ეჰჰ.

მიშას ჭირდება ბედნიერი საქართველო. ჭირდება ბედნიერი ხალხი. ჭირდება ის იმედი რომელიც ხალხს მისცემს.
ამიტომ აკეთებს კონცერტებს, დადის იქ დორბლიანი კირკიტაძე და იძახის ნახეთ ხალხი როგორი ბედნიერიაო, გააკეთეს კლიპი და სიმღერა რომელშიც დღე-დღეზე შევდივართ აფხაზეთში, რა თქმა უნდა მიშას მოეწონებოდა ეგ სიმღერა. მიშას ჭირდება ის რომ ხალხს დაანახოს ის თუ როგორი ბედნიერია ხალხი. ანუ მიშა ილუზიონისტია, გეუბნება როგორი ხარ შენ ,,სინამდვილეში" გვაჩვენებს ჩვენს ნამდვილ სახეს. ჩვენ ვართ ბედნიერები ხალხო! ჩვენ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში! სანაკოევი ჯიგარია! კოკოითს მალე დედას ვუტირებთ! ჩვენ არ გვეშინია პუტინის! ჩვენ გვიყვარს ბოკერია, კირკიტაძე, მიშიკო, ლომაია, ბენდუQიძე, ბურჯანაძე... მერე რა რომ თბილისში ცუდი გზებია, მიუხედავად იმისა რომ რაც პრეზიდენტი გახდა ამ გზებს აკეთებს(მომგებიანი ბიზნესია ალბათ და შაშია კუტუბიძის არ იყოს ვინცხა ორშაურიანებზე ცოტა მეტს ღუნავს) , მერე რა რომ თბილისში სულ საცობებია, მერე რა რომ ნახევარზე მეტი მშიერია, მერე რა რომ ხალხს უნგევენ სახლებს, ამკვიდრებენ მასობრივ შიშს, მერე რა რომ აკეთებენ იმას რაც უნდათ, მერე რა ტომ ერთი ბარაქიანი წვიმის მოსვლა და ქუჩები ნაგავით და რამდენიმე სანტიმეტრიანი ნიაღვრებითაა სავსე... ჩვენ მაინც ბედნიერები ვართ, გვეუბნება ამას მიშიკო და შეიძლება არ გვჯეროდეს???
ვაი ჩვენ პატრონს.
კიდე ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა მაგრამ მეზარება
რა აზრი აქვს წერე და იკითხე, ყველაფერი ისე ხდება როგორ მიშას უნდა.
ფილტრიანი ხომ არ გექნებათ ვინმეს?