ერთი და იგივე დისკი ტრიალებს უსასრულოდ
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მიშა არ მოსწონთ ,მაგრამ ვერ ბედავენ საღად ააწყონ წინადადება, ვინ ჯობია მას, იმიტომ რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ხელისუფალი და ეს ქათმის ბარკლის მხვრელი მეფე უახლოს წლებში ვერ იქნება, ოპოზიციური პალიტრიდან უნდა იყოს რომელიმე. პასუხი? არ არის.
მე და ასევე სხვებიც ამბობენ, რომ მიშას ზოგადი კურსი მისაღებია, თუმცა ის არ არის იდეალური, საქმე იმაშია, რომ (ოპოზიციურად განწყობილი ხალხის უთქმელი რომ ჩვენ დავაკონკრეტოთ), რეალური ალტერნატივა, რომელიც უფრო მოგვეწონებოდა, არ არის.
'ოღონდ მიშა', 'ძირს მიშა', 'ოღონდ ეგ არა და სუნიანი ნასკი იყო' კი გულის ფხანაა და კრიტიკას არც იმსახურებს. საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, არგუმენტის უხერხული არარსებობაა იგრძნობა. ამის აღიარების ნაცვლად, ბუნებრივია უფრო კომფორტულია ფარული ან პირდაპირი, საკმაოდ უმწიფარი მოზარდისთვის დამახასიათებელი პოსტოლოგია 'მაგათ ტვინი არ აქვთ' და მისთანანი. მე რო ტვინი არ მაქვს, მაგას დიდი ხანია ვატყობ

მაგრამ ეს, პატივცემულო ოპონენტებო, თქვენს მსჯელობას ვერ შველის. გუშინდელი კი არა, თვით მოჭიდავეების ინციდენტიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად რომ ვაღიაროთ, ხოლო სააკაშვილს ბათუმის დაბობმვა დავაბრალოთ, ეს მექანიკურად ვერ ქმნის მის ალტერნატივას.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ თქვენი მეტ-ნაკლებად მოწონებული ლიდერები ამაზო ოდნავ მეტად რომ ზრუნავდნენ, ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. სხვათა შორის, მათი პოლიტიკური კარიერისთვისაც. .მაგრამ ამას გონება უდნა, რომელიც ან აქვს, ან არ აქვს ადამიანს.
This post has been edited by ი ს ტ ე რ ი კ ა on 9 Nov 2007, 00:48
”წვრილმანი ხულიგნობა, ისტერიკამ მოუხშირა”... დირკაბი... შევეсი ორმაგ სტანდარტებს....
არ მოგწონვარ? ნუ მოგწონვარ, მაგრამ შეხედულებებს არ ვიცვლი. პ.ს. მაინც ყველანი მევასებით, მხოლოდ ერთი გიენა და ქლესა გამოვლინდა :გივი:
ჰალეეეე ჰოპ! shit happens... ...თავი ისევ მიკანკალებს...