"მთვარე ეგდო მაზუთისფერ წუმპეში
და ახტებოდნენ გამვლელები ამხელა მთვარეს..."
"მატარებელი იდგა, როგორც მატარებელი...'
ხალხური:
"ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება"
ჯანსუღი:
"ბინდისფერია წუთისსოფელი,
დახე, თანდათან უფრო ბინდდება"
ხალხური:
"დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
და მიტომ წუთისსოფელი
გვტანჯავს და გვაცოდვილებსა"
ჯანსუღი:
დედას ვუყვარვართ ძლიერ შვილები
დედა არ გვახსოვს ხშირად შვილებსა,
და ამიტომაც წუთისსოფელი
გვტანჯავს და აგრე გვაცოდვილებსა
ლექსი საქართველოზე:
ვაი, მაგ მკერდს სამამულეს
ვინ ოხერი გიკოცნიდა...
ერთი ლექსი ასე მთავრდება:
-და მაინც ჩემგან ელოდეთ შველას !
ძვირად ფასობს, როგორც ილია,
შენი ჭირიმე, რა დროს ძილია...
მიეცით ნიჭსა გზა ფართო,
თაყვანისცემა - ღირსებას (გ.ორბელიანი)
მიეცით ნიჭსა შარაგზა ფართო,
თაყვანისცემა უნდა ღირსებას (ჩარკვიანი)
რად გინდა ქალი უცხო მხრის,
დასნეულდებაა, მოკვდება (ხალხური)
რად გინდა, ძმაო, უცხო მხრის ქალი,
დასნეულდება, მალე მოკვდება (ჩარკვიანი)
შენ გაგამტყუნო ამაში ლამის,
ამ ბიჭებს, შენგან დამწვარ ტიტანებს,
ცერად შეხედე სულ ერთი წამით,
და მთას ხელებით ჩამოგიტანენ (ხუტა ბერულავა)
მე მინდა, რომ თქვან მზის გული უცემს,
ამ ჩვენი დროის ღმერთებს, ტიტანებს,
რომ დააწერონ კალენდრის ფურცელს,
ცხრამეტში მზე ძირს ჩამოიტანეს. (ჩარკვიანი)
გ.ლეონიძე: ტრამალ და ტრამალ დაგედევნები
ჩარკვიანი: ყანა და ყანა დაგედევნები...
ლ.ასათიანი: ვით იესოს ლურჯი ტანი
ჩარკვიანი: დღეები ლურჯი ქრისტეს ტანივით
ყვირილი გვმართებს დღისით, მზისით,
ათასი ფუთი, ასიათასი...
წაუღიათ ნისლებს დაბინდული ფრთები,
ნეტავ შევხვდე ვისმე, შენზე მოვუყვები
მაგრამ თუ სისხლი არ განვაახლეთ,
და ყველაფერი ისე დავმარხეთ,
ხომ ყველაფერი დაგვივიწყეს და
ხომ ყველაფერი აგვიტალახეს!
კედელი, ჩემი რწმენის კედელი,
ბევრის მნახველი და შორსმხედველი...
"ვთქვათ და გათავდა,
გათავდა, მორჩა,
წინ მხოლოდ ცხელი უდაბნო მოსჩანს,
წყალი არ არის,
გაუძლებ - ყოჩაღ,
ვერა? თუ ვერა,
გათავდა, მორჩა.
ვენახს ჰგავს, არა?
არა, ანწლია,
პურის მაგივრად ქვას მოგაწვდიან.
არა გაქვს პური?
გაუძლებ? ყოჩაღ!
ვერა? თუ ვერა,
გათავდა, მორჩა!
"გავიდებ დროშას,
მზისფერ დროშას,
გავიდებ მხარზე,
თოხივით არა,
მართლა გავიდებ!"
"ეს არის მხოლოდ რაც ხელს გადაჰყვა,
და რაც ბუნებამ მოგვირბენინა".
"ხეზე ჰკიდია ბოროტი სული,
და აქანავებს სარწმუნოება"
ამოკრეფილია:
http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=852&st=0 This post has been edited by August on 21 Aug 2007, 16:32
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/