გუშინ დავბრუნდი კახეთიდან. დამაიმედებელი არაფერია. რქაწითელს და საფერავს ერთნაირი ფასი აქვს - 35-40 თეთრი, ღვინის ქარხნები ისევ ახურებენ - არ არ იბარებენ ყურძენს, ან "ზემოდან" დაძალებით იბარებენ, ისიც დაბალ ფასებში და რამდენიმე მანქანის მიღების შემდეგ, ისევ კეტავენ ქარხანას. ისევ "რეისავიკები" გვშველიან, რომლებიც დიდი სატვირთოებით ჩმოდიან და დასავლეთ საქართველოში ეზიდებიან ყურძენს.
ერთ კურიოზს მოვყვები, რომელიც მამაჩემს შეემთხვა:
მოკლედ, მამაჩემი და მისი მეგობარი წავიდნენ ყვარლის ღვინის ქარხანაში, რათა გაეგოთ, იღებდნენ თუ არა ყურძენს და რა ფასში. მივიდნენ და დახვდათ მანქანების რიგი, მარნის კარი კი დაკეტილი. ქარხნის დირექტორის ხელქვეითები კარს არ აღებდნენ - არ ვიღებთ ყურძენს და სადაც გინდა იქ გვიჩივლეთო. მამაჩემს მოეშალა ნერვები და დაურეკა ჩვენი სოფლის გამგებელს, იმან საგარეჯოს გამგებელს, იმან კიდევ ვიღაცეებს და ბოლოს საქმეში თვით პეტრე ცისკარიშვილიც კი ჩართულა. ცოტა ხანში, მოვარდა გაგიჟებული და ფერდაკარგული ქარხნის დირექტორი და მაშინვე მამაჩემი და მისი მეგობარი იკითხა - მოაყენეთ მანქანა, თქვენს ყურძენს ჩავიბარებთო. ახლა წარმოიდგინეთ იმის სახე, როცა უთხრეს, რომ ყურძენი არ გვაქვს, პროსტო ფასის გასაგებად ჩამოვედითო.

კაცს სახეზე უცებ დაედო ცისარტყელას ყველა ფერი, მერე უცებ დამშვიდდა, ღრმად ამოისუნთქა შვებით, ეცა ტელეფონს და ცისკარიშვილს დაურეკა - ბატონო პეტრე, ამათ ყურძენი არ მოუტანიათო. მერე მიადგა მამაჩემს და მის მეგობარს - თქვე ოჯახაშენებულებო, თქვენი გულისთვის ოთხმა კაცმა დამახურა თავზე ყველაფერი, ახლა წადით და ხვალ ექვს საათამდე საიდანაც გინდა მოიტანეთ ყურძენი რამდენიც გინდათ, მივიღებ თორემ არ მომეშვებიან მაინცო. ჩავუტანეთ მეორე დღეს 6 ტონა საფერავი და ჩავაბარეთ 35 თეთრად...
მოკლედ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: თუ პატრონი არ გყავს, ფეხებზე ჰკიდია ყველას, ჩააბარებ ყურძენს თუ დაგილპება