shota gagarini
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1055
წევრი No.: 36154
რეგისტრ.: 8-June 07
|
#7441665 · 22 Nov 2007, 10:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინ წაიყვანს ისტორიას ბედნიერებისკენ?
სული წმინდა დაბადე ჩემთანა და გული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა <ფსალმუნი>
ის ვისაც მე ვუყვარვარ, უყვარს ჩემი ძაღლიც <წმინდა ბერნარი>
მე გამოვედი ქუჩაში ალერსიანი მზერის საძებნელად <პიტერ ორლოვსკი>
ეს მსოფლიო არანორმალურია <ბეტმენი>
ინდივიდუალობის სახელით, რაც ადამიანის არსია, შევეცდები გამოვითქვა, გამოვიხატო, გადმოვიდე მოცემულობებიდან. ვაჩვენო საკუთარი ემოციონალური განწყობა საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობაზე. ალბათ მეთოდურ კრიტიკას ვერ შევძლებ, მაგრამ შევეცდები, იმ ეფექტის მიღწევას რაც რელიგიური ტექსტების კითხვას ახასიათებს, გონზე რომ ვერ მოხვალ რას გეუბნებიან, თუმცა გუმანით ხვდები და გრძნობ სინათლეს.
შევეცდები ვიყო რადიკალურად განსხვავებული, იმ ადამიანთაგან, რომელთა ნააზრევს, სიბრძნეს, როგორც წესი გამოჭრილს საკუთარ თარგზე, საკუთარი მდგომარეობის შიშით, ბოროტებით და კრეტინიზმით დატვირთულს მასმედიის საშუალებები არ გვაკლებენ. დაწყებული ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ზოგიერთი ოპოზიციონერის, შარდენის ინტელექტუალთა თუ ცნობილ “ხელოვანთა” ჩათვლით. ძირითადად მასმსედიის საშუალებებით მოწოდებული სიბრძნე ხომ – მაქსიმალურად რაფინირებული სისულელეა.
ჩვენი აზრები იმდენად მოკლეა, ჩვენი თავისუფლება იმდენად მორჩილი, ჩვენი მეტყველება იმდენად გაცვეთილი, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოდ ამის შედეგად შექმნილი უკიდეგანო წყვდიადი.
ყოველმა საზოგადოებრივმა და ეკონომიკურმა ფორმაციამ უნდა გაითვალისწინოს ადამიანური ურთიერთობების რა სისტემას ემყარება იგი. “სპექტაკლის საზოგადოების” წევრთა კოსმიური მარტოობის შეგრძნებას ემტება ის რომ ორგანიზებული ინდუსტრიული სისტემა ყოველ ფეხის ნაბიჯზე წარმოშობს კასტრირებულ ადამიანურ მატერიალს, საზოგადოებრივ პასიურობას და ადამიან-რობოტებს, რომელთა ცნობიერი პროცესები მექანიკურია, ადამიანური სპონტანური ურთიერთობები ნადგურდება, მათ ადგილს იკავებენ საგნები. “კულტურული ინდუსტრიის” მონსტრი ოკუპაციას უწევს ადამიანის მთელ თავისუფალ დროს იყენებს რა თავისუფლების ილუზიას, თავს ახვევს მას თავს საკუთარ “საგანთა წესრიგს”, როგორც მთელი მისი ცხოვრების კანონს და აქსიომას.
ინდივიდუალური აქტი ანტისოციალურია. შეშლილობა, გონებისაგან თავისუფლებაა, რომელიც ითრგუნება საზოგადოების რეპრესიული ღონისძიებებით. <არცთუ გამორჩეული ამონაკვეთი ბრეტონის სიურეალიზმის მანიფესტიდან>
დღესდღეისობითაც საქართველოში უმრავლესობა ინდივიდუალიზმს ურევს ეგოიზმის უკიდურეს გამოვლინებაში. ყოველგვარი დემაგოგიის და თავის უკიდურესად ალტრუისტული, ჰუმანური ბუნების წარმოჩენის გარეშე შევნიშნავ, რომ საქართველოში “ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობების” ინფლაციაა.
თუ შენ მუშაობ რომელიმე სოლიდურ კომპანიაში ან სახელმწიფო სტრუქტურაში, მაღალ პოზიციაზე, დადიხარ ძვირფასი მანქანით და ტანსაცმლით, გაქვს შესაძლებლობა წახვიდე სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, დადგე საშუალო სტატისტიკურ ადამინაზე მაღლა, კანონზე მაღლა, როცა გაქვს შესაძლებლობა არ იყო გაუცხოებული იმ საქონლისგან რასაც თავად ქმნი, არ მოიკლო ფუფუნების არცერთი საგანი, რათქმაუნდა ძალიან კარგად და ლამაზად გამოიყურება შენი მდგომარეობა. მაგრამ როცა შენს გვერდზე მოშიმშილე, დათრგუნული, უმიზნოდ მოხეტიალე ადამიანები სულ ყლეზე გკიდია, ეს უკვე საშინელებაა. არის ერთი რომ არ გეკიდოს შეცვლი რაიმეს? ან კონფორტისადმი მიდრეკილება ყველას აქვს და შენც, რეალიზებული ადამიანი, გამარჯვებულის მზერით გადმოცქერი ღარიბებს.
პირველი იგავი “აპოკალიფსის კულტურიდან”: ამ ჯერზე იუნგა გაბრაზდა. <<დაწყევლილო, სულელებო>> - იყვირა მან – <<ნუთუ ვერ ამჩნევთ რას აკეთებენ კაპიტანი და მისი თანაშემწენი, ისინი ცდილობენ რომ თქვენ მუდამამ თქვენს პრობლემებით დაკავდეთ და არ დაფიქრდეთ რა ხდება გემზე სინამდვილეში. ის ხომ სულ უფრო და უფრო შორს მიცურავს ჩრდილოეთისკენ და დაღუპვა გარდაუვალია. მაგრამ თქვენ თქვენს არასერიოზულ პრობლემებზე ჩივილის მეტს არაფერს აკეთებთ, ითხოვთ გადასაფარებლებს ლოგინებზე, გემზე ძაღლების ყოლის უფლებას, ყლის წოვის უფლებას.>> <<ფაშისტი>> დაუყვირა იუნგას ბებერმა პროფესორმა. კონტრრევოლუციონერი წამოიყვირა აქტივისტმა, ახალგაზრდა გოგომ. მათ მხარი აუბეს სხვა მგზავრებმაც და იუნგა გემიდან გადააგდეს. ხომალდი კი აგრძელებდა ცურვას ჩრდილოეთით. საბოლოოდ ორ აიზბერგს შორის აღმოჩნდა და ჩაიძირა.
დღესდღეისობით ანტიქრისტეს ყველაზე დასრულებული, სრულყოფილი, გეოპოლიტიკური და სოციალური ფორმა ამ პერსონაჟის ისტორიული რეალიზებისა გვევლინება დასავლეთის ის იდეოლოგია და სისტემა, რომელმაც დაამყარა პლანეტარული დომინაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის სახით” და საითკენაც მიპყრობილია საქართველოს ხელისუფალთა მონური მზერა. რის შესახებაც აღნიშნავენ არანაკლებ გამოსირებული რუსთა ხელისუფალნი, ოღონდ სხვა მიზეზთა გამო.
ინდივიდუალიზმი არ გამორიცხავს სოლიდარობას. სოლიდარობის გაგების ერთი მხრივ შეიძლება ჩავთვალოთ ჩემი განწყობა 7 ნოემბრის დარბევაზე. როცა ყოველი “დუბინკა”, რომელიც იქ ადამიანებს მოხვდათ, მეც მხვდებოდა. შემდეგ ახსნეს რომ თურმე ეს ევროპაში ასე ხდება და რომ ევროპული გაზით მომწამლეს. ის არ უთქვამთ, სადმე ცემენ თუ არა მოშიმშილეებს? ასე გავეშებულად ურტყამენ თუ არა საკუთარ მოსახლეობას. მითუმეტეს არ ყოფილა არცერთი განცხადება, მოწოდება რომ სამართალდამცავებს არ გადაეჭარბებინათ თავიანთი უფლებამოსილებისთვის. დარბევა კი – ხდება მაშინ, როცა პრობლემა თითქმის მოგვარებული იყო. მთელი დღე თავზარდაცემული დავეხეტებოდი ქალაქში. ჩანაწერი, რომელიც მეორე დღეს ვიპოვნე ქუჩაში:
<<რა უქნეს ქალაქს, ქალაქში ჯარი დგას. ყველა შეშინებულია. ტოტალური შიში იგრძნობა ადამიანთა თვალებში. სადმე გვამების გროვას, რომ გადავეყარო არც გამიკვირდება. ყველას ეშინია რომ ცემენ, დაიჭერენ, მოკლავენ. საფრთხე კი იმდენად რეალურია, რომ ჩვეულებრივი გამვლელივით დაეხეტება ქუჩაში. არავინ უვლის ყვავილებს. ქალაქი მარტოა თითქოს. არადა სავსეა. არეული. ჯარისკაცები, ნიღბიანები, “დუბინკებით”, თესლი ღიმილით. დედა აქვს მოტყნული ქალაქის ენერგეტიკას.
შემოდგომაა, გვიანი შემოდგომა, როცა ყველაზე კარგად იგრძნობა მყუდრო სიტუაციაები, როცა უნდა ისეირნო ქუჩაში, ფოთოლცვენაში, პირველ ყინვაში, დალიო ყავა, უსმინო ჯაზს, დაორთქლილი კაფის ფანჯრიდან უყურო წვიმიან ქუჩას და ქოლგებით მოსიარულეებს. ახლა კი ჯარი დგას. საგანგებო რეჟიმია. თითქოს საგნები მეტყველებენ, ადამიანები დუმან. სიჩუმეც ხმაურობს. ნელი ნაბიჯებიც გარბიან. ყველა დაძაბულია. დაზაფრული ვარ მეც. საპოლიციო სახელმწიფოა, ძალადობით გაჟღენთილი.
დაღამებისას შენობებში, სხვადასხვა ფერად ანთება ფანჯრების, ჰგავს ფოთოლცვენას და გვამცნობს ადამიანთა ფრთხილ გადაადგილებებს ოთახებში. გრძნობ რომ შიში ქუჩებიდან სახლებში შედის.>>
7 ნოემრის მოვლენები, ხელისუფლებამ დემოკრატიის უზენაეს გამოვლინებად გამოაცხადა. <<ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატულია>>. ამბობდნენ ისინი, თითქოს დემოკრატია, სურათი ან რაიმე საგანია, რომელიც ქვეყანაში უნდა გეგდოს და საჭიროების შემთხვევაში აჩვენო, გამოაჩინო.
ის რომ ქვეყანის პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ამის გამო უარი თქვა ადამიანურ პირობებზე. ხოლო თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ნაცნობ-მეგობართა წრემ არაფერი არ უნდა მოიკლონ. სოციალურ ნიადაგზე ჯანყი? ეს ხომ დამამცირებელია. ქართველი ხომ ისეთი ამაყია, რომ არც უნდა ლაპარაკობდეს, არათუ აპროტესტებდეს, საკუთარ სოციალურ გაჭირვებას და ამის მიზეზებს, სახელმწიფოს კუთვნილ დანაშაულს. სიზარმაცე სხვა საკითხია.
საზოგადოების მიზანია ისეთი პირობების შექმნა, რომ ყოველ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა გონებრივი, სიყვარულის, შემოქმედების სრული რეალიზებისა. საზოგადოებრივი ინსტიტუტები უნდა ემსახურებოდეს გაუცხოების დაძლევას და დაეხმარონ ადამიანებს ნამდვილი თავისუფლებისა და ინდივიდუალობის მიღწევაში.
მეორე იგავი: საკუთარი მეტამორფოზის პირას მყოფმა მუხლოხოებმა პირველად დაინახეს პეპელა.
კონსერვატორმა მუხლუხა - ორთოდოქსმა ჩაიბუზღუნა: “ეს ხომ უკანონო და ამორალურია. უნდა დააპატიმრო ეს უპასუხისმგებლო არსება და ჩასვა გალიაში. დაე, იხოხოს მიწაზე ჩვენსავით.”
მუხლუხა - ტექნოლოგმა მძიმედ ამოიხვნეშა და სევდიანად თქვა: “მე ვერასდროს გავხდები ერთ - ერთი მათგანი.”
პროგრესულმა, მუხლუხა - ლიბერალმა რიტორიკულად წამოიძახა: “როგორ ბედავს ეს არასერიოზული ქმნილება თავისუფლად ფრენას, როცა პეპლებს ბანგლადეშში ფერადი ტელევიზორები არ აქვთ და ეთიოპიის პეპლები კი შიმშილობენ?”
მუხლუხა - ბუდისტმა ამპარტავნად ამოთქვა “ომ” და მრავნიშნელოვნად დასძინა: “მე არ მჭირდება ფრთები, იმისათვის რომ გავფრინდე. საკმარისია ჩავჯდე ლოტოსშიDდა გავფრინდები ასტრალში”
მუხლუხა - ქრისტიანმა კი პირჯვარი გადაისახა და საყვედურის ტონით თქვა: “თუ ღმერთის ნება იქნებოდა, რომ ჩვენ მუხლუხოებს გვეფრინა, ის მოგვცემდა ფრთებს.”
შემოგვიერთდით, ხვალ უკვე გვიანი იქნება
უმაღლესი რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია არის ქმედების უნარი. მთავარია იყო სიკვდილის მოწინააღმდეგე. სამყაროს ჰარმონიული გაშლისა და განვითარებისთვის ბრძოლა ყოველთვის გამოიღებს შედეგს.
მწამს რომ ადამიანი “პოტენციური ანგელოზია”, მისი ცნობიერება კი – ყვავილი, რომელიც იფურჩქნება ყოველმხრივ, ყოველივე მექანიკის კანონების თუ შეზღუდვების გარეშე. ასე რომ შემოერთება, ნიშნავს გააცნობიერო საკუთარი თავი, მიანიჭო ცოდნას სიცოცხლე დაDდაუპირისპირდე სისტემას.
გააცნობიერე შენი თავი ყველგან და ყოველთვის. გააცნობიერე იქ სადაც გიცნობენ და იქ სადაც არავინ არ გიცნობს. გააცნობიერე ორგაზმის მომენტში და ჯვარზე გაკვრიდან სამი დღის შემდეგ. გააცნობიერე კომპიუტერების გამაყრუებულ ზუზუნში და ქუჩაში, წამლის დოზის ლოდინის დროს. გააცნობიერე ოთახში, კედლებით და მძინარეთა სიზმრებით შეზღუდულმა. გააცნობიერე ყვერებში მახათის გაყრისას ან სულაც ბოდჰის ხის ქვეშ. გააცნობიერე საკანში ან მინდორზე, “ასფალტისკანიანი ქალაქისაგან შორს” გააცნობიერე მიწისქვეშა გადასასვლელში და წითელ ხალიჩაზე. გააცნობიერე სიბინძურეში, სიცივეში, შიმშილისას. გააცნობიერე თავი შენი ტბის სანაპიროზე და კოსმოსში. გააცნობიერე თავი შენი ყველგან და ყოველთვის. <ნაწყვეტი ბუშტის სუტრიდან, რომელიც ისე დავკარგე, რომ არც კი დამიმთავრებია. იმედია კიდევ დავწერ.>
თუ გინდა შეცვალო სამყარო, შენ თვითონ შეიცვალე. ყოველი ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, სხვადასხვა ფორმებით, იქნება ეს ეკონომიკურ ასპექტში, როგორც სოციალიზმი – კაპიტალიზმის წინააღმდეგ, თუ პროტესტი სპონტანურ, არტისტული, ესთეტიურ ინტუიციას დამყარებული – იმსახურებს სიმპატიას და სოლიდარობას. რადგან ეს ფორმები ურთიერთკავშირშია. დღეს მემარცხენეობა უკვე მივიდა ონტოლოგიის და ტრადიციონალიზმის თემებთან. რევოლუცია სისტემის ჩარჩოებში აბსურდია. ვინაიდან ფორმა იპყრობს ყველაფერს, ის მართავს პროცესებს, გამოჰყავს ხალხი ქუჩაში და აფრიალებს წითელ დროშებს, მხოლოდ ვიზუალური, ზედაპირული მიდგომით რაიმეს შეცვლა შეუძლებელია. მომყავს ამონაკვეთები ერიხ ფრომის “ჰუმანიტარული სოციალიზმიდან”, მგონი უმრავლესობა, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანების, გაიზიარებს იმ ძირითადი პუნქტებს, რასაც ეს მანიფესტაცია ეფუძნება.
ჰუმანიტარული სოციალიზმის მიზანია საზოგადოება, რომელშიც ყოველი ადამიანის სრულფასოვანი განვითარება გვევლინება, მთელი საზოგადოების განვითერების წინაპირობად.
ადამიანი უნდა განკარგავდეს ცხოვრებისეულ სიტუაციებს და არა სიტუაციები ადამიანს.
ადამიანი არ უნდა იქცეს საშუალებად ვინმესათვის მიზნის მისაღწევად.
ჰუმანიტარული სოციალიზმი რადიკალური მოწინააღმდეგეა ომისა. მშვიდობა კი აღნიშნავს არა მხოლოდ “არა ომს” არამედ პოზიტიურ პრინციპს ადამიანური ურთიერთობებისა.
ჰუმანიტარული სოციალიზმი ყოველთვის იბრძვის თავისუფლებისთვის, თავისუფლება შიშისგან, უსამართლობისგან, სოციალური სიდუხჭირისაგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან. თავისუფლება არა მხოლოდ “რაღაცისგან - გან”, არამედ თავისუფლება “-თვის”. საუბარია თავისუფლებაზე აქტიურად და პასუხისმგებლობით მონაწილეობაზე ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც გვეხება. საუბარია ყოველი ადამიანის პოტენციალის თავისუფალ რეალიზებაზე, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
დემოკრატიული პროცესებები გაფართოება, არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ სექტორზე.
ცენტრალიზებული სახელმწიფოს ფუნქციები უნდა იყოს დაყვანილი მინიმუმამდე.
ყოველმა ქვეყანამ თავისი მიზნების ფორმულირება უნდა მოახდინოს ტრადიციების და აქტუალური სიტუაციებს გათვალისწინებით.
მთლიანად იგრძნო, ის რასაც აკეთებ - უკვე რადიკალიზმია. “აქციე ადამიანური ცხოვრება _ სპონტანურ შემოქმედებით აქტად, გარეშემო სივრცე კი მხატვრულ ფაქტად. რევოლუცია ჩვენი ხელოვნებაა და ჩაფლულები წინააღმდეგობის, ურთიერთდახმარების, გულწრფელობის და “უხელისუფლებობის”, არაგაუცხოებული ყოფის ატმოსფეროში, ვიგრძნობთ, რომ რაღაცის შეცვლა _ შესაძლებელია, უტოპია _ რეალურია, ბრძოლას კი _ სიხარული მოაქვს.”
მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
ეს ფიცია ერთმანეთისადმი:
“ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ყოველგვარი ძალდატანებისა და უკუღმართობის გარეშე ვფიცავ ვიყო ყვავილი. ვფიცავ ვიყო მზის ნათელი. ვფიცავ ვიყო წმინდანი. და ეს თითქმის დასაწყისია გზისა, რომელიც გულზე გადის, გულის მაგივრად კი ხიდია. გზისა, რომელიც ომზე გადის და ამას თვალებიდან კი არა შენიდან ვხედავ.“
პ.ს. გვინდა გამოფენის მოწყობა, ფოტოებით, დიდი კომპოზიციებით, ინსტალაციებით, პერფორმანსებით. რომელიც მიეძღვნება 7 ნოემბერს, იმ რეალობის ჩვენება რაც იყო, სიურეალისტური, დადაისტური, პოპ-არტისტული სახისმეტყველების ბაზაზე ეს იქნება არა ძალადობას, არა ტოტალიტარიზმის ყოველგვარ გამოვლინებას. დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
ვაგროვებთ მასალას, იდეებს. შეიძლება ეს იყოს ფოტოები, სამოყვარულო კამერებით, მობილურებით გადაღებული, რომელიც ასახავს იმ დღის ძალადობას. შეიძლება საინფორმაციო სააგენტოებს ან ჟურნალისტებს ჰქონდეთ, შედარებით მაღალი ხარისხის მასალა, ფოტო, ვიდეო ვისაც აქვს შესაბამისი კავშირები, დაგვეხმარეთ.
დაგვიკავშირდით, თუ გაგიჩნდებათ რაიმე იდეა ან ნამუშევარის წარმოდგენას მოინდომებთ.
ალექსა - aleqsa@gmail.com შოთა - shotagagarini@gmail.com
--------------------
www.litsakhelebi.ge
|