ყვარყვარეს მეფობა მოუნდა13 ოქტომბერი, 2007 წელი
მიშას დიდ ბებიას ბაგრატა ერქვა, საიდანაც წარმოიშვნენ ბაგრატიონები. [

]
მეფედ-მეფე სააკ I
ქართველნო! ეს გახლავთ საქართველოს ახლი სამეფო საგვარეულოს, სააკიანთა დამფუძნებელი, სააკ I-ი, გაიცანით და იამაყეთ!
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში საწესდებო ("კონსტიტუციური") მეფობის დამკვიდრების შემთხვევაში, სამეფო ტახტზე სურვილი თავადაც შეუძლია განაცხადოს, როგორც ბაგრატიონთა შთამომავალმა. ამის შესახებ სააკაშვილმა ფინეთში სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფო მოწყობის ნიმუშად საწესდებო მეფობის მიზანშეწონილობაზე საკითხზე საუბრისას.
"ჩემი დიდი ბებია ბაგრატიონი იყო. ამას მათ საყურადღებოდ ვამბობ, ვისაც მონარქიის აღდგენა სურს. ნამდვილად კარგი იქნება, თუ მორიგ არჩევნებს ავიცილებთ თავიდან და ყველაფერს შთამომავლობითი წესიდან გამომდინარე მოვაგვარებთ.
ეს, რა თქმა, უნდა ხუმრობით – დაპირისპირებულებს ("ოპოზიციას") ბოლო ხანებში ხუმრობის გრძნობა ღალატობს", - მიშამ. 2007 წლის 7 ოქტომბრის საკვირაო ქადაგებაში საქართველოს "კათოლიკოს-პატრიარქმა", უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სახელმწიფოში საწესდებო მეფობის შესაძლო დამკვიდრებაზე ისაუბრა. ამ იდეას მხარი დაუჭირა სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებულებმა.
http://geo.primenewsonline.com/?c=121&a=20660"პრაიმ-ნიუსი", "თვალსაწიერი"