ერთად ერთი კაცი მინდა ვნახო ვინმე ამ ქვეყნად, რომელიც ზუსტად ამიხსნის, რა არის სახელმწიფოს ვალდებულება. ხალხს ძარცვავენ, და ვერაფრით ეხმარებიან, გვბომბავენ და ჯიჯღინის მეტს ვერაფერს აკეთებენ. ხალხს სახლები თავზე ენგრევათ და დახმარების მაგივრად ვინც თავისი ააშენა, იმათაც სახლებიდან ყრიან. მშობირე ქალებძე და ხელმოკლე ოჯახებზე დახმარება შეწყვიტეს. ასე მგონია სახელმწიფოს მოვალეობა ყოფილა გადასახადების აკრეფა,რაც გვაქვს, იმის გაყიდვა რომ გასკდენ და იგულავონ, და ხალხის დასჯა. ასფალტიო არავინ მიხსენოს ახლა თორემ დავიჭერ და იმ ასფალტს ძალად ვაჭმევ.
ამ უღმერთოებმა ციხეები გამოჭედეს ხლახით და იქ დაავადებულებსაც არ მკურნალობენ. ასპირინის და ციტრამონის გარდა წამალი არ აქვთ(დუმბაძის დროს მარტო ლუმინალი ჰქონდათ თურმე, პროგრესია.)
სახვა წამალი რომ დაჭირდეთ, პატრონმა თუ არ მიაწოდა, მოკვდება კაცი. რიგები როგორია მერე? დილით 5 საათზე იჭერს ხალხი რიგს. იმიტომ, რომ 1საათიდან 3-მდე არის წამლების მიღება, ვინც ვერ ჩაეტევა დროში, ხვალ მოდიო. იღებენ მარტო ტაბლეტებს. თუ ისეთი წამალი დაჭირდა ვინმეს, რომელიც მარტო ამპულებშია ან კაფსულებში, არ შეატანინებენ. რა უბედურებაა?
ვიღაცა იქნებ იფიქრებს, დამნაშავეები მეთი კომფორტის ღირსი არ არიანო. ეს ასე არ არის. ამას რომ თავი დავანებოთ, ზოგი უდანაშაულო ზის და სასამართლოს ელოდება.
ერთი სიტყვით, თუ ვინმეს პატიმარი ჰყავს ახლობელი, საცოდავ დღეში არის მთელი ოჯახი. ან დახვრიტავენ, ან თუ გაცივდა იმით მოკვდეს შეიძლება. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სუტკობით ელოდება ხალხი რიგს, რომ საჭმელი შეაგზავნონ. ორი კაცია სულ, ვინც გზავნილებს სინჯავს.
ერთი აზრი მაქვს: პარლამენტში იმდენი იდიოტია დასაქმებული, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ(მინიმუმ 80%). დაასაქმონ იქ, შეასრულებენ ერთხელ მაინც იმ იდიოთ კანონებს, გაგებაში რომ არ აეიან და მაინც ეთანხმებიან.

)