რაიო? მე არ ჩავერევიო, ჩVენი მიუკერდზოებული და ობიექტური სასამართლო გადაწყვიტავსო?

სახე დაახლოებით ისეთი ქონდა ჟვანიას სიკვდილის მერე რო ქონდა. აფერისტულ-მისაწყლებული. კრიმინალური. მოკლედ გიგილო და ხერხემალი რჩებაღა.
აი ჩვენი მიუკერძებელი და ობიექტური სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილება:
ქიტოშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობისას, შეხვედრია პარლამენტის ყოფილ წევრს, ამჟამად ბიზნესმენ ჯემალ სვანიძეს და აიძულა შპს "ჯეოსელში" მისი კუთვნილი დაახლოებით
10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2,6%-იანი წილი 250 ათას დოლარად 2006 წლის ნოემბერში დაეთმო შპს "არტის" დამფუძნებლის, გურამ გოგუას სასარგებლოდ, ანუ მას გამოსძალა, რომელიც ამ ოპერაციაში წარმოადგენდა ფიქტიურ მხარეს. როგორც გენპროკურატურაში აცხადებენ, ეს ყველაფერი ქიტოშვილმა განახორციელა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. შესაბამისად, ის სსსკ-ს 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის -
გამოძალვის - ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
ყველაფერი ამის შემდეგ ქიტოშვილი სახლში გაუშვეს 10 000ლარის გირაოს სანაცვლოდ. შეგახსენებთ მისი ოფიციალური თვიური ხელფასი იყო 12 000 ლარი.
გავიხსენოთ ისიც რომ მოზარდს მობილური ტელეფონის ქუდობისთვის შეუფარდეს 200 000 ლარის გირაო. გადახდა ვერ შეძლო და შედეგად 7 წლით დაიჭირეს.
პს ხო მართლა რა ხდება ეროვნულ ბანკში? გოცირიძე აგრძელებს მუშაობს ოქტომბერშიც? საინტერესოა...
***შEDAრEBIსთVIს****საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
http://www.president.gov.ge/print_txt.php?id=2067&l=Gმოგესალმებით ყველას!
გადავწყვიტეთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბევრად უფრო გაძლიერების და მისი კონსოლიდაციის მიზნით, ეკონომიკური განვითარების მინისტრად ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორი, მენეჯერი და მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი გადაგვეყვანა.
რატომ ირაკლი ოქრუაშვილი?
მინდა შევახსენო ყველას, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით და ჩვენს მუშაობას, კორუფციასთან ბრძოლის დაწყებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ირაკლი ოქრუაშვილი გენერალურ პროკურორად დავნიშნე.
მაშინ ბევრი იმასაც მიიჩნევდა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მან ის მოდელი ჩამოაყალიბა, რომელიც დღესაც ძალზე წარმატებით მუშაობს.
მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი მოდელი ჩვენ გვაქვს.
ამაში ირაკლი ოქრუაშვილის დამსახურება, რა თქმა უნდა, დიდია.შემდეგ პოლიციის რეფორმირება გვჭირდებოდა.
მან პოლიციის მთელი შემადგენლობა დაითხოვა და ახალი, საპატრულო სამსახური შექმნა.
ამით მან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა მთლიანად გამოცვალა და ქართული პოლიციის სრულიად ახალი სისტემა იმ სახით ჩამოაყალიბა, როგორი სახითაც ის ეხლა გვყავს.
მაშინ, როდესაც 2005 წლის იანვარში ირაკლი ოქრუაშვილს შეიარაღებული ძალები ჩავაბარე, საიდუმლო არავისთვის წარმოადგენდა, რომ ჩვენი ჯარი თითქმით მთლიანად დაშლილი ორგანიზმი და მექანიზმი იყო.
ჩვენ ელემენტარული ორგანიზება არ გვქონდა, არ გვქონდა საკმარისი დისციპლინა, შესაბამისი აღჭურვა, მატერიალური ბაზა და თანამედროვე ჯარების შექმნისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ყველამ ერთად, ირაკლის დახმარებით და მისი მეშვეობით, მთელ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი, მაგრამ ეჭვი მაქვს, ყველაზე თანამედროვე შეიარაღებული ძალები შევქმენით.ამჟამად, შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძალიან კარგ ეტაპზე ვიმყოფებით - ჩვენი ჯარი დღეს უკვე მზად არის ნებისმიერი ამოცანა შეასრულოს.
ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად მთელი სისტემა მზადაა და ცოტა ხნის წინათ, ზემო აფხაზეთში განხორციელებული ოპერაციის დროს, ეს ყველამ შესანიშნავად დაინახეთ.
ჩვენმა მოწინააღმდეგემ და იმ ხალხმა, ვისაც საქართველოსთვის კარგი არაფერი სურს, მშვენივრად იცის, რომ ამ შეიარაღებული ძალების არსებობის პირობებში, საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი სამხედრო პროვოკაცია ისე იქნება აღკვეთილი, რომ მსგავსის განმეორების სურვილი დიდი ხნით გაუქრება.
საბოლოოდ კი აქედან საქართველო გამარჯვებული გამოვა.
ამიტომ მათ მთავარი გახდა ის, რომ ფრონტისა და შეტევის მთავარი ხაზი ეკონომიკაზე გადიოდეს.
***
ციტატა გვარამიას განაცხადიდან:
5 თვის წინ დავიწყეთ თავდაცვის სამინისტორს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შემოწმება [ანუ აღიარა რომ დაიწყეს როცა ოქრომ პარტიის შექმნა გადაწყვიტა]. 2005 იანვარში ირაკლი ოქრუაშვილი დაუკავშირდა ქიბარ ხალვაშს და სთხოვა დაეარსებინა სამშენებლო პროფილის საწარმო--მანაც დაარსა შპს ინტერნეიშნლ ბილდინგ კომპანი-თავდაცვის სამინისტროს ობიექტების ობიექტების შესაკეთებლად რომელმაც უკონკურსოდ მოიპოვა 140 მილიონი ლარის მოცულობის სამუშაოების შესრულება. [სენაკში ოქრუაშვილის გარემონტებული ბაზით უნდათ თავი მოიწონონ სხეფერთან, მაგ დონის მეორე არ გვაქვსო. ეხლა ამბობენ კედელბის სისქე არ გვაკმაყოფილებსო

]
გარდა ამისა მიმდინარე შემოწმების შედეგად აღმოჩნდა რომ თავდაცვის სამინისტროში გაფლანგვებმა და მითვისებებმა შეადგინა დაახლოებით 10 მილიონი ლარი.
2006წ ოქტომბერ-ნოემბერში მან ჯემალ სვანიძეს გამოსძალა ქონებრივი უფლება ჯეოსელში, რაზედაც არსებობს ქიტოშვილის ჩვენება! [წარმოგიდგენია ქიტოშვილის ჩვენებაო! ]
2007წ 2 მაისს ამირეჯიბთან გაფორმდა ხელშეკრულება ათონელის 10 ნომერში ქონების შეძენის თაობაზე რითაც 1,8 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება შეიძინეს 250ათას დოლარად რითAც მოახდინა ფულის გათეთრება [აჰა, ასეულობით მილიონი მოუპარია და 1,8 მილიონი გაუთეთრებია ]. ეს დასტურდება მოწმეების ჯანგირაშვილის, სვანიშვილის, ქოტოშვილის, ლოლუას...სხვათა ჩვენებებით.
***
სააკაშვილის გუმბათიანი სასახლის ტენდერი როდის ჩატარდა საინტერესოა? ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს?
***
მეფე შიშველია! გაუმარჯოს მეფეს!
კათარზისი იწყება! სააკაშვილი მალე დაისჯება!!!
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)