არა რა ეს ცისფერი მთები, ანუ ...
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში ხელისუფლებისთვის ბრძოლამ შენობიდან რამდენიმე რედაქციის გამოსახლება გამოიწვიათბილისი, 21 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. ორშაბათს, 20 აგვისტოს რამდენიმე გაზეთისა და ჟურნალის რედაქცია მოულოდნელად ჟურნალისტთა ფედერაციის შენობიდან გამოასახლეს, სადაც მათ ოფისები იჯარით ქონდათ აღებული.
ოფისის გარეშე დარჩა გაზეთები ”ახალი შვიდი დღე” და ”თაბორი”. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა განცხადებით, მათი გამოსახლება თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე მოხდა, რომლის თანახმად, ზემოდხსენებული ორგანიზაციები ჟურნალისტთა სახლის ოთახებში უკანონოდ იყვნენ განთავსებულები.
მიმდინარე თვის დასაწყისიდან რედაქციების შენობიდან გამოსახლების ეს მეორე შემთხვევაა. ერთი კვირის წინ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით 30-ზე მეტი მასობრივი ინფორმაციის საშუალება იქნა გამოსახლებული გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან.
ამჯერად გამოსახლების მიზეზი, შენობის ინვესტორისთვის მიყიდვა კი არა, არამედ ჟურნალისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ხელისუფლებისთვის ბრძოლა გახდა.
დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე განლაგებულ სამსართულიან შენობაში მართვის უფლებისთვის უკვე რამდენიმე წელია ორი დაჯგუფება იბრძვის, რომლებიც ერთმანეთს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების ყველა პრეტენდენტი ჟურნალისტთა ორგანიზაციაში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არიან გაწევრიანებულები.
ჰამლეტ გეგიამ და გიორგი ჟორჟოლიანმა ჟურნალისტთა კავშირის თანათავმჯდომარეების რანგში საქმე სასამართლოში მოიგეს, რის საფუძველზეც მოიჯარეთა გამოსახლება განხორციელდა.
”2005 წელს შენობა კრიმინალებმა დაიკავეს, რომლებმაც ორგანიზაციის ბეჭედი და ატრიბუტიკა გააყალბეს. 2006 წლის მაისში მათზე სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით აღიძრა. მათ, თითქოსდა, ყრილობა ჩაატარეს და ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს, რის შემდეგაც გააყალბეს ბეჭდები. მაგრამ სასამართლომ ჩვენი სიმართლე დაამტკიცა”, - განუცხადა სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს გიორგი ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება გაზეთების გამოსახლებას, მან აღნიშნა, რომ გაზეთმა ”ახალი შვიდი დღე” ფართის საიჯარო ხელშეკრულება ისეთ ორგანიზაციასთან დადო, რომელსაც შენობის განკარგვის უფლება არ ქონდა. ”ხოლო ”თაბორი” უკვე წელიწადნახევარია აღარ გამოდის”, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მისი ოპონენტი - გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ყოფილი მთავარი რედაქტორი გურამ გოგიაშვილი, მიმდინარე წლის აპრილში გამართული ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე აცხადებს პრეტენზიას.
”წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ფედერაციის ქონება იძარცვებოდა. 2007 წელს 300-ზე მეტმა ჟურნალისტმა ყრილობა ჩაატარა და მე თავმჯდომარედ ამირჩია. ის ხალხი, რომელთა სასარგებლოდაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, სამი წლით იყო არჩეული, თუმცა, მათ დოკუმენტები გააყალბეს და ამტკიცებენ, რომ 5 წლით არიან არჩეულები. 17 სექტემბერს გიმართება სასამართლო, რომელიც ამ საქმეს გაარკვევს”, - განაცხადა გურამ გოგიაშვილმა.
ყველაფრის მიუხედავად, ქართული ჟურნალისტიკის ”ახალი თაობა” სკანდალში არ ერევა. სააგენტოს მიერ გამოკითხული წამყვანი ბეჭდვითი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ჟურნალისტთა ფედერაციაში არსებულ სიტუაციას ცუდათ იცნობენ.
გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში: ”მიჭირს რაიმე დასკვნების გაკეთება. ამ კავშირში არასდროს ვყოფილვარ და არც ვარ. ამიტომ არ ვიცი იქ რა ხდება”.
გაზეთ ”24 საათის” მთავარი რედაქტორი პაატა ვეშაპიძე: ”არასდროს მქონია კავშირი ამ ორგანიზაციასთან, აბსოლუტუირად არანაირი კონტაქტი არ მაქვს, თუმცა ჟურნალისტიკაში 1992 წლიდან ვარ. ვერაფერს ვიტყვი”.
სააგენტო ”კავკას-პრესის” მთავარი რედაქტორი პაატა ყურაშვილი: ”ბოლომდე არ ვიცი რაშია საქმე. როგორც მივხვდი, რედაქციების გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია. თუმცა, მეორეს მხრივ, ყველა წინასწარ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული გამოსახლების შესახებ, მორალური თვალსაზრისით: ჟურნალისტები ჟურნალისტებს ასე არ ექცევიან, ხომ უნდა არსებობდეს რაიმე კოლეგიურობა”.
ამავდროულად, ოფისიდან გამოსახლებული გაზეთი ”ახალი შვიდი დღე” იძულებულია დროებით შეაჩეროს გაზეთის გამოცემა და ქვეყნის ხელისუფლებას აპელაციით მიმართავს. ”სააღსრულებლო ხელ;ისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენ უკანონოდ გამოგვასახლეს, სააღსრულებლო ფურცელზე არ იყო აღნიშნული, რომ ჩვენმა გაზეთმა შენობა უნდა დატოვოს”, - განაცხადა გაზეთის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ლია ტოკლიკიშვილმა.
ლია ტოკლიკიშვილმა აღნიშნა, რომ გაზეთის გამოსახლება ”ჟურნალისტთა ფედერაციაში შიდა გარჩევებთან არის დაკავშირებული”. მან აღნიშნა, რომ ”შეთანხმების თანახმად, ახალი მფლობელის მოსვლის შემთხვევაში, დოკუმენტი რამდნიმე თვის განმავლობაში ძალაში რჩება”.
”გამოსახლების შესახებ არავინ გაგვაფრთხილა, ჩვენ ქუჩაში აღმოვჩნდით, ჩვენი ქონება დაზიანებულია, ამიტომ ჩვენ დროებით ვწყვეტ გაზეთის გამოშვებას”, - განაცხადა ლია ტოკლიკიშვილმა.
http://www.newsgeorgia.ge/geo1/20070821/42037277.html
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/