა.
ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება რეალურ ქმედებაზე, რეალური დიპლომატიური მექანიზმების ამოქმედებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების პრევენცია ან მათზე რეაგირება, მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ადექვატურ რეაქციას ყოველთვის არ აქვს ადგილი. ასე რომ, ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.
კითხვა (სააგენტო "ბლუმბერგი”, ინგლისურ ენაზე): რა იყო მთავარი მოტივი თავდასხმისა, ჰქონდა თუ არა რუსულ მხარეს სამიზნეები საქართველოს ტერიტორიაზე?
ბატონი გელა ბეჟუაშვილი (ინგლისურ ენაზე):
ჩვენ გვსურდა რუსეთის სამხედრო ექსპერტებისგან მიგვეღო პასუხი სწორედ იმის თაობაზე, გააჩნდათ თუ არა მათ საქართველოს ტერიტორიაზე სამიზნე ობიექტები, ანუ იყო თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი აქცია. სამწუხაროდ, ეს პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ. მივიღეთ მხოლოდ ბრალდება, რომ თითქოსდა საქართველო პასუხისმგებელია ამ ინციდენტის ინსცენირებაზე.
ჩვენ გვესმის კონკრეტული პასუხისათვის გვერდის ავლის ეს ტაქტიკა, მაგრამ შეუძლებელია ფაქტის უარყოფა.
ჩვენ ძალზედ ღია და გულწრფელნი ვიყავით, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენს მიერ მოპოვებული ყველა ფაქტი და მტკიცებულება წარვუდგინეთ. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის კი, ვინც მოინახულა შემთხვევის ადგილი, გაეცნო ფიზიკურ მტკიცებულებებსა და შეამოწმა სარადარო მოწყობილება, გამოქვეყნებული დასკვნები სარწმუნოა – თვითმფრინავები ნამდვილად ჩრდილოეთიდან შემოფრინდნენ და ჩამოაგდეს რაკეტა, მაგრამ პასუხგაუცემელი რჩება ფუნდამენტური კითხვა: რატომ? რა იყო მიზეზი? და ეს კითხვა რუსულ მხარეს უნდა დავუსვათ.
2007 წლის 21 აგვისტო
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
http://www.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GE...35&info_id=4950 * * *
ეს დოკუმენტი დევს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტის ინგლისურ ვერსიაზე. იმედია მალე გადათარმგნიან ქართულ ენაზეც.IEEG-2 (მეორე საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის) დასკვნა 6 აგვისტოს ინციდენტის შესახებSecond Independent Inter-governmental Expert Group (IIEG-2)
Report investigating possible violations of Georgian airspace and the recovered missile near Tsitelubani, Georgia, 6 August 2007.
This report results from investigations undertaken by a group of experts from Estonia, Poland and United Kingdom between 18 and 19 August 2007 of the missile incident near Tsitelubani, Georgia.
The Expert Group
Estonia
Brigadier General Vello LOEMAA – Former Su-24 (24M) Pilot – Estonian MoD
Lt. Märt MÄGI – Radar Expert – Estonian MoD
Poland
Major Andrzej WITAK – Su-22 pilot – Air Force Command
Capt. Przemysław PULKA – Weapons Engineer – Air Force Academy
United Kingdom
Mr Kim BAKER – Missile Systems Expert – UK MoD
Executive Summary
- The Group agrees with the findings of the IGE report dated 14 Aug 07 and further information will be presented in this report.
- Georgian airspace was violated three times of 6 Aug 07 from by aircraft flying to from Russian airspace.
- The last two passes were towards the Georgian radar near Gori.
- The missile was launched towards the Gori radar site at a range of approximately 10 km from the radar site.
- If the target was the radar site, the missile was launched at near minimum range.
- Immediately after missile launch the radar crew acted defensively and using combat procedures turned the radar transmitter off.
- The missile impacted on Georgian territory about 5 km short of the radar site without exploding.
- The missile was a Russian built Kh-58U anti-radiation, air to surface missile.
- Examination of Georgian aircraft proved no Georgian capability to operate this missile.
დოკუმენტის სრული ვერსია: http://www.mfa.gov.ge/files/461_4945_78165...fExpertsII_.docსაინტერესოა....
This post has been edited by WolfSpell on 22 Aug 2007, 13:59