აბა შენი აზრით რუსეთი რატომ ითხოვს იგივეს?
აი რატომ?
რა ამოძრავებს სამშვიდობოებს?
* * *
ბაღაფში და კოკოითი ვითარების დაძაბვას ელიან
06.11.07 14:27
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერები. სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ვარაუდობენ, თბილისში არსებული სიტუაცია აუცილებლად აისახება კონფლიქტურ ზონებზე, რადგან საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პრობლემების მოგვარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე ეცდება. ბაღაფშისა და კოკოითის შეხვედრა სოხუმში მიმდინარეობს და მას კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის დნესტრისპირეთის ლიდერიც ესწრება.
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...m=main&ct=&wth=ლავროვი მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია
06.11.07 11:32
საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვმა ამის შესახებ მოსკოვში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზეც. პრეზიდენტმა ქვეყანაში ვითარების დაძაბვაში რუსი ოლიგარქები დაადანაშაულა. ამ ბრალდებას სერგეი ლავროვმა ფარსი უწოდა და აღნიშნა, რომ
ქართველი ხალხი უკეთესი მომავლის ღირსია.http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...m=main&ct=&wth=ოქრუაშვილის გამოსვლა რუსული მედიის მთავარი თემაა
06.11.07 10:20
ტელესივრცეში ირაკლი ოქრუაშვილის ახალი გამოჩენა უყურადღებოდ არც ერთ წამყვან რუსულ ტელეარხს არ დაუტოვებია. ღია ეთერში მისი პირდაპირი ჩართვა დღევანდელ საინფორმაციო გამოშვებებში მთავარი თემა გახდა. აქცენტებს რუსული მედია ინტერვიუს იმ მონაკვეთზე აკეთებს, სადაც ოქრუაშვილი მთავრობაში არსებულ ელიტარულ კორუფციასა და პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, მიხეილ სააკაშვილს კი ადოლფ ჰიტლერს უწოდებს და აცხადებს, რომ ტელევიზიით გამოსვლისას იგი თავისი ოჯახის წევრებს საფრთხეს უქმნის. რუსულმა ტელეარხებმა მისი წინამორბედი სკანდალური გამოსვლა და შემდგომ არანაკლებ სკანდალური აღიარებითი ჩვენებაც გაიხსენეს.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს ვრცელი შემაჯამებელი სიუჟეტები მიუძღვნეს ტელეკომპანია რასიამ და ორტ-მ. მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირა რუსეთისთვისაც საკმაოდ მძიმე იყო - მოხდა ტერაქტი და ხანძარი - 'ვესტიმ' წინა პლანზე მაინც მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური კრიზისი წამოწია. სიუჟეტი ძირითადად ვარდების რევოლუციასთან პარალელებზე იყო აგებული. 2003 წლის მოვლენები ორტ-მაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ გასულ კვირას ქართული ოპოზიცია განსაკუთრებით 'გაიბადრა'. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართვას, სიუჟეტის ავტორის თქმით, მისი გამოსვლისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ხალხს კი არა, საკუთარ თავს ესაუბრება. მიმდინარე მოვლენების შეფასება ტელეკომპანიამ სწორედ რევოლუციის გზით ჩამოგდებულ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა. საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილსაც გადადგომას ურჩევს.
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...m=main&ct=&wth=საინტერესოა მემგონი