ROB
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 106
წევრი No.: 40744
რეგისტრ.: 28-August 07
|
#6768125 · 25 Sep 2007, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მოგესალმებით ყველას!
ცოტა ხნის წინათ, ჩვენი არაკეთილმოსურნეების გულის გასახეთქად, საქართველოს მოსახლეობამ - ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მინდა ყველას შევახსენო, რომ 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, საშუალოდ, 75 პროცენტზე მეტი ხმა მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციიდან სამი წლის თავზე, საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა და სრული ურთიერთგაგება გვაქვს.
დღეს საქართველოზე მთავარი შემოტევა ეკონომიკის სფეროზე გადის.
თქვენ იცით, რომ სახმელეთო საზღვარი მთლიანად დაგვიკეტეს, რუსეთის მხრიდან მთლიანად შეწყდა საჰაერო მიმოსვლა, ამ ქვეყანასთან ტვირთბრუნვა, პრაქტიკულად, შეწყდა, ეხლა კი, რუსულ გაზზე ფასების ზრდის შესახებ განაცხადეს და მისი ფასი 110 ამერიკული დოლარიდან, 230 დოლარამდე იზრდება, ამავე დროს, ჩვენი საზოგადოების დემორალიზაციის მიზნით, სერიოზული პროპაგანდა მიმდინარეობს.
სწორედ იმიტომ რომ ეს არ დაგვეშვა, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის სხვადასხვა წევრებთან ფართო კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბევრად უფრო გაძლიერების და მისი კონსოლიდაციის მიზნით, ეკონომიკური განვითარების მინისტრად ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორი, მენეჯერი და მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი გადაგვეყვანა.
რატომ ირაკლი ოქრუაშვილი?
მინდა შევახსენო ყველას, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით და ჩვენს მუშაობას, კორუფციასთან ბრძოლის დაწყებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ირაკლი ოქრუაშვილი გენერალურ პროკურორად დავნიშნე.
მაშინ ბევრი იმასაც მიიჩნევდა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მან ის მოდელი ჩამოაყალიბა, რომელიც დღესაც ძალზე წარმატებით მუშაობს.
მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი მოდელი ჩვენ გვაქვს.
ამაში ირაკლი ოქრუაშვილის დამსახურება, რა თქმა უნდა, დიდია.
შემდეგ პოლიციის რეფორმირება გვჭირდებოდა.
ჩვენი რამდენიმე თვიანი ცდა იმის თაობაზე, რომ პოლიცია ჭკუაზე მოგვეყვანა, 2004 წლის გაზაფხულის დამლევს წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დავნიშნეთ.
მან პოლიციის მთელი შემადგენლობა დაითხოვა და ახალი, საპატრულო სამსახური შექმნა.
ამით მან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა მთლიანად გამოცვალა და ქართული პოლიციის სრულიად ახალი სისტემა იმ სახით ჩამოაყალიბა, როგორი სახითაც ის ეხლა გვყავს.
მაშინ, როდესაც 2005 წლის იანვარში ირაკლი ოქრუაშვილს შეიარაღებული ძალები ჩავაბარე, საიდუმლო არავისთვის წარმოადგენდა, რომ ჩვენი ჯარი თითქმით მთლიანად დაშლილი ორგანიზმი და მექანიზმი იყო.
ჩვენ ელემენტარული ორგანიზება არ გვქონდა, არ გვქონდა საკმარისი დისციპლინა, შესაბამისი აღჭურვა, მატერიალური ბაზა და თანამედროვე ჯარების შექმნისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ყველამ ერთად, ირაკლის დახმარებით და მისი მეშვეობით, მთელ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი, მაგრამ ეჭვი მაქვს, ყველაზე თანამედროვე შეიარაღებული ძალები შევქმენით.
ამჟამად, შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძალიან კარგ ეტაპზე ვიმყოფებით - ჩვენი ჯარი დღეს უკვე მზად არის ნებისმიერი ამოცანა შეასრულოს.
ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად მთელი სისტემა მზადაა და ცოტა ხნის წინათ, ზემო აფხაზეთში განხორციელებული ოპერაციის დროს, ეს ყველამ შესანიშნავად დაინახეთ.
ჩვენმა მოწინააღმდეგემ და იმ ხალხმა, ვისაც საქართველოსთვის კარგი არაფერი სურს, მშვენივრად იცის, რომ ამ შეიარაღებული ძალების არსებობის პირობებში, საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი სამხედრო პროვოკაცია ისე იქნება აღკვეთილი, რომ მსგავსის განმეორების სურვილი დიდი ხნით გაუქრება.
საბოლოოდ კი აქედან საქართველო გამარჯვებული გამოვა.
ამიტომ მათ მთავარი გახდა ის, რომ ფრონტისა და შეტევის მთავარი ხაზი ეკონომიკაზე გადიოდეს.
მათ იციან, რომ თუ ხალხი მშიერი იქნება და გაიყინება, არც ჯარში მსახურის თავი ექნება, არც წინააღმდეგობის გაწევის და განმეორდება ის, რაც 1921 წელს მოხდა.
ამიტომ, დღეს ჩვენი თავდაცვის ხაზი, სწორედ იქ გადის, სადაც ირაკლი ოქრუაშვილს ეხლა ვუშვებთ, ანუ ეკონომიკაზე.
დღეს თავდაცვა, ფართე გაგებით, ეკონომიკის დაცვაზე გადის და მეტსაც გეტყვით, საუკეთესო ეკონომიკური თავდაცვა, ეკონომიკური თავდასხმაა - ბევრად უფრო აგრესიული საინვესტიციო პოლიტიკა, მოქნილი საინვესტიციო რეჟიმები და ბევრად უფრო ფართე ინფრასტრუქტურული მშენებლობა და განვითარება.
დასაქმების პროგრამაც ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა გახდება, წელს ამ პროგრამაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს და გსურს, ეს ტემპი მომავალ წელსაც შევინარჩუნოთ.
მიმაჩნია, რომ ყოველივე ამას ირაკლი ოქრუაშვილი საკმაოდ კარგად გაართმევს თავს.
ყველაზე მთავარი ამოცანა, რაც დღესდღეობით ჩვენს წინაშე დგას, მსოფლიოს ბაზრებზე გასვლა და ახალი ბაზრების მოპოვებაა.
ამ თვალსაზრისით, ძლიერ და ძალზე მნიშვნელოვან სამინისტროს ვქმნით.
რა თქმა უნდა, შეიარაღებული ძალების კონტროლსა და განვითარებას არც ერთი წუთით არ შევასუსტებთ.
სწორედ ეს იყო იმ ხალხის ჩანაფიქრი ვინც ემბარგო მოგვიწყო.
თუ წელს ამ სიტუაციიდან გამოვძვრებოდით, მაშინ მომავალ წელს საფრთხე აღარ დაგვემუქრებოდა, მაგრამ ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ წელს რთველი ჩაგვივარდებოდა.
ჩადით კახეთში და ნახეთ როგორ ”ჩაგვივარდა” რთველი!
წელს კახეთში მთელი ყურძენი გაიყიდა, ანუ რთველი კი არ ჩავარდა, გაიმართა და წარმატებულადაც.
ეს არის, ძირითადად ის, რაც მინდოდა დეტალურად ამეხსნა თქვენთვის, რადგან თუკი ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ამ თემაზე ”კომენტარის” გაკეთებას მოისურვებენ და არამკითხე მოამბეები თავად ეცდებიან ყველას ყველაფერი თავისებურად და დამახინჯებულად აუხსნან.
ამიტომაც გადავწყვიტე, რომ განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, თქვენთვის დეტალური განმარტებები მომეცა.
ეს, პ
|