მე შენ პიროვნულად გიცნობ, და ვიცი, რომ კარგი პიროვნება ხარ. დარწმუნებული ვარ და არანაირი ეჭვი არ მეპარება შენი სიტყვების გულწრფელობაში. მაგრამ ინტელექტუალები სხვა არიან. ინტელექტუალურად ჩამოყალიბებული პიროვნება, იქნება ის პოლიტიკოსი თუ თუნდაც ტაქსის მძღოლი, თავს შეიკავებდა ვინმეს უმიზეზოდ შეურაცყოფისაგან.
ერთი რამ ცხადია, ვინც აქ ხელისუფლების დამსახურებაზე, თუნდაც უმნიშველოზე, საუბრობს, ის დაინტერესებული პირია და ზოგადად რაიმე საერთო აზრამდე ვერასდროს ვერავისთან ვერ მივლენ, გარდა თავიანთი გუდის წევრებისა. სულ სხვა საკითხია, თუ რამდენად მისაღებად მიაჩნიათ ხელისუფლების კონკრეტულად ერთი რომელიმე გადაწყვეტილება ან სისრულეში მოყვანის მეთოდი. არგუმენტების სიმცირეს ავსებენ რუსეთის საშიშროების გახსენება-წამოძახებებით, მოწინააღმდეგე მხარის მსგავსი მეთოდების გამოყენებით კომპრომენტირებით. ლანძღვით ვინმე არასასურველი პიროვნებების ავტორიტეტის გაფერმკრთალებით. მათი რამე მინუსების საშინლად უარყოფითი კუთხიდან წარმოჩენით და სხვა.
ამას მიაღწიეს კიდეც და თუ სარიშვილის შემთხვევაში ბევრად არ იყო საჭირო, იმიტომ რომ, სარიშვილი თავისი საქციელითაც ამას მშვენივრად ახერხებდა, ნათელაშვილის მისამართით ნამდვილად ნოახერხეს. თვით ნათელაშვილის სიძულვილის ერთადერთი მოტივი სააკაშვილის სერიოზული მოეწინააღმდეგეობაა. სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს. აგორებული ლანძღვის ტალღა ინდენად მაშტაბური აღმოჩნდა რუსთავი2-ის მიერ(აქ, ფორუმშიც იგრძნობა

), რომ ხალხის ნეიტრალურად განწყობილი ნაწილიც კი თავს არიდებს უბრალოდ მიზეზის გაგებასაც კი. თავს არიდებენ იმის შიშით, რომ თვითონაც არ გახდნენ დასაცინი.

მოიგონეს კიდეც შესაბამისი ზედმეტსახელებიც. "ნათელა"; "ნათელაანთ ბიჭი" და სხვა. აგრეთვე ხდება მათი თუნდაც ნორმალური და მისაღები აზრების დისკრედიტაცია. ამგვარი კომპანია იშლებოდა სხვადასხვა მიმართულებით დანათელაშვილის გარდა კიდევ ბევრს შეეხო.
ასევე დიკრიმინირებული იქნა თავის დროზე და ლიკვიდირებული გურამ შარაძე. წავიდა სალანძღავი სიტყვები: შაროიძები და სხვა. ის პიროვნება დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის გვერდით ნამდვილი სისპეტაკის განსახიერება იყო, მაგრამ ამ კუთხით ათას მიზეზს მოიგონებენ და შენმ ვერ დაითვლი სისულელეს და უგნურებას, რომელსაც ქვემოთ ამ წერილის გამო დაწერენ. ნებისმიერი წარმოსახვითი აზრი ამდაგვარ საკითხებზე დასაწყისშივე მცდარია და მცდელობაც არ ღირს, მაგრამ მათ მცდელობაში უხდიან ფულს და ხალხმა რომ ირწმუნოს, ამის გამო თავრეტდამსხმელ ტყუილს ნამდვილად არ მოერიდებიან. ნებისმიერი პიროვნების ავტორიტეტის გაფუჭება ემსახურება იმ მიზანს, რომ ერთ დღეს თაკარა მზის ქვეშ მეხი დაეცაო, რომ თქვან, ან კიდევ ტრიალ მინდორზე ხე რომ წაიქცეს და ტან მოიყოლოს, ან კიდევ საკუთარმა ახლობელმა ქუჩაში დაცხრილოს მადლობის ნაცვლად, ხალხი ამით დიდად არ შეწუხდეს. არ გამიკვირდება შემდეგი სამიზნე ნათელაშვილიც რომ აღმოჩნდეს.სარიშვილს არაფერი ემუქრება. ის მისიანია ან მართლაც და მხოლოდ ჭანტურიას ქვრივობის გამოა საგიჟედან შორს.
ამ და ათასი სხვა მიზეზების გათვალისწინებით, რომლებიც ხელისუფლების დაახლოებული პირებისაგან არ მომწონს, მაინც კბილებით დავიცავ ხელისუფლების დღევანდელ სრულ შემადგენლობას რესპუბლიკური პარტიისაგან.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არ მალავენ, რომ მართლმადიდებლობა და მისი საქართველოში პრიორიტეტულ რელიგიად ყოფნა გულზე არ ეხატებათ. რესპუბლიკებლები კი ამას არ ამბობენ, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ისეა მაგათი საქმე.
უნდა გიყვარდეს მტერი შენი, ვიცი, მაგრამ მტერსაც გააჩნია. აშკარა მტერს პატივს ვცემ, გაიძვერას და არაპირდაპირს არ ვცემ პატივს.
ილიას ლექსების არ მოწონება ერთი საქმეა, მაგრამ ამის თქმა, ვითომ მართლმადიდებლისგან მართლმადიდებელი რომელიმე წმინდანის დისკრედიტირება ან რომელიმე აღმსარებლობის ერთი ნიუანსის დაწუნებაც კი, ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ შეცდომად იქცევა. ინტელექტუალმა ადამიანმა, ყოველ შემთხვევაში ვისაც ამაზე პრეტენზია აქვს, ეს მშვენივრად იცის და არანაირი შეცდომის ბრალი არ არის. ის ამბობს წინასწარ გამიზნულად და გარკვეული ტიპის და ხასიათის ხალხისათვისაა განკუთვნილი.
ხელისუფლება რომ ცოდავს, ამას წყალი არ გაუვა და მე ვფიქრობ რომ:
1. ან ხელისუფლება და რესპუბლიკური პარტია არიან ალიანსში და ყველაფერი თამაშია.
2. ან კიდევ თავიდანვე ისეიყო ჩაფიქრებული და სცენარიც ასე დაიწერა ნატოს, კერძოდ ამერიკის შესაბამის სამსახურებში, რომ სანამ რესპუბლიკური პარტია არ ფლობს არანაირ ავტორიტეტს (ხაზს ვუსმევ, არანაირს), მანამდე სათავეში მოვიდოდა სააკაშვილი თავისი გუნდით, რომელსაც უნდა გადაედგა აუცილებელი არაპოპულარული ნაბიჯები და შესაბამისი ხალხის რისხვა მათ კისერზე უნდა გადატეხილიყო. ამის შემდეგ გააქტიურებული რესპუბლიკური პარტია დასუსტებული (ხელოვნურად, დიდი მაქინაციების ხარჯზე) ოპოზიციის ფონზე აღმოჩნდებოდა ერთადერთი რეალური კანდიდატი სახელისუფლებო უმრავლესობისათვის.
არ ვიცი, რომელი ვარიანტი უფრო ახლოსაა სინამდვილესთან, მაგრამ ამ ორიდან ერთერთი რომ აუცილებლად იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. სულ; სხვა საკითხია, თუ როიმელი ვარიანტია ჩვენთვის ნაკლებად ცუდი.