#21055605 · 10 Aug 2010, 00:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არა, ტო, რა რევოლუცია?
შანსი არაა - თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვაფანატებთ უებრო სარდალზე, რომელ არს უშიში ვითარცა უხორცოი და იგი ლომი განმუხურისა!
და ახლა არ დამიწყოთ კოდორის ხეობასა და სამაჩაბლოზე ლაპარაკი - ორიოდ სოფელი დავკარგეთ დროებით, თორემ ომი რომ მოვიგეთ და რუსეთს 58 არმია გავუწყვიტეთ, განა ამისი დაუნახაობა იქნება?
ქურდული სამყარო რომ გავანადგურეთ და თავის დაზღვევის მიზნით 20 000 პოტენციური ქურდიც რომ ციხეებში ჩავყარეთ - აბა, გრეჩიხა სჯობდა?
მერედა, ასეთი ფანტასტიური ეკონომიკური ზრდა რომ გვაქვს, ამის დაუნახაობა იქნება? დიდი ამბავი, თუ მოსახლეობის 90%-ს გაჭირვებით გააქვს თავი - თუ არ მოსწონთ, ნუ იცოცხლებენ - ვინმემ დააძალა? აგერ, ხომ არის კიდევ 9%, რომლებიც მშვენივრად მოერგნენ ახალ მონათმფლობელურ ფორმაციას და ქვეყნის აღმშენებლობის ხათრით ტრაკში პანჩურსაც დიდის ღირსებით ირგებენ!
ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით - აგერ, ორიოდ კვირაში გეი-პარადსაც ჩავატარებთ და მადლიერი ევროპაც მაპზე უკეთესს მოგვცემს!
რა რევოლუცია, თუ ძმა ხარ - მტერი აგერ 40 კილომეტრში დგას და გუბაზი კიდე მსუქანია და აბა მაგას როგორ ეყვარება სამშობლო? ეგ რუსეთუმე, ეგა...
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|