რესპებმა ხარაკირი გაიკეთეს და ეს არის ამ მოვლენების კიდევ ერთი (სხვა მრავალს შორის) დადებითი შედეგი.
დადებითი იმიტომ, რომ დაიმსხვრა მითი რესპების რესპექტაბელობის შესახებ.

რითი გაიკეთეს ხარაკირი? იმით, რომ იკადრეს ის, რაც ახალმა მემარჯვენეებმაც კი არ იკადრეს.
დადგენ იქ, სადაც თავი მოიყარეს ყველაზე ბნელმა და ანტიდასავლურმა ჯგუფებმა.
ამ მიტინგის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ირაკლი ოქრუაშვილის ე.წ. ქარიზმა. რესპების და მათი მსგავსი აქტრისების გულისთვის იქ 500 კაციც არ მივიდოდა.
ვინ არის ოქრუაშვილი? ოქრუაშვილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი ბუა, რადიკალი და სისხლიანი ქორი.
შესაბამისად, რესპების მთელი პროპაგანდა, რომ თურმე ისინი სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდნენ იმიტომ, რომ წინააღმდეგი იყვნენ ძალადობის და ადამიანის უფლებების დარღვევის, მარტივად გაცამტვერდა, რადგან ისინი დადგნენ ამ ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური წარმომადგენლის გვერდით.
რესპების მთავარი იდეოლოგიური ქვაკუთხედი იყო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და ქვეყნის ფედერალიზაცია.
და ამ დროს ისინი დადგნენ იმ კაცის გვერდით, რომელიც მოუწოდებდა ცხინვალის შტურმის აღებისკენ და ყოველთვის იყო ომის მომხრე ანუ იყო პირწავადნილი "ქორი".
შესაბამისად, ამით გაცამტვერდა რესპების მთელი იდეოლოგიური პლატფორმა.

და წყალში გადაიყარა მათი პაციფისტობა სხვადასხვა კონფერენციებზე (თუმცა, აღებული გრანტები კი დარჩა

)
ეს იგრძნო თვით პაატა ზაქარეიშვილმაც კი და თავი აარიდა მოვლენებში მონაწილეობას.

რესპებმა მიიღეს მომაკვდინებელი დარტყმა იმით, რომ საბოლოოდ გამოაშკარავდა მათი მთავარი ორატორის, ლევან ბ-შვილის კაგებეშნიკობა.
აწი ვერაფერს უშველის ბარიშნასავით თვალების პრუწვა და ხელის აფარება, ბავშვიც კი მიხვდა უკვე იმას, რაც დიდი ხანია ცნობილი იყო პოლიტიკაში ჩახედული ადამიანებისთვის.
მითი რესპების რესპექტაბელობის შესახებ განსაკუთრებით კომიკურია 2-3 ადამიანის გამო.
რესპების მთავარი სპონსორია ვინმე ვალერი გელაშვილი.
ვინ არის ვალერი გელაშვილი?
ვალერი გელაშვილი არის ლიტველი მაფიოზი, რომელმაც ფული იშოვა არეულ დროს სპირტის ბიზნესით. ვისაც ახსოვს, რას ნიშნავდა მაშინ სპირტის ბიზნესი, ის უკვე მიხვდება ყველაფერს.
1999 წლიდან ვალერი გელაშვილი იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც მას ხმა არ ამოუღია და უმარტივესი მისახვედრია, რისთვის სჭირდებოდა მას დეპუტატობა. თავისი ბინძური ფულის საქართველოში დასაბანდებლად და კრიშების შოვნისთვის.
ვალერი გელაშვილი არის ე.წ. სასტუმროების, სინამდვილეში კი ბორდელების მფლობელი ლიტვაში, სხვათაშორის, რესპების დელეგაცია სტუმრობდა ამ სასტუმრობში და დარწმუნებული ვარ, კარგად გაერთნენ ლიტველ გოგონებთან. ლიტველი გოგონები კი რომ მართლაც მომხიბლავი არიან, ამაში ალბათ ეჭვია არავის ეპარება.
თუმცა უკრაინელი გოგოები ჯობიან თუ ლიტველები, საკამათო რჩება.