#43604995 · 30 Jan 2015, 07:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (kaxakale @ 30 Jan 2015, 05:26 ) | 2-ე გვერდი ბოლო პოსტი, პოსტის თარიღი მომეკითხა
Precursor
პროკურატურას აჩვენე ეს პოსტი 
პრეკურსორი გაშიფრეს |
უფალო ძალოვნებო, პატივცემულო მსაჯულებო! თქვენ აღმოაჩინეთ ახალი სპორტი- ფორუმ.ჯი. მასში ადამიანები გარკვეულ ამპლუას ვირგებთ საკუთარი სურვილით და მერე ვცდილობთ ვითამაშოთ პრინციპული ცეცხლოვანი ლიდერი. ამ თამაშის თანმხლები ოინებია: ეცადო წარმოჩინდე შორსმწვრეტელი, გონიერი, ანალიზის უნარის მქონე. ეცადო დაყარო რეურთან მაქსიმალურად ახლოს მყოფი პროგნოზები და გაანალიზო ახალი რეალობები. ფკრუმჯი მოითხოვს შეიქმნა ავტორიტეტი და გარკვეული სტერეოტიპი შენს მიმართ. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც ავტორიტეტი შექმნილია და ძირითადი აუდიტორიისათვის ცნობილი და მოსალოდნელი ხდები, ფორუმი გაძლევს უფლებას გახდე საინტერესო - თქვა ის, რაც შენს ოპონენტს უნდა ეთქვა და ამით ინტრივა შეინარჩუნო შენს მიმართ. ან თქვა არადეალისტური პროგნოზი, რომელიც უბრალოდ გაახალისებს თემას.
ბატონი პრეკუსორი ფორუმ სპორტის გამოცდილი და ავტორიტეტული წარმომადგენელია. ჩემი 10 000 პოსტის გამოცდილებით ვადასტურებ, რომ ის თამაშობს იმ გუნდში და თამაშობს ავანგარდში, რომელიც 2012 წლიდან გამარჯვებულია, ხოლო 2012 წლამდე იდაყვებს იკვნეტდა გარემოებათა სიმწარისგან. ანუ პრეკუსორი თქვენიანია, გთხოვთ ნუ შეუკიკინებთ.
ხოლო ფორუმზე კი, ყველას გეპატიჟებით. მობრძანდით და გაერკვიეთ აქაურ ფოლკლორში, კლიშეებში და როლური თამაშის პერიპეტიებში. მილასწი პროსიმ.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|