[quote name='gadigamodigutano' date='14.05.2007, 5:40' post='651344']
მსოფლიოს მმართველებიეროვნულ სახელმწიფოთა ძალაუფლებას ჩაენაცვლა ახალი ძალაუფლება - პლანეტარული, გლობალური, რომელიც გვერდს უვლის დემოკრატიის კონტროლს. მოქალაქეები აგრძელებენ ეროვნული ინსტიტუციების არჩევას, მაშინ როცა რეალური ძალაუფლება სხვაგან არის კონცენტრირებული.
დღეს, პლანეტას განაგებს
აღმასრულებელი და
პოლიტიკური როლის მქონე ორგანიზაციათა "თანავარსკვლავედი".
აღმასრულებელი ორგანიზაციები იყოფა ძალაუფლების 3 სფეროდ:
- ეკონომიკურ-ფინანსური
- სამხედრო-პოლიციური
- მეცნიერული
პოლიტიკური ძალაუფლება თავმოყრილია ისეთი ტიპის ორგანიზაციებში, როგორიცაა "რეფლექციური კლუბები" (ტრილატერალური კომისია, CFR, IFRI, საუკუნე, რომის კლუბი, ფონდაცია სენ-სიმონი...) და "გლობალურ ლიდერთა" ყრილობები, როგორიცაა
<span style='color:blue'>ბილდერბერგის ჯგუფი </span> (გავლენიან ქსელთა შორის უძლიერესი) და
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.
ეს ორგანიზაციები არ წარმოადენენ კონკურენტებს, არამედ პირიქით, ერთ მთლიანობას ქმნიან და ერთმანეთს ავსებენ. ამ მთლიანობის სტაბილურობა განპირობებულია რამდენიმე გარკვეული პიროვნების სხვა და სხვა ორგანიზაციებისადმი ერთდროულად მიეკუთვნებით. ეს საგასაღებო პიროვნებები შეიძლება მივიჩნიოთ მსოფლიოს მმართველებად. ზოგი მათგანი უმაღლესი რანგის პოლიტიკური ლიდერია, როგორც George Bush (მამა) ან Henry Kissinger, მაგრამ მათი უმრავლესობა უცნობია ფართო საზოგადოებისთვის.
ვინც კიბერნეტიკას იცნობს, ამ ორგანიზაციათა დიაგრამის (იხ. ქვემოთ) დათვალიერებისას შეამჩნევს, თუ რა გენიალურად არის გათვლილი სისტემის სტრუქტურა. ქსელად მოფენილი მრავალი ორგანიზაცია იზიარებს ერთსა და იმავე ფუნქციას, ხოლო ცენტრი გაორმაგებული ან გასამმაგებულია, რათა გარანტირებულ იქნას მთლიანობის უსაფრთხოება და სტაბილურობა.
ამგვარად, თუ ერთი რომელიმე ორგანიზაცია არაოპერატიული გახდა, ეს გლობალურ კონტროლს არ ემუქრება. ზუსტად ისეა, როგორც ინტერნეტი: სისტემა ერთადერთი ცენტრის გარეშე, რომლის საინფორმაციო ნაკადს შეუძლია გვერდი აუაროს ერთ-ერთ გათიშულ ლოკალურ ცენტრს.
პლანეტარული ძალაუფლების ორგანიზაციები:

[/quote]
გაეცანით მსოფლიო მმართველების აგებულებას.
მოგვიანებით შესწორებებს შევიტან[quote name='gadigamodigutano' date='14.05.2007, 9:02' post='651353']
ბილდერბერგის ჯგუფი არაოფიციალური მსოფლიო მთავრობაა.
იგი შეიქმნა 1954 წელს ჰოლანდიის ქალაქ Osterbeek-ში, სასტუმრო Bilderberg-ში, ჰოლანდიის პრინც Bernhard-ის მიწვევისა და David Rockefeller-ის ინიციატივის საფუძველზე:

ბილდერბერგის ჯგუფი აერთიანებს სხვა და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და მედიატიკურ ლიდერებს, სამხედრო და საიდუმლო სამსახურების ხელმძღვანელებს და რამდენიმე მეცნიერსა და უნივერსიტეტის წარმომადგენელს.
მკაცრად სტრუქტურალური ეს ჯგუფი ორგანიზებულია 3 ნაწილად:
-
გარე წრე-
მმართველი კომიტეტი-
კონსულტატური კომიტეტიგარე წრე საკმაოდ ფართოა და ითვლის შეკრების მონაწილეთა 80%-ს. ამ წრის წევრები მხოლოდ ნაწილობრივ იცნობენ ორგანიზაციის სტრატეგიასა და რეალური მიზნებს.
მმართველი კომიტეტი გაცილებით ვიწროა - სულ 35 წევრი, ექსკლუზიურად აშშ-დან და ევროპიდან. ისინი 90%-ით იცნობენ ორგანიზაციის სტრატეგიასა და მიზნებს.
კონსულტაციური კომიტეტი არის ყველაზე ცენტრალური ორგანო, რომელშიც შედის მხოლოდ 10 წევრი. სწორედ ეს 10 წევრი იცნობს ბოლომდე ორგანიზაციის რეალურ მიზნებსა და სტრატეგიას.
ბილდერბერგის ჯგუფის შეკრებებზე მიიღება მსოფლიო სტრატეგიული გადაწყვეტილებები, მაშინ როცა, წესით და რიგით, ამის შესახებ მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს დემოკრატიულ ინსტიტუციებში.
ჯგუფის მიერ შემუშავებული ორიენტაციები შეიძლება ეხებოდეს როგორც ომის დაწყებას, ასევე ეკონომიკური კრიზისის ინიციაციას ან პირიქით, ეკონომიკურ აღმავლობას, მონეტარული კურსის ცვლილებებს, "დემოკრატიებში" პოლიტიკურ ჩანაცვლებებს, სოციალურ პოლიტიკას ან კიდევ პლანეტის დემოგრაფიულ საკითხებს.
ბილდერბერგის ჯგუფის ეს ორიენტაციები განაპირობებს ისეთი სუბალტერნული ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, როგორიცაა
G8 ან სახელმწიფოთა მთავრობები.
ბილდერბერგის ჯგუფის წევრებს ქვიათ ბილდერბერგერები. ისინი არჩეულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ კოოპტაციის საფუძველზე. ჯგუფი იკრიბება წელიწადში ერთხელ 4 დღის განმავლობაში. შეკრებები ხდება გაზაფხულზე, სხვა და სხვა ქალაქებში, მუდამ პარკით გარშემორტყმულ ისტორიულ სასახლეებში ან პალასებში. შეკრებებს იცავს მრავალასეულობით პოლიციელი, სამხედრო და მასპინძელი ქვეყნის სპეცრაზმელები. როცა შეკრება სასტუმროშია, ამ უკანსკნელს კლიენტებისგან ცლიან ბილდერბერგერების მოსვლამდე ერთი კვირით ადრე. ბილდერბერგერები ეშვებიან შავი ვერტმფრენებით და შემდეგ მიემართებიან ტყვიაგაუმტარი ლიმუზინებით, რომლებზეც აღნიშნულია ასო
B.
დისკუსიები მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა. იკრძალება პრესისთვის რაიმე ინფორმაციის გადაცემა. არსებობს მხოლოდ ჯგუფის წევრთა მოსვლის დროს გადაღებული ფოტოები.
ბილდერბერგერების ჯერ-ჯერობით ბოლო 2006 წლის შეკრება გაიმართა კანადაში.
ფოტოები 2003 წლის შეკრებდან, 15-18 მაისი, საფრანგეთი - ვერსალის სასახლე:
პოლიციის კონტროლი სასახლის შესასვლელთან:

დაცვა და ტყვიაგაუმტარი მანქანები:


დავიდ როკფელერი მოვიდა:

ესპანეთის დედოფალიც მოვიდა:

Richard Perle - ბუშის ექს-მრჩეველი და ერაყის ომის ერთ-ერთი ინსპირატორი:

მარცხნივ - ჰოლანდიის დედოფალი Beatrix:

მარცხნივ - Willy Claes - ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი:

ჟან-კლოდ ტრიშე - ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ბანკ დე ფრანსის ყოფილი ხელმძღვანელი:

[/quote]