giorga40ikako_ikaaaLV-426ევროპული ქვეყნების მაგალითი რომ ავიღოთ,ცხელი სისხლით ოდნავ ვგავართ იტალიელებს. ერთი კითხვა მაქვს, მილიარდერი ბერლუსკონი 2ჯერ იყო იტალიის პრემიერმინისტრი და არცერთხელ პოსტი ფინანსურ მაქინაციებში დადანაშაულების გარეშე არ დაუტოვია. რათა ფული აკლია იმ ჩემისას?

ეხლა ჩამოვთვალოთ არკადის მიღწევები :
არაკომერციული პროექტები
-----------------------------------
1. გადასარევი საქმე ლეიკემიით დაავადებულ ბავშთა დახმარება.
2.შიგადაშიგ ბავშვთა სახლების დახმარება ზომაზე მეტად გაპიარებული მაგრამ,დახმარება დახმარებაა.
-----------------------------------
კომერციული პროქტები :
1.ტელერადიო კომპანია იმედი, რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო მაგრამ ბოლოხანს, მიუხედავად ჩემი სიმპატიისა უნდა ავღნიშნო რომ ანგაჟირებული საინფორმაციო საშუალება გახდა, რასაც დიდად შეუწყო ხელი ხელისუფლების უგუნურმა ბოიკოტმა...
2.ინტერპრესსნიუსი
3.ტელენეტი+იბერიატელი (ძვირია მაგრამ ხარისხიანია)
4.ცირკი (პლიუსად ვერ ჩავუთვლი,იმიტომ რომ ის არ იყიდდა სხვა იყიდდა და ცირკი მაინც იმუშავებდა)
5.მთაწმინდის პარკი (გადასარევი პროექტია)
6.ყულევის ტერმინალი (გაყიდა)
7. ღვინის წარმოება მცირე მასშტაბებით
8.სტანდარტ ბანკი
9.შაქრის მონოპოლიური შემომტანი
10. სპორტსმენების დაფინანსება,ოლიმპიური კომიტეტის წევრების ხელფასის გადახდა ჯიბიდან
11.იმედის ქალაქი ურეკში (უზომოდ გაპიარებული სისულელე)
12.პარკის კეთილმოწყობა ქობულეთში (ქალაქში და არა ჩოლოქზე,ჩოლოქზე ბიძინას გაკეთებულია)
არცერთი ასე თუ ისე მაშტაბური წარმოება (ქარხანა) არ გააჩნია. იყიდა მაუდ-კამვოლი და ვერ დაქოქა.
მაგთის წილი ბოლო ბოლო იყიდა თუ არა არ ვიცი ...
13 მილიარდის პატრონისათვის,ნამეტანი სკუდნი ინვესტიციაა იმ ქვეყანაში რომლის აყვავებაც შენი ცხოვრების საქმეა და სადაც გაპრეზიდენტებას აპირებ

პ.ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილით დამატებით სალაპარაკოს აძლევს ბოკერიას, რომ 2-7 ნოემბრის მოვლენები და ოქრუაშვილგეითი სწორედ ამისთვის იყო მოწყობილი,განსაკუთრებით მიტინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ " მე რიგითი ჯარისკაცი ვარ და არანაირი თანამდებობა არ მჭირდება". ეს ჩემი აზრია, და ნუ ჩამქოლავთ თუ შეიძლება

-----------------------------