#7256547 · 8 Nov 2007, 13:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი, თარგმანი, უკაცრავად ხარისხისთვის, 10 წუთში ვთარგმნე.
პრეზიდენ სააკაშვილის მთავრობამ გამოამჟღავნა თავისი ავტორიტარული ხასიათი. სპეცდანიშნულების რაზმების საშუალებით, რომლებმაც ძალადობრივად დაარბიეს მშვიდობიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში.
2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 5 საათზე, ქართული სპეცდანიშნულების რაზმებმა დაშალეს მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთან. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ძალისმიერი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრაციის საწინააღმდეგოდ.
ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც შიმშილობის აქციაში იყვნენ ჩართული და ქუჩაში იწვნენ, სასტიკად სცემეს. კობა დავითაშვილი ხალხის პარტიიდან და მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. სხვებს სახელმწიფოებრივი ღალატის მუხლით დაპატიმრება ემუქრებათ.
5 საათისთვის პოლიციამ ისევ შეუტია ოპოზიციის დემონსტრანტებს, რომლებიც პარლამენტიდან კილომეტრების დაშორებით შეიკრიბნენ.
508 ადამიანმა მოითხოვა სასწრაფო დახმარება გაზით მოწამლვისა და დაზიანებების გამო. ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ქართველი სახალხო დამცველზე - სოზარ სუბარზე განხორციელდა თავდასხმა მოძალადე პოლიციის მიერ - რეზინის ტყვიებით. პოლიცია თავს დაესხა კერძო ტელევიზია ”იმედს” და შეწყვიტა მისი და ასევე ტელევიზია ”კავკასიის” მაუწყებლობა. მოგვიანებით, იმავე საღამოს, მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და შეაჩერა მთელი რიგი სამართლებრივი უფლებებისა. ელექტრონულ და ბეჭდურ მედიას აეკრძალა ახალი ამბების გაშუქება. ამჟამად პარლამენტის უმრავლესობა და პრეზიდენტი იმუქრება მათი დაპატიმრებით, ვინც გააპროტესტებს ამ აკრძალვებს. საპროტესტო აქცია დაიწყო 2 ნოემბერს, როდესაც ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა 10-პარტიულ ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად პარლამენტის წინ. პროტესტის ორგანიზატორებმა წინასწარ გააფრთხილეს მთავრობა მათი შეკრების შესახებ პარლამენტის შენობასთან, როგორც ამას ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს. რამდენიმე ათასი ადამიანი მშვიდობიან აქციაში იღებდა მონაწილეობას პარლამენტის წინ. ისინი ითხოვდნენ პარლამენტის დროულ არჩევნებს და საარჩევნო მართვის და ხმის მიცემის სისტემის რეფორმას.
პეტიცია:
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას:
1) სასწრაფოდ ჩაერიოს საქართველოს კრიზისში მომავალი გართულებებისა და გამწვავების ასარიდებლად;
2) საქართველოს კანომდამცველთა მიერ განხორციელებული ძალადობის აღიარება;
3) მოახდინოს გავლენა საქართველოს მთავრობაზე ოპოზიციის წევრებისა და დისიდენტების დევნის აღსაკვეთად;
4) მოახდინოს გავლენა პრეზიდენტ სააკაშვილზე, გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და მედიაზე აკრძალვები;
5) ჩაერიოს და აიძულოს საქართველოს მთავრობა, გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები.
--------------------
|