power-20
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 135
წევრი No.: 32550
რეგისტრ.: 5-April 07
|
#7240716 · 7 Nov 2007, 15:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოქრუაშვილი და სააკაშვილი ტალახის აბაზანებს იღებენ "მიშა, მე ერთი რიგითი მოქალაქე და ცუდი ადამიანი ვარ, ხოლო შენ - პრეზიდენტი და ნაძირალა". თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლებასა და საზოგადოებას თავი კიდევ ერთხელ შეახსენა. გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლა რადიკალურად განსხვავდებოდა მეორესაგან, მაგრამ ტყუპისცალივით ჰგავდა ექს-მინისტრის პირველ გამოსვლას. თუმცა, ოქრუაშვილის "აღიარების" აღიარება და პრეზიდენტისათვის წაყენებული ახალი ბრალდებები, შეიძლება ითქვას, შედარებით ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. სამაგიეროდ, ოქრუაშვილმა მიზანში მოარტყა და შოკში ჩააგდო ხელისუფლება.
ოქრუაშვილმა დეტალების გარეშე ისაუბრა, მისი დაკავების ფაქტზე და ციხეში ყოფნის დროს, თუ როგორ ცდილობდა ხელისუფლება მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას. მან უარყო, რომ აღიარებითი ჩვენების დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა - "წმინდა ადამიანური ფაქტორებზე ზემოქმედებით ცდილობდნენ ჩემზე ზეწოლას", - ასეთი იყო მისი განცხადება.
- "როდესაც "იმედის" ეთერით განცხადებები პირველად გავაკეთე, ბუნებრივია ვითვალისწინებდი, რომ ზეწოლებს განხორციელდებდნენ ჩემს მიმართ, მაგრამ ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგი. მე ველოდი, რომ განცხადების გაკეთებიდან მეორე საღამოსვე დამაკავებდნენ, მაგრამ სააკაშვილმა მესამე დღეს მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ლოგიკური იყო, რომ მას ჩემი ციხეში გამომწყვდევა არ აწყობდა. თუმცა ჩემი გამოშვება მისთვის მაქსიმალურად კომფორტულად უნდა მომხდარიყო...
სამი დღის განმავლობაში, თითქმის, ნახევარი მთავრობა იყო ჩემთან შემოსული და უმთავრესად, მოითხოვდნენ, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. იყო ბევრი მუქარაც, მაგრამ ამავდროულად, კომფორტსაც მთავაზობდნენ. ამ ეტაპზე, ვერ ვისაუბრებ თუ რა ტიპის ზემოქმედებას ახდენდნენ ისინი ჩემზე აღიარების მისაღებად, მაგრამ ალბათ, ამის დროც დადგება...
მე იძულებული ვიყავი აღიარება გამეკეთებინა და ამის გამო, ერთი თვის განმავლობაში სულში ჩაფურთხებულმა ვიცხოვრე და ნორმალურად არ მიძინია... ამათმა ერთი რამ ვერ გაიგეს, საქართველოში ქართველი კაცის ღირსება არ იყიდება...
მე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ თუ ჩემს ოჯახს, რომელიც ამჟამად საქართველოშია და ჩემს მეგობრებს, თუნდაც ერთი ღერი თმა ჩამოსცვივდება, მე ვპირდები სააკაშვილს, სადაც არ უნდა იყოს იგი, ტაილანდის რომელ კუნძულზეც არ უნდა წავიდეს, იქ ჩავალ და თვალებში ჩავხედავ...
მე არავითარი ამბიცია არ მაქვს. ჩემი პოლიტიკური კარიერა ჩიხში შევიდა, მაგრამ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშორო...
გუშინ პატარა ტესტი ჩავატარე საქართველოში ჩამოსასვლელად, მაგრამ ის ადამიანი რომელიც ჩემთან იყო და საქართველოში დაბრუნდა, პირდაპირ, თვითმფრინავის ტრაპზე დააკავეს და ტყეში წაიყვანეს".
ეს იმ განცხადებების ნაწილია, რომელიც ოქრუაშვილმა გუშინ ღამით ტელეეთერით გააკეთა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მან საკუთარი პოლიტიკური კარიერა დასრულებულად გამოაცხადა, ბევრ კითხვას ბადებს მიზეზი, რის გამოც ოქრუაშვილმა წყნარად ცხოვრებას სააკაშვილთან დაპირისპირება და ომის გამოცხადება არჩია.
დღეს დილით გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ და უმრავლესობის ლიდერებმა სცადეს ოქრუაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე ხელახალი გამოჩენის ფაქტითვის ახსნა მოეძებნათ.
- "ოქრუაშვილი დავალებულია პატარკაციშვილისგან და უნდა თუ არა, ახლა ეს განცხადებები უნდა აკეთოს. იგი ხალხს მიუნჰენიდან აგულიანებს და სიცივეში დგომისკენ მოუწოდებს. სანაცვლოდ, მის კომფორტს პატარკაციშვილი უზრუნველყოფს. ოღონდაც, გამაგებინეთ, იმ ხალხმა რა დააშავა და რატომ დგას იმ სიცივეში?", - ვერაფრით ვერ გაუგია გივი თარგამაძეს.
- "ეს ადამიანი ჩიხშია შესული და ყოველგვარი საზიზღრობით და ტყუილებით ცდილობს თავის მართლებას. ეს არის სრულიად გარყვნილი ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. ოქრუაშვილს ჭკუაც კი არ ჰყოფნის იმის სავარაუდოდ, რომ, შესაძლოა, ამ განცხადებების უკან უფრო მეტი რამ ჰქონდეთ მის წინააღმდეგ მასზე ჭკვიან ადამიანებს", - სათქმელს თავი ძლივს მოუყარა ოქრუაშვილის გამოჩენით დაბნეულმა ნინო კალანდაძემ.
ოქრუაშვილზე რამდენად ჭკვიანი აღმოჩნდა გვარამია, როცა დღეს დილით, ოქრუაშვილის მონაყოლის გაქარწყლება სცადა? მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი გუშინაც ისე იტყუებოდა, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის მიერ პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვაზე საუბრობდა.
ყველაფერთან ერთად, გვარამიამ ჟურნალისტებს იმ 10 მლნ ლარის გირაოს ამბავიც მოუყვა, რომელიც ოქრუაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ფოთის პორტში მომუშავე კომპანია "ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის" წარმომადგენელმა, ვინმე თამაზ ნიჟარაძემ გადაიხადა.
გვარამიამ ისიც აღნიშნა, რომ კომპანია ქიბარ ხალვაშის ყოფილა, ნიჟარაძე – ხალვაშის მეგობარი, ხოლო ხალვაშის მეგობარი ნიჟარაძე ოქრუაშვილის მეგობარი გამოვიდა. ამდენად, ოქრუაშვლის განცხადება, რომ მას გირაო თავად ხელისუფლებამ გადაუხადა, გვარამიას მტკიცებით, სიმართლეს არ შეეფერება.
სხვათა შორის, გვარამიას არ უთქვამს, რომ ნიჟარაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის ჯემალ ინაიშვილის დეიდაშვილია. თავად ინაიშვილი კი, შეგახსენებთ, რომ შევარდნაძის მძახლის გურამ ახვლედიანის ოჯახის მეგობარი და მარჯვენა ხელი იყო და ახვლედიანები ფოთის პორტს სწორედ მისი მეშვეობით აკონტროლებდნენ. ინაიშვილს პორტი საბოლოოდ არ დაუტოვებია და ფოთში ბავშვმაც კი იცოდა, რომ ნიჟარაძის უკან ინაიშვილი იდგა. ასე, რომ, ჯერ კიდევ გასარკვევია, სინამდვილეში ვის მიერ იყო გადახდილი აღნიშნული თანხა.
რაც შეეხება ოქრუაშვილის მიერ ნახსენებ პიროვნებას, რომლის საშუალებითაც ოქრუაშვილმა საქართველოს მთავრობას ქვეყანაში დასაბრუნებლად ტესტი ჩაუტარა, ოქრუაშვილის თქმით, ქართველმა ძალოვნებმა თვითმფრინავის ტრაპზევე დააკავეს. ოქრუაშვილს ამ პიროვნების გვარი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ გვარამიამ მისი ვინაობა გასცა და აღმოჩნდა, რომ "ტესტი" საბითუმო ბაზრის ყოფილი დირექტორი დავით ჯიბღაშვილი გახლდათ.
პროკურატურამ ჯიბღაშვილისა და ოქრუაშვილის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ყოფილი ტელეჟურნალისტის ნანა ლეჟავას სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ჯიბღაშვილი ლეჟავას ოქრუაშვილის გამო საყვედურობდა. თვალში საცემი იყო ის ფაქტი, რომ ჯიბღაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა - "ირაკლიმ მთხოვა და ბადრიას ფული ჩამოვუტანე".
ჯიბღაშვილი ისე უსვამდა ხაზს "ბადრიას" და "დიდ ფულს", ოდნავ მოაზროვნე ადამიანს ეჭვი რაღაცაში აუცილებლად შეეპარებოდა. გარდა ამისა, "ბადრიასთან" კავშირი საქართველოს ხელისუფლების თვალში, დღეს ეშმაკთან ალიანსის ტოლფასია და საეჭვოა, ჯიბღაშვილს არ სცოდნოდა, რომ სატელეფონო მოსმენების ფონზე ამ თემაზე საუბარი მისთვის რამდენად სახიფათო იქნებოდა. ამიტომ, თავიდანვე ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ყველაფერი ამის უკან რაღაც იმალებოდა.
როგორც ნანა ლეჟავამ მოგვიანებით განაცხადა, ჯიბღაშვილი ძალოვნებს ტყეში თვალახვეული ჰყავდათ წაყვანილი და ჯიბღაშვილმა მასთან სატელეფონო ზარი მუქარის ქვეშ განახორციელა.
ამით არ დასრულებულა ყველაფერი. გვიან ღამით, პროკურატურამ ოქრუაშვილისა და დათა ახალაიას 3 ნოემბრის სატელეფონო საუბარი გაავრცელა, სადაც ოქრუაშვილი ახალაიას პრეზიდენტ სააკაშვილთან აბარებდა: - "მთავრობა დაითხოვოს, პრემიერად დამნიშნოს და მიტინგს დავუშლი".
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორც ჩანს, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას უნდა ჰგვანებოდა ოქრუაშვილისა და ახალაიას საუბრის ჩანაწერის გავრცელება, მაგრამ რას ფიქრობდა ხელისუფლება, როცა ამის გაკეთება გადაწყვიტა? საზოგადოებამ განსჯის უნარი დაკარგა და არავის გაუჩნდებოდა კითხვა - რას ელოდებოდა პროკურატურა 3 ნოემბრის შემდეგ, თუ ხელთ ასეთი ჩანაწერი ჰქონდა? ან, ოქრუაშვილმა, რომელმაც კარგად იცის, რომ უთვალთვალებენ და მისი ყველა ზარი ისმინება, რატომ გარისკა ასე? ერთი სიტყვით, ფაქტი მოხდა და საზოგადოებამ თავად განსაჯოს რასთან გვაქვს საქმე.
ხელისუფლების სასარგებლოდ არც მათ მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა და ამ ჩანაწერის რეალურობის დადასტურების მცდელობამ იმუშავა. ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია აღაშფოთა ხელისუფლების ამ მცდელობამ, მაგრამ ჩანაწერის გამოქვეყნება ხელისუფლების კიდევ ერთ უგუნურობად აღიქვა.
ამას დაემატა ისიც, რომ ოქრუაშვილმა ღამით თავად დარეკა ტელეეთერში და უარყო ახალაიასთან რაიმე სახის სატელეფონო საუბარი. - "სამი თვის განმავლობაში მე თავად სააკაშვილს არ ველაპარაკებოდი ტელეფონზე და ახალაია ვინ იყო, მითუმეტეს, ჩემს პოზიციაში მყოფ ადამიანს, რომ მისთვის დამერეკა. ვისაც ტექნოლოგიებთან რაიმე შეხება აქვს, კარგად იცის, მსგავსი რამ როგორ ხდება", - ასეთი იყო ოქრუაშვილის პასუხი და შემდეგ თავად პრეზიდენტს მიმართა:
- "მიშა, მერაბიშვილმა სწორედ ასე არ დაამონტაჟა ბათიაშვილის სატელეფონო ჩანაწერი? ეს ხომ ძველი მეთოდებია და ამას უკვე არავინ "ჭამს". მიშა მე ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, ხოლო შენ - პრეზიდენტი და გეუბნები, რომ ნაძირალა ხარ", - კიდევ ერთი საიდუმლო გასცა ოქრუაშვილმა.
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ოქრუაშვილი წმინდანია, მაგრამ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ორივე მხარე ერთმანეთისთვის ტალახის სროლით ისე გაერთო, რომ ვერც კი ამჩნევენ ეს ტალახი ხალხს როგორ ხვდება. ტალახის სროლა კი, ქართველ კაცს არავისთვის შეურჩენია და იმედია, სათანადო პასუხს, მომავალშიც ყველას გასცემს.
|