ჩემი აზრი ასეთია:
მიტინგის დაშლა მინახავს წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით, მაგრამ დუბინკები („რეზინის კომბალი“) ნამდვილად არ უნდა გამოეყენებინათ. ეს ბოლო მეთოდი აშკარად არადემოკრატიულია.
რაც შეეხება იმედის მაუწყებლობის ჩემი აზრით არ უნდა შეეჩერებიათ. ან თუ შეაჩერებდნენ, მაშინ სხვა არხებიც უნდა მოეკეტათ.
ეხლა გამოდის რომ იმედი მოკეტეს იმიტომ, რომ თავიანთი ქმედებებით ხალხს ვერ არწმუნებდნენ თავიანთ სიმართლეში, ხოლო იმედმა შეძლო დარწმუნება.
ე.ი. ხალხი ვერ დაარწმუნეს, სამაგიეროდ ტელევიზიას (რადიოს და ვებ-გვერდებს) ძალით მოერივნენ.
ბადრის ფაქტორი აქ არ არის გადამწყვეტი, რადგან ტელეკომპანია კავკასიაც აღარ მაუწყებლობს.
მე მაგალითად ეხლა მაინტერესებს რა ხდება თბილისში, დარჩენილ არხებს კი ვერ ვენდობი, რადგან საპირისპირო აზრი აღარსად ისმის, რომ ანალიზი გავაკეთო