დომინიქ სტროს-კანი _
მოძალადე თუ მსოფლიო ბატონთა მსხვერპლი? . 2011 წელი
დომენიქ სტოს-კანი მსოფლიო ამბები ამ დღეებში მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის _ დომინიქ სტროსკანის დაპატიმრებით ტკბება. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მართალია, ყრუდ, მაგრამ მაინც ისმის, რომ ეს შეთითხნილი საქმე ძალადობრივ გაუპატიურებასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ შეთქმულებასთან. ამ შეთქმულების მსხვერპლიაო სტროსკანი.
რაზეა ლაპარაკი?
“საქართველოს და მსოფლიოს” ამ შეკითხვას უპასუხა პროფესორმა დავით იაკობიძემ:
_ საცნობარო საშუალებების ერთი ნაწილი სტროსკანის დაპატიმრებას უკავშირებს საფრანგეთში მიმდინარე ძალაუფლებისათვის ბრძოლას. დაპატიმრებული თავისი სახელით ჯაბნიდა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის. ეს ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში მას შეეძლო სარკოზის დამარცხება, საფრანგეთის სოციალისტური პარტიიდან წარმდგარიყო პრეზიდენტობის კანდიდატად და გაემარჯვა.
აქედან გამომდინარე, აშკარად მიგვითითებენ, თუ ვის შეეძლო განეხორციელებინა შეთქმულება სტროსკანის წინააღმდეგ.
მაგრამ, თუ უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ შეთქმულება შეიძლება სულაც არაა ფრანგული “წარმოშობის”. სტროსკანი, რომელიც იუდეველია, თავგადადებული მკვლევარია იუდეიზმის და ეკონომიკის, იუდეიზმის და ძალაუფლების, წონიანი მეცნიერია, მკაცრ ზნეობრივ-ეთიკურ საფუძველზე დგას. მიაჩნია, რომ ეკონომიკის მთავარი, განმსაზღვრელი, მამოძრავებელი საფუძველი სარწმუნოებიდან უნდა მოდიოდეს. ამით იგი უპირისპირდება სარკოზის. ამასთან, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი წარმოშობით უნგრელი ხაზარია.
ეს დაპირისპირება წარსულში ჩახედულ კაცს ერთგვარად 116 წლის წინანდელ ამბავს გაახსენებს, კერძოდ, დრეიფუსის სასამართლოს, საფრანგეთის არმიის კაპიტნის, იუდევეკის, რომელიც 1894 წლის დეკემბერში დააპატიმრეს გერმანიის ჯაშუშობის ბრალდებით, სამხედრო სასამართლომ გაასამართლა და მომდევნო წლის იანვარში სამუდამო პატიმრობა მისჯილი გადაასახლეს ეშმაკის კუნძულზე.
მისი კონტრაგენტი იყო მაიორი ესტერგაზი, უნგრელი, რომელიც სამხედრო ხელისუფლებამ “თამაშიდან გაიყვანა” და მთელი ცოდვები ალფრედ დრეიფუსს “აჰკიდა”, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის იყო დამნაშავე. ხოლო “საბუთი”, რომელზეც აიგო ბრალდება დრეიფუსის წინააღმდეგ, ნაყალბევი იყო.
სხვათა შორის, პირველი სკანდალი, რომელიც სტროსკანს აუგორეს, უნგრული წარმოშობის ქალს უკავშირდებოდა.
მსგავსება თვალშისაცემია. ჩნდება ორი ხაზი:
ერთი მიგვანიშნებს საფრანგეთის ხელისუფლებაზე, მეორე _ სიონიზმის შემადგენელზე.
_ ბატონო დავით, დრეიფუსის დასაცავად მაშინ ხმა აღიმაღლა დიდმა ფრანგმა მწერალმა ემილ ზოლამ, რომელმაც ფრანგულ გაზეთში L'Aurore (“ავრორა”) გამოაქვეყნა ღია წერილი საფრანგეთის პრეზიდენტისადმი
_ “ბრალს ვდებ”.
მან პირდაპირ და დაუფარავად განაცხადა, რომ დრეიფუსის საქმე შეთითხნილია. ამ წერილმა შეძრა საფრანგეთიც და მთელი ევროპაც...
_ ემილ ზოლასნაირი გაბედული მწერლები, ღმერთმა ქნას, გამოჩნდნენ, მაგრამ ეჭვი მეპარება.
რატომ, იცით?
იმიტომ, რომ ის, რაზეც ვილაპარაკე, გადაფარულია მესამე ამბით.
როგორც კი დააპატიმრეს სტროსკანი, იმავე წამს გამოჩხრიკეს მისი შემცვლელი აშშ-დან. ამის დამნახავმა ე. წ. ახალმა ქვეყნებმა _ ჩინეთმა, ბრაზილიამ, სამხრეთ აფრიკამ, ინდოეთმა, რუსეთმა, თავ-თავიანთ წარმომადგენელს მოარგეს ეს ჩოხა. ჯერ ერთი, რატომ უნდა იყოს ამ მონეტარული ფონდის ხელმძღვანელი მაინც და მაინც დასავლეთ ევროპიდან და, მეორე, თვით ამ ფონდის საკითხიც მსჯელობის საგნად აქციეს. ტროსკანი გადადგა. მის შემცვლელად, უეჭველია, კვლავ ევროპელს აირჩევენ-დანიშნავენ.
მაგრამ მთავარი, ჩემი აზრით, თვით ამ მონეტარული ფონდის ამბებია.
_ რომლებიც სტროსკანთან არის დაკავშირებული?
_ დიახ. როგორც მსოფლიო დონის ეკონომისტი-პოლიტიკოსი სტროსკანი 2008 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც “დიდმა შვიდეულმა” აღიარა, რომ მსოფლიოში არის ფინანსური გასაჭირი.
ეს გასაჭირი მსოფლიოში 2006 წელს დაიწყო. მაგრამ ამის გამხელა არ ხდებოდა. ამ მოვლენას ხან რას არქმევდნენ, ხან _ რას, მაგრამ “გაჭედვის” ხსენებას გაურბოდნენ. მხოლოდ 2008 წლის ზაფხულში ინგლისის მაშინდელი პრემიერის _ ბრაუნის ინიციატივით აღიარეს, რომ სახეზეა ჩიხი.
ამის შემდეგ გამოდის სტროსკანი და აცხადებს, რომ ამ გასაჭირს ვერ გადავლახავთ, თუ არ შევქმნით საგანგებო წესებს მონეტარული ფონდის გასაძლიერებლად.
_ იგი ამ დროს მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზიდენტია?
_ 2007 წლიდან უდგას სათავეში. 1998 წელს, საფინანსო გასაჭირის დროს, ფონდს ხელმძღვანელობდა მიშელ კამდესიუ.
_ თბილისშიც იყო ჩამოსული.
_ კი, იყო. მან თქვა, რომ საერთაშორისო მონეტარული ფონდი მოწოდებულია, დაალაგოს ეს საფინანსო ჩიხი და მსოფლიო ბანკთან ერთად, რომლის აღმასრულებელი დირექტორი მაშინ ვულფენსონი იყო, მიხედავდა ამ პრობლემას.
ეს წყვილი მართლაც მზად იყო პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ კამდესიუმ, რომელიც შინაგანად წესიერი კაცი იყო, ვერ გაუძლო მსოფლიო მმართველთა მოწინაღმდეგე საზოგადოების შემოტევებსა და შეურაცხყოფას და გადადგა. ამასთან, მას "ზემოდან" დაუფარავად მიანიშნეს, რომ მისი საქმე არ არის მსოფლიო კრიზისისა და მსოფლიო პრობლემების მოგვარება. წავიდა კამდესიუ, წავიდა ვოლფენსონიც.
2008 წელს სტროსკანს მიეცა შანსი, კვლავ წამოეწია ეს საკითხი. მაგრამ წამოწია თუ არა საკითხი, დაუყოვნებლივ აუგორეს აურზაური, რომელიც უნგრელ ქალთან იყო დაკავშირებული:
ტელეფონით ეარშიყებოდაო. ამით დაამუხრუჭეს. ვეღარ გააგრძელა.
ამასობაში ბრაუნმა, მერკელმა და სარკოზიმ ჩამოაყალიბეს გეგმა, რომლის მიხედვით მსოფლიო გასაჭირი ბანკებზე სახელმწიფოს მომწესრიგებელი ზემოქმედებით უნდა გადაწყვეტილიყო.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ეს ნიშნავს მსოფლიო თავისუფალი ფულის დაპირისპირებას შიდა სახელმწიფოებრივ ელემენტებთან მრეწველობასა და ფულად მიმოქცევაში. ამაზე დიდი წინააღმდეგობა მსოფლიოში წარმოუდგენელია.
აღნიშნული სამეული დაუკავშირდა ბუშს, რომელიც იმ დროს დროებით რჩებოდა აშშ პრეზიდენტად, რადგან ობამა უკვე არჩეული იყო.
ბუში დაეთანხმა სამეულს და მათი გეგმა ძალაში შევიდა. დაეთანხმა, რომ დაერტყათ ბანკებისთვის და ამით გამოეყვანათ მსოფლიო გასაჭირიდან. გაზარდეს ფულის ოდენობა მიმოქცევაში (ფულის გაუფასურება), რათა მრეწველობის შენელების სიმწვავე ოდნავ შეერბილებინათ, და გამოაცხადეს, რომ კრიზისი დაძლეულია.
მაგრამ გასაჭირი გრძელდება.
წლეულს, 3 მარტს, სტროსკანი საათ-ნახევრიანი მოხსენებით გამოვიდა ვაშინგტონში საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ამოსავალი დებულება მისი მოხსენების იყო შემდეგი:
მსოფლიო კრიზისი გრძელდება და ამის მიზეზი არის ვაშინგტონის "დავალიანების პატიების" უზნეო, გამარტივებული წარმოდგენა.
_ ანუ?
_ ანუ ეს არის ვითარება, როცა ქვეყნები უსაფუძვლოდ ებრძვიან ბიუჯეტის ნაკლებობას, მიმტევებლურ მეურნეობებს ქმნიან იქ, სადაც საჭირო არ არის, ახდენენ ეკონომიკის მოწესრიგებას, როცა ამის აუცილებლობა არ არის და ა.შ. განაცხადა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდს აქვს უნარი და შესაძლებლობა, დაიცვას თავისი მიდგომა და მსოფლიო გასაჭირის შეჩერებაში ქმედითი მონაწილეობა მიიღოს.
თავისთავად ეს გეგმა შეიძლება მეხივით გავარდნილიყო, მსოფლიოს ძლიერ ქვეყნებს მხარი რომ დაეჭირათ. მაგრამ ისინი გაისუსნენ, მსოფლიო მმართველთა შიშით. რაც ავის მომასწავებელი იყო და ერთი თვისა და ათი დღის შემდეგ, 14 აპრილს შეუთითხნეს საქმე.
_ რამდენად საფუძვლიანია, თქვენი აზრით, ის ბრალდება, რომლის გამოც სტროსკანი დააპატიმრეს?
_ ჯერ ერთი, ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ “ძალადობის” მსხვერპლი უარს ამბობს 6 მილიონ დოლარზე, რომელიც ანაზღაურების სახით შესთავაზეს. მეორე, ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ გარეგნობის განელმა ქალმა მოხიბლოს ვინმე. მესამე, ეს მეტრისა და 80 სანტიმეტრის სიმაღლისა და ოთხმოცდაათი კილოგრამის წონის ქალი, უფრო ადვილია, მოძალადედ წარმოიდგინო, ვიდრე ძალადობის მსხვერპლად. მეოთხე. რა გაუჭირდა სტროსკანს ისეთი, რომ მაინც და მაინც უკურნებელი, სასიკვდილო შიდსით დაავადებულზე მიეტანა სექსესობრივი იერიში?!
ეს ქალი ამ უკურნებელი სენით დაავადებულთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. სოციალური დახმარების ღებულობს.
ამ ეჭვების საფუძველზე შეიძლება განვაცხადოთ, რომ სტროსკანის წინააღმდეგ მოაწყვეს შეთქმულება თანამდებობიდან მისი ჩამოცილების მიზნით.
ნიჭიერადაა წარმოდგენილი: ან ხაზარი სარკოზის მოწყობილი ხრიკია, ან ებრაელების ვერაგული ჩანაფიქრი სიონიზმის გასაძლიერებელი ახალი ტალღის ასაგორებლად. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სტროსკანი იუდეველია?
_ იუდეველი გაწირეს სიონიზმის გასაძლიერებლად?
_ აქეთკენ სურთ წაიყვანონ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. ხოლო ის მმართველი ძალა, რომელსაც სურს, ხელოვნურად შექმნილი მსოფლიო გასაჭირის ნამდვილი მიზეზები არ დადგინდეს, ამ მოსაზრებებს ამოეფარა.ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას მაძლევს აი კიდევ რა.
როცა ვულფენსონმა გააკრიტიკა ვაშინგტონის "ვალის პატიების" გამარტივებული წარმოდგენები, იქვე დასძინა, რომ ეკონომიკის ასეთი მიმართულებით სვლა "გლობალიზაციას" კაპიტალისტურ ხასიათს ანიჭებს. ჩვენ კი ვალდებული ვართ, "გლობალიზაცია" ადამიანური სახით წარმოვადგინოთო.
_ ამით მან თავისი პოლიტიკური მრწამს წამოაჩინა.
_ სწორედაც რომ. სტროსკანს ებრძვიან არა იმიტომ, რომ არ სურთ საფრანგეთის პრეზიდენტობა მისი, არც უზნეობის გამო ებრძვიან. მის წინააღმდეგ ლაშქრობა დაიწყო იმიტომ, რომ იგი ებრძვის დღეს არსებულ "გლობალიზაციის" ხერხს. ხოლო "გლობალიზაციის" დღევანდელი ხერხი არის ძლიერთა მდგომარეობის შენარჩუნება.
("გლობალიზაცია" - ეშმაკის გაბატონება დედამიწაზე, ცრუ ქრისტეს გამეფებით.)_ რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ მომჩივანის ადვოკატის განცხადება, რომ “მისი დაცვის ქვეშ მყოფმა” არაფერი იცოდა სტროსკანის შესახებ, მაშასადამე, არც შეიძლებაო სტროსკანის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზე ლაპარაკი?
_ დამაჯერებელია. საქმეც ის არის, რომ იმ ქალმა არც სტროსკანი იცის, არც 6 მილიონი დოლარის ფასი. საგანგებოდ არის შერჩეული ასეთი “ადამიანი”, ზუსტად არის გათვლილი სტროსკანის სისუსტეებზე, ანუ საიდუმლო სახურების ჩვეული ხრიკია: დაარტყან იქ, სადაც გაწყდება. აურზაური დამაჯერებლადაა მოწოდებული.
სტროსკანის თემა გაუპატიურებიდან არ გამომდინარეობს. იგი უკავშირდება მსოფლიო ფულის თავისუფალი გადადინების თავსატეხს.
_ ამ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ სტროსკანს დაუნიშნეს მეთვალყურეობა, თავი არ მოიკლასო. მართალია, დეპრესია მის ქცევაში არ შეიმჩნევა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვისო...
_ ესეც გათვლილია.
_ შეიძლება “გაასაღონ”?
_ ასეთი რამ ხელს არ აძლევთ. დისკრედიტაცია სახეზეა. რომ “გაასაღონ”, მისი მოხსენება ხომ რჩება?
რჩება. მაშასადამე, ამ მოხსენების აზრები დროის შემდეგ ისევე 2011 წელს გაიხსენეს. სტროსკანს დამნაშავეობა, სექსუალური ძალადობა უნდა დაუმტკიცდეს იმიტომ, რომ მომავალში მისი აზრების, გეგმის გამეორება სირცხვილი უნდა იყოს. სახელგატეხილი კაცის აზრები რა მოსატანია?!
ასეთია ამ შეთითხნილი აურზაურის აზრი.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
P.S. გასულ პარასკევს სასამართლომ სტროსკანი 1 მილიონი დოლარი გირაოს საფასურად ციხიდან გაათავისუფლა. გამოძიების დამთავრებამდე, მას საშინაო პატიმრობა და ქალაქიდან გაუსვლელობა მიუსაჯეს. ფრანგულ საცნობარო საშუალებებში გაჩნდა წერილი სათაურით “გაათავისუფლეს და მიუსაჯეს”, რომელშიც სტროსკანის ამბავი შეფასებულია, როგორც ამერიკული შეფერილობის ე.წ. “საპნის ოპერა”.
(შესწორებული სახით)