#7386835 · 18 Nov 2007, 00:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთზე მაინც იტყვით, რომ პოზიტიურია, მაშინ უნდა დამეთანხმოთ, რომ ოპოზიციის გაერთიანებამ შედეგი მოიტანა. |
კარგი, დამითანხმეთ! ამ აქციებს ნამდვილად მოჰყვა პოზიტიური შედეგებიც. ხელისუფლებას "შეჭანჭყარება" უდავოდ არ აწყენდა და ეს მიიღო კიდეც - მართლა გამაღიზიანებლად თავდაჯერებულები იყვნენ! მაგრამ ამასთან ოპოზიციის გაერთიანებას ძალიან ირიბი კავშირი აქვს. მათი მიზანი (ან უმთავრესი მიზანი) ეს პოზიტიური შედეგები სულაც არ ყოფილა და მათი არჩეული გზაც ძალიან საეჭვოა - მარტო ის ზიანი რად ღირს, რაც ქვეყნის (და არა მხოლოდ მისი პრეზიდენტის!) იმიჯს მიადგა. მათ ამ ერთობით პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურდათ, ხალხის სოციალური უკმაყოფილება გამოიყენეს და შეეცადნენ, პოლიტიკურ პროცესებს ქეჩოში მოქცეოდნენ... ეს ერთობა აბსოლუტურად ხელოვნურია და არჩევნების მერე (ან იქნებ, მანამდეც) აუცილებლად დაიშლება.
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|