Iraklion
Junior Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5254
წევრი No.: 448
რეგისტრ.: 15-November 01
|
#7297456 · 11 Nov 2007, 13:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკა მათიას ეორში: საქართველოს რეპუტაცია შეილახა
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შელახა საქართველოს რეპუტაცია, როგორც ”ჩემპიონისა დემოკრატიულ რეფორმებში, რეგიონის მასშტაბით,” - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა მათიას ეორშიმ 10 ნოემბერს, თბილისში ვიზიტის დროს.
უნგრელი პარლამენტარი მათიას ეორში და მისი კოლეგა კასტრიო ისლამი, ალბანელი პარლამენტარი, საქართველოში 9 ნოემბერს ჩამოვიდნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედია საშუალებების ფუნქციონირება შეზღუდა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ ორი ტელეკომპანია - ”იმედი” და ”კავკასია” დახურა.
ბოლოს ეორში საქართველოს სექტემბერში სტუმრობდა. ”გახსოვთ ალბათ, როგორი ენთუზიაზმით შევხვდით [მაშინ] საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს,” - განაცხადა მან.
”იმის საპირისპიროდ, რაც ჩვენ ვიხილეთ სექტემბრის შუა რიცხვებში, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა აღელვებულია იმ მოვლენების გამო, რომელთაც, ჩვენი აზრით, საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიულ რეფორმებში ჩემპიონის, რეპუტაცია შეულახა,” - განაცხადა ეორშმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მე საქართველოში 1992 წლიდან ჩამოვდივარ და ყოველთვის, როცა ჩამოვდივარ, ვიწყებ იმის ლაპარაკს, თუ რა ბედნიერი ვარ, რომ ისევ აქ ვარ. დღეს ამას ვერ ვიტყვი”.
”პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, კერძო სამაუწყებლო კომპანიების დახურვა და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიუღებელია დემოკრატიულ სისტემაში,” - განაცხადა მან, ”ვფიქრობთ, რომ მთელი საქართველოს ინტერესებში შედის მოხსნას საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად”.
ევროპის საბჭოს თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას და ოპოზიციას დაუყონებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და კომპრომისი მოძებნონ ყველა საკამათო საკითხზე. Civil Georgia 2007.11.10 18:44
ინფორმაცია ნუკრი ქანთარია: "იმედის" დახურვა საკუთარი ქვეყნის დაპყრობაა
როგორ აფასებს ხალხი "ტელეიმედის" დახურვას?
7 ნოემბერს, საღამოს ტელეკომპანია "იმედის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა და მისი მაუწყებლობა შეწყდა. ცოტა ხანში ეკრანზე აღელვებული გიორგი თარგამაძე გამოჩნდა. "რამდენადაც მე ვიცი, აქ შემოსულნი არიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები. ახლა შემოდიან ჩემთან სტუდიაში. ასე რომ, მინდა გთხოვოთ... არ ვიცი რა გთხოვოთ... ხმაური ისმის ტელევიზიაში, ხმაური ისმის ტელევიზიაში და არ ვიცი, რა ხდება. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, "სტუმრები" უკვე მოვიდნენ...", _ გაისმა მისი შეშფოთებული ხმა და ტელეკომპანია "იმედის" ეთერიც საბოლოოდ გაითიშა.
ტელეკომპანიის დახურვამ საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა გამოიწვია და ხალხი ოფისთან შეიკრიბა, სადაც ზოგიერთ მათგანს სპეცრაზმი გაუსწორდა. ტელეკომპანიის დახურვასთნ დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსმა" კომენტარი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ პიროვნებებს სთხოვა.
მათი მოსაზრება ასეთია:
გოგი თოფაძე, ბიზნესმენი: "მიუღებელია. თქვენ, როგორც ჟურნალისტებმა, უნდა ამოიღოთ პირველ რიგში ხმა. ეგეთი მეთოდებით, შევარდნით, ვერაფერს მივაღწევთ". რ
ეზო მიშველაძე, მწერალი: "რა უნდა ვთქვა. მთელი დღე ყველა პოლიტიკოსი უმრავლესობიდან ამტკიცებდა დიდი ამბით და სერიოზული გამომეტყველებით, რომ პანიკას ტეხავენ ზოგიერთები, არავითარი საშიშროება "იმედს" არ ემუქრება, არავინ შეჭრას არ აპირებს "იმედში" და არაფერიაო. ახლა ამ წუთში მოვისმინე, განწირული ხმა ჰქონდა გიორგი თარგამაძეს და ალბათ, დაგვირგვინება სრული "დემოკრატიის", რაც დღეს, 7 ნოემბერს, გათამაშდა, იყო საღამოსთვის "იმედის" დახურვა.
ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და, ალბათ, აწი დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე საქართველოში ლაპარაკიც კი სირცხვილია. მარტო უსირცხვილო კაცმა უნდა თქვას, რომ ჩვენთან სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიაა".
ბადრი ნაჭყებია, კონფლიქტოლოგი: "იმედში" შეჭრამდე პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია და ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მე მგონი, ამ შემთხვევაში, ვიღაცის თვითნებობას აქვს ადგილი. მიუღებელია, როცა არ არის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული და ასეთი რამ ხდება. ალბათ, უნდა დაველოდოთ ინფორმაციას. თანაც მისი მფლობელია ამერიკული ტელერადიოკომპანია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ ექსცესებს. ჩემი აზრით, აქ გარკვეულ თვითნებობას აქვს ადგილი".
გია მაისაშვილი: "მომავლის მთავრობის" ლიდერი: "ჩვენ აქ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვიეს. შემოვარდნენ. ყველანი დაგვაწვინეს იატაკზე. მე მოვასწარი დარეკვა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ტელევიზია იქნა დარბეული".
დავით დარჩიაშვილი, სოროსის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: "ერთს გეტყვით. ასეთ ნაბიჯებზე როდესაც მიდის ხელისუფლება, ჯერ საგანგებო მდგომარეობაა გამოსაცხადებელი, თუ ამის საფუძველი არსებობს".
ქეთი დოლიძე, კინორეჟისორი: "ეს არის უმსგავსობა, ეს არის შიში, ეს არის ამათი სიმხდალე, ეს არის 37 წელი. მეტი არაფერი.".
თეა თუთბერიძე, "თავისუფლების ინსტიტუტი": "მე, ჯერჯერობით, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ველოდები ხელისუფლების კომენტარს, რა კომენტარები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით და რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას იმისა, თუ რა გახდა საფუძველი "ტელეიმედის" დახურვისა. ალბათ, ამის შემდეგ შევძლებ გავაკეთო კომენტარი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, ჩემი კომენტარი იქნება ზედაპირული".
გია ბაღაშვილი, მუსიკოსი, ფოლკლორისტი: "შეძრწუნებული ვარ, მეტი რა გითხრათ. აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის".
მალხაზ გულაშვილი, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტი: "ეს მართლაც აღმაშფოთებელია. "იმედი" არის ამერიკული "ნიუსკორპორაციის" კომპანია. დარღვეულია კერძო საკუთრების უფლება. ეს ტელეკომპანია ალტერნატიული აზრის მატარებელი იყო. პირიქით, ხელისუფლებას უნდა უხაროდეს, რომ ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება.
ჩვენ ვგმობთ ამ პროცესს, რომელიც მედიის წინააღმდეგ არის მიმართული. პირველად ჩვენს თავზე გამოვცადეთ ეს პროცესი 2004 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ფინანსური პოლიცია შემოვიდა. რა თქმა უნდა, შემოსვლის მასშტაბები განსხვავდება მაგისგან, მაგრამ პირველად მაინც ჩვენ ვიწვნიეთ და გვესმის, რამხელა სიმწარეა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებისთვის. რა თქმა უნდა, ვგმობ ამას. საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს, რათა თავისუფალი მედია საქართველოში არ იზღუდებოდეს.
ამაზე, ალბათ, ძალიან მწვავე რეაქცია ექნება იმ მედიაკომპანიას, რომელსაც "იმედი" ეკუთვნის და არა მგონია, რაც მოხდა, საქართველოს კეთილმოსურნის გაკეთებული იყოს ეს. ჩემი აზრით, ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა".
ნუკრი ქანთარია, კინორეჟისორი: "იმედის" დახურვა საკუთარი ქვეყნის დაპყრობაა. მეტი რა კომენტარი უნდა ამას. ხელისუფლება ცდილობს დაიპყროს თავისი ქვეყანა. რასაკვირველია, ეს ასე არ დამთავრდება.
მონღოლებმა და ვერავინ ვერ მოახერხა, და ერთი მუჭა ხალხი დაიპყრობს საქართველოს? წაილეკებიან ესენი ამ ზიზღით და სიძულვილით".
ტატო ლასხიშვილი, "სვობოდნაია გრუზიას" რედაქტორი: "რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების ასეთი ფორმით დახურვას". ფრიდონ დოჩია 2007.11.08 14:25
This post has been edited by Iraklion on 11 Nov 2007, 13:00
|