ის ჩემსავით ამთავრებდა,ჩემო ძვირფასო
isev is,მე მხოლოდ ახლა ვიწყებ

დიმპიტასგან ისე განვსხვავდები,როგორც ცა და დედამიწა:
1. ნახევარ ფორუმს ვიცნობ რეალში,ზოგიერთ მამალ მიშმაკაკასთანაც ვმეგობრობ.დიმპიტაც იცნობს ვიღაცეებს,მაგრამ საკმარისად კარგად არა.ანუ მე მაინც "სვოი" ვარ ამათთვის და ისე ვერ ახურებენ.ურთიერთობებს არ აფუჭებენ.
2. არაკორექტულ პოსტებს არ ვატარებ,თავისუფლად გადამაქვს რეალში დიმპიტასგან განსხვავებით.რახან ნახევარ ფორუმს ვიცნობ,ძირითადად უცხო და პღრ ნიკებისგან ვიღებ კბენებს,თუმცა,ზედმეტს არ ვაბედინებ არავის და რეალში საქმის გარჩევებამდე საქმე არ მიდის(მათივე ინიციატივით : D).ვერ დავიწუწუნებ,რომ ძალიან მაწუხებენ.თავიდანვე არავის გავაბედინე ბევრი.დიმპიტა კი ძალიან შეცდა ამ მხრივ.ღორის ტილს ფეხზე თუ შეისვამ,თავზე აგაცოცდება.თუ ეგრევე თავზე აცოცებას გადაწყვეტენ,რეალში გადაიტანე და მიიწუწებენ.აპრობირებული პრაქტიკაა.
3. დიმპიტა რუს კოლეგებს ებრატება,თუ არ ვცდები,დავალებულიც არის მათგან.მთლად ეფესბესგან-მეთქი,ვერ ვიტყვი,არ მიყვარს ცილისწამება : D
4. მე თავისუფალი ადამიანი ვარ

არავის ვალი არ მაქვს და იდეაფიქსადაც არ მაქვს ესა თუ ის ორიენტაცია.ჩემთვის ამოსავალი წერტილია საქართველოს ინტერესები და მერე სხვა დანარჩენი.ახლა რა გგონიათ,რატომ ვარ ამ "მიმართულების"? ასე ვთვლი საჭიროდ და მაგიტომ : ) მე მართლა მეჯრა,რომ პროამერიკული ორიენტაცია ქვეყანას ღუპავს და პრორუსული უკეთეს შედეგებს მოგვიტანს."ნა უმე" საქართველსო ინეტერესები მაქვს და ჩემი პოსტებით საკუთარ ჭიას თუ ვახარებ,არანაირ გავლენას ეს არ და ვერ ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
5. დიმპიტა უფრო "გამოსულია",მოსკოვშიც ხშირად დადის : D პოლიტოლოგია განათლებით და აქვს დიდი თეორიული ცოდნა.
6. ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი საქართველსო ტერიტორიული მთლიანობაა,დიმპიტასი - სოფლის მეურნეობის განვითარება და რუსეთთან მუდამ კარგ ურთიერთობებში ყოფნა,რაც არ უდნა მოხდეს...გინდაც საქართველოს ტერიტორიების დათმობის ფასად,რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ამის გამო მე მას მიშმაკაკებისგან არ ვანსხვავებ.ამაზე სულ კონფლიქტი გვაქვს : D ერთნი ნატოს გამო ყველაფერზე მიდიან,მეორენი კი რუსებთან კარგი ურთიერთობების გამო.გავარტყი ყველას,ვისაც აფხაზეთისა და სამაჩაბლსო დათმობა არაფრად უღირს.არ ვენდობი დიმპიტას,ის ზედმეტად დამოკიდებულია რაღაცეებზე ან ვიღაცეებზე და სიტუაციას არ ძაბავს მათთან,თუნდაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხებოდეს საქმე.ეს არის ფუნდამენტური საკითხი,რაშიც მყარ ოპოზიციაში ვუდგავარ.ეგ არის მთავარი,სხვა ყველაფერი მელოჩია.სრული რესურსი არ აგვიმუშავებნია მაგ მიმართულებით და საქართველოს ნომერ პირველი პრობლემის თაროზე შემოდებას თავის ატკივების აცილების მიზნით,არავის ვაპატიებ.ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა,პასუხისმგებლობა უნდა იღოს თავზე და არ დაემლოს მაგ პრობლემას.2X2=4.ჯანდაბას,იყოს კონფედერაცია, სხვა გზა არაა(რეალისტი ვარ),მაგრამ ნომერ პირველი მოსაგვარებელი პრობლემა მეოათეხარისხოვნად გაასაღონ,ასე არ გამოვა.მე ამაზე მაქვს პრეტენზია.
7. დიმპიტას აქვს "ცხოვრებისეული გამოცდილება".სახელმწიფო კანცელარიაშიც ნამუშევარია(რუსების შპიონად.ვხუმრობ,გერმანულის სპეციალისტად : D).მე მსგავსით 100 წელი ვერ დავიკვეხნი.
8. დიმპიტასთვის უფრო "სამსახურეობრივია" ეს ყველაფერი,ჩემთვის ეს 100% ჰობია და პრინციპის ამბავი.კგბ-შნიკები თვალით არასოდეს მინახავს,ღმერთმანი,არც ფინანსური დაინტერესება მაქვს.დიმპიტა კი ებრატება-მეთქი,როგორც უკვე ვთქვი და საერთო პროექტები აქვთ(ლეგალური): D
9. დიმპიტა იმენნა რუსეთუმეა - შუფუტინსკი,პუგაჩოვა და რამე : D მე მთლად ეგრე არ გამირეკია ჯერ,პინკ ფლოიდი მირჩევნია.ვგიჟდები რუსულ პატროტულ როკზე - "ჩაიფი","დდტ","აკვარიუმი" და ა.შ.,დიმპიტას როკი არ ევასება არანაირი(მგონი).მოკლედ,მე უფრო სავოკი ვარ,ვიდრე რუსეთუმე.არადა,მართლა მიყვარს და მენატრება სუსურუკუ;და ყოველთვის ასე იყო,მაშნაც კი,როცა ამერიკა მევასებოდა.ვერსად ნახავთ ჩემს პოსტებს,სადაც აუგს ვამბობდე სუსურუკუზე.(რუსეთზე - კი ბატონო)
10 მე უფრო გულწრფელი ვარ.
11. მე უფრო ნაგლი ვარ(კარგი გაგებით : D).უფრო თამამი,ანუ პოლიტშეხედულელების დაფიქსირებას ვგულისხმობ,თორემ რეალში ზედმეტად მორიდებულიც კი.
12. დიმპიტა რელიგიურია,ექსტრემისტიც კი : D მე აგნოსტიკი ვარ(და ეს უფრო ჯდება სუსურუკუს იდეოლოგიაში,ჩვენს შორის რომ დარჩეს)
13. დიმპიტა მწვადსაც წვავდა და შამფურსაც,მე კი არც ერთს ვწვავ და არც მეორეს.არ ვამბობ,რომ პა გროსმეისტერსკი ვთამაშობ,უბრალოდ,მე უფრო მესმის ფორუმის ნიუანსები.ჭიპი მაქვს აქ მოჭრილი.
14. დიმპიტამ ნამეტანი დაუთმო აქაურ მიშმაკაკებს და მისი "ჯონდიოზაცია" დაუშვა; მე მაგდენს არავის გავაბედინებ

15. მე ხანდახან კარგს ვამბობ ამ მთავრობაზე,ცალკეულ რეფორმებზე,დიმპიტასგან არასდროს მსმენია.
16. დიმპიტა კაი როჟაა რეალში(როგორც ამბობენ,მე არ ვიცნობ,სამწუხაროდ),მე მაგით ვერ დავიკვეხნი და საკმაოდ უჟმური ტიპი ვარ.ზედმეტად სერიოზული და მოსაწყენიც კი.უფრო კომპლექსიანიც.
17. მთავრობა რომ ატრიალდეს და რუსეთმა თავისი კაცი დასვას,დიმპიტას გარანტირებული აქვს კარგი სამუსაო ადგილი და კარგი ცხოვრება,მე ახლოსაც არავინ გამაკარებს და არც ვითხოვ.რასაც ვწერ,ვწერ გულახდილად და არავსიგან არაფერს მოველი.ვიცი,რომ ზოგიერთებს კარგ საქმეს ვუკეთებ და არ იმსახურებენ ჩემს გარჯას,მაგრამ ეს ავტომატურ რეჟიმში ხდება,ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით.სხვაგვარად ტექნიკურად შეუძლებელია.მე ვწერ იმას,რაც გულით მჯერა და არ აქვს მნიშვნელობა,ვის ვუადვილებ საქმეს ცოტათი მაინც,თუნდაც ვირტუალში.ეს ვიცი და შეგუებული ვარ.სხვა რა გზაა.
18. დიმპიტა დოცენტია,მე არა.ნუ,კგბ დაეხმარა თუ არა,ეგ არ ვიცი,ჭკვიანი ადამიანია და დახმარების გარეშეც გავიდოდა ფონს,მაგრამ სწორედ ჭკვიანი ადამიანები უნდა დაავალდებულო,ხოდა... მეტა: "კგბ"

19. დიმპიტა ქათამია

ამას ყოველთვის წამოვაძახებ.მარტო შემატოვა ამ მიშმაკაკებს და თვითონ გაიქცა.მესმის,ბანი ედოს,როგორც ძენს.არა,აქაურობას ვეღარ ეკარება და ათასგვარ მიზეზს იგონებს,შიშმა იცის

ისე დაემთხვა,რომ ომის მერე ვეღარ ჩნდება ამ განყოფილებაში და მოდსიპის ჩახსნა არაფერ შუაშია.ჩახნის შემდეგაც ხსნიდა აქ თემებს,მაგრამ ომის მერე ვეღარ ეკარება აქაურობას. მარტო ვხმალაობ და დავიღალე.
20. ის უფრო პოხუისტია,მე უფრო სენტიმენტალურ ვარ და გულთან უფრო მიმაქვს რაღაცეები.ფორუმზე არ ჩანს,მაგრამ რეალში ასეა.
21. სენტმენტებს რომ შევეშვათ და რეალურ ქმედებებზე ვისაუბროთ,მე უფრო პრაგმატული ვარ და თუ გავბრაზდი,უფრო საშინელი რაღაცეების ჩადენაც შემიძლია რეალში,ვიდრე მას(ალბათ) : D უფრო ბოროტი ვარ,ხო.თან მალე შემიძლია გაბოროტება და 180 გრადუსით შეტრიალება.მაინც თევზები ვარ ზოდიაქოთი.
22. მას ზურგი აქვს,თუ რამე,მე არა.
23. მე "მოუხელთებელი ჯო" ვარ ქართული სპეცსამსახურებისთვის,ის ცოტა უფრო მეტია,ვიდრე "მოუხელთებელი ჯო"(ხომ იცი ეგ თქმულება თუ ანეკდოტი "მოუხელთებელ ჯო"–ზე?... კი ვერ იჭერენ,უბრალოდ,ვის რა ჩემ ღლედ უნდაო

)
24. მე არჩევნებზე არასოდეს ვყოფილვარ,არც მიტინგზე.ამით ძალიან ვამაყობ.დიმპიტა არ მაზავს მიტინგს,არჩევნებზე აღარ ვსაუბრობ.
და ა.შ.
This post has been edited by ტანკე on 3 Dec 2010, 06:02