ისე სხვა მმართველობის ფორმებიც არის ასარჩევად სულო და გულო რომელი გინდათ ავირჩიოთ...
მმართველობის ფორმები
1)ავტოკრატია
ავტოკრატია (ბერძნ. αυτός, თვით და ბერძნ. κρατέω, მართვა) არის სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროს მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს.
2)არისტოკრატია
არისტოკრატია (ბერძნ. ἀριστεύς, საუკეთესო, დიდგვაროვანი და ბერძნ. κράτος, ძალაუფლება) არის მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავთ არისტოკრატებს.
არისტოკრატია ასევე აღნიშნავს არისტოკრატების ერთობლიობას.
3)დემოკრატია
დემოკრატია – სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, ბიოლოგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა
4)დიქტატურა
დიქტატურა - ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს ხელისუფლებას მართავს დიქტატორი - ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით.
ძველ რომში დიქტატურა იყო დროებითი პოლიტიკური რეჟიმი; საგანგებო სიტუაციის დროს შეუზღუდავი პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცემოდა ერთ ადამიანს - დიქტატორს
5)თეოკრატია
თეოკრატია (ბერძნ. θεός, ღმერთი და κρατεῖν მართვა) - სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროს უმაღლესი ხელისუფლება არის სამღვდელოება ან ითვლება ღმერთის მიერ ლეგიტიმირებულად ან ხელდასმულად, ხოლო მმართველობა ხორციელდება რელიგიური პრინციპების მიხედვით.
6)მერიტოკრატია
7)მონარქია
მონარქია სახელმწიფო მმართველობის ფორმა.
მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელშია. (ქრ.შ-მდე 2000-800 წწ. საბერძნეთის უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მონარქი ანუ მეფე, ბერძნულ დასახლებებს არ მართავენ დედოფლები) თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, ისინი იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს.
7.1.)აბსოლუტური მონარქია
აბსოლუტური მონარქია არის მონარქია, რომელშიც მონარქს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება.
7.2)კონსტიტუციური მონარქია
კონსტიტუციური მონარქია არის მონარქია, რომელშიც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით.
8)პლუტოკრატია
9)რესპუბლიკა
რესპუბლიკა ლათინური Res Publika-დან რაც "ხალხის საქმეს" ნიშნავს. წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ერთერთ ფორმას.
10)ტექნოკრატია
ტექნოკრატია (ბერძნ. techne, ხელობა და ბერძნ kratos, მართვა) - საზოგადოება, რომელშიც ადამიანები მმართველ თანამდებობებს იკავებენ მათი კვალიფიკაციის მიხედვით (და არა მაგალითად არჩევნების გზით).
11)ოლიგარქია ოლიგარქია (ბერძნ. ὀλιγαρχία < ბერძნ. ὀλίγον, ცოტა და ბერძნ ἀρχή, ძალაუფლება) არის მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
ტერმინი პირველად გამოიყენეს ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა პლატონმა და არისტოტელე მ.
პ.ს. მე ეს მე-11 მიზიდავს უფრო...
This post has been edited by Hermes007 on 7 Oct 2007, 22:30