#7254097 · 8 Nov 2007, 10:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება: 1) გუშინ დაიწყეს 40 მოშიმშილე ადამიანის ცემა; 2) ამ პროცესს გაუკეთეს კომენტარი, თითქოს 40 მოშიმშილე უიარაღო ადამიანი დაესხა პატრულის მთელს ბატალიონს, მათ გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი, ამიტომ პოლიცია იძულებული იყო დაერბია ისინი ამასთან ბოკერიამ განაცხადა არაფერი ისეთი არ ხდება რა პანიკა ატეხეთო; 3) ხალხს უმოწყალოდ გაუსწორდნენ, სადაც მე კარგად დავინახე მიშას ხასიათი და სახე; 4)ხალხი მაინც არ შეეპუა და გადაინაცვლა რიყეზე, სადაც მანქანების სავალი ნაწილი არაა; 5) იქ ხალხს ორმაგად უმოწყალოდ გაუსწორდნენ, გაქცეულებს მისდევდნენ, მასობრივად გამოყავდათ ისინი გზად არსებული თავშესაფრებიდან და საშინლად სცემდნენ კაცებს, ქალებს, განსაკუთრებული აგრესიითა და სისასტიკით; 6) ამას გაუკეთეს კომენტარი რომ იქ იყო მოწოდება მთავრობის დამხობისაკენო,ახსნეს რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა და რუსები გვამრთავენო; 7) მშვიდობიანი დემონსტრაცია დიქტატურის, არჩევენების თავხედურად ცვლილების წინააღმდეგ ასე დაარბიეს და ამას უწოდეს რუსეთიდან მართული ღონისძიება და სხედან ეხლა ბრეჟნევის დროულად ტელევიზორში და ამას გვიმტკიცებენ ტონით :"გაისიგრძეგანეთ" 8) დახურეს ტელევიზია და რადიო___ მასობრივი მაუწყებლობის საშუალებები; 9) მოქმედების შემდეგ მხოლოდ, შემოიღო პრეზიდენტმა დეკრეტი, რითაც სცადა აეხსნა ეს მოქმედება, მაგრამ სამწუხაროდ კონსტიტუციაში იმის შეცვლა დაავიწყდა რომ დეკრეტი ძალაში შედის არა პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე, არამედ პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე, რაც ხორციელდება 48 საათში, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საგანგებო მდგომარეობის მოქმედება ქვეყანაში და ამის შემდეგ შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა!!!!!!! მაჩვენეთ პარლამენტის სხდომა ტელევიზიის დახურვამდე სადაც დაამტკიცეს დეკრეტი?????????????????????? 10) არც ერთი ჟურნალისტი არ მეჩვენა აღშფოთებული, რაღაც წუწიანი წერილი გააძრო რუსთავმა სამარცხვინო, ვითომ ფიზიკურ ჯანმრთელობას კოლეგებისას სოლიდარობას უცხადებენ, პროფესიონალი ჟურნალისტი სოლიდარობას უნდა უცხადებდეს მაუწყებლობის გათიშვას სიტყვის თავისუფლების ერთ ადგილზე დახევას, სად არიან რუსთავი ორის მამაცი ჟურნალისტები; 11)დამყარდა დიქტატურა!!!!!!!!!!!!!!!! პ.ს. სად არის გუშინდელი თემა ?
This post has been edited by Portugal on 8 Nov 2007, 10:57
--------------------
Evolucia arafrisaken I am Emily April
|