#7009504 · 18 Oct 2007, 00:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს გამართული მშვიდობიანი მსვლელობის დროს საპატრულო პოლიციამ ახლად დაფუძნებული ახალგაზრდული მოძრაობის ‘ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ’ ხუთი წევრი დააკავა.
მოძრაობა ‘ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ’ ჭადრაკის სასახლეში დღეს პირველად შეიკრიბა. ახალ ორგანიზაციაში ცალკეული პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სპორტის გაუქმებული აკადემიის სტუდენტები შედიან. ახალ ორგანიზაციას გამოკვეთილი ლიდერი ჯერ არ ჰყავს.
მოძრაობის ორგანიზატორებმა ახალგაზრდებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს. მათი მთავარი მოთხოვნები საქართველოშიძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაა
ჭადრაკის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 800 ახალგაზრდა პარლამენტისკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაემართა. რუსთაველის გამზირზე ახალგარდებს საპატრულო პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა და ახალგაზრდული მოძრაობის ხუთი წევრი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობისთვის დააკავა. დაკავებულები თბილისის ადმინისტრაციულ სასამართლოში გადაიყვანეს.
ამ ინცინდენტის მიუხედავად, მოძრაობის წევრებმა გააგრძელეს სვლა პარლამეტის შენობისკენ და პარლამენტის წინ აქციაც გამართეს, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად, ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებული 'ერთიანი ეროვნული საბჭოს' ყველა ლიდერი ესწრებოდა.
აქციის მონაწილეები დაკავებული ახალგაზრდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ მოთხოვნას იზიარებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მიერ ახალგაზრდული მოძრაობის წევრების დაკავება მათ დაშინებას ისახავს მიზნად. აქციის მონაწილეები არ ეთნხმებიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულები რუსთაველის გამზირზე მოძრაობის პარალიზებას ცდილობდნენ. მათი მტკიცებით, ისინი ცენტრალურ გამზირზე მშვიდობიან მანიფესტაციას მართავდნენ და ქუჩის გადაკეტვა არავის უცდია.
|