მე არ ვაპირებ ტელეკომპანია იმედის მხარდამჭერ აქციაზე წასვლას, რადგან მაღალი ეჭვი მაქვს, რომ მისი მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი, რამოდენიმე თანამშრომელი და მათთან დაკავშირებული პირები მართლაც ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში.
ჩემი ეჭვის საფუძველი ეყრდნობა შემდეგ ფაქტებს:
1. ტელეკომპანია იმედის მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის ლეგალური სატელეფონო ჩანაწერი ამავე კომპანიის ტელეჟურნალისტთან გიორგი თარგამაძესთან. გარდა ლეგალურობისა ამ და სხვა სატელეფონო ჩანაწერების უტყუარობას ადასტურებს ინტონაციის თანაბარი სიხშირე, რაც ირღვევა სხვადსხვა დროს, სხვადასხვა ემოციით და სხვადასხვა სიტუაციაში ნათქვამი სიტყვების კომბინაციით შექმნილი მონტაჟისას. საჭიროების შემთხვევაში ამ და სხვა სატელეფონო ჩანაწერების უტყუარობას უცხოელი ექსპერტებიც შეამოწმობენსაქმის არსი:ბადრი პატარკაციშვილი ესაუბრება გიორგი თარგამაძეს და ინტერესდება მიტინგზე ხალხის რაოდენობით, სიტუაციით, ამბობს, რომ ნერვიულობს და თარგამაძეს ეუბნება, რომ რაღაც უნდა შეცვალონ რისთვისაც კონსულტაციებზე თბილისში გზავნის ტოლიკას, რომელიც ეტყვის თუ როგორ უნდა მოიქცნენ.
იურიდიული შედეგი:სატელეფონო საუბრის უტყუარობის შემთხვევაში (რაც დამტკიცებულია

) მარტო ეს სატელეფონო ჩანაწერი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოწმის (არა ეჭვმიტანილის და არა ბრალდებულის) სტატუსით დაკითხონ ბადრი პატარკაციშვილი და პასუხი მოსთხოვონ კითხვებზე:
- რას ნიშნავს, რომ მიტინგებზე რაღაც უნდა შეცვალონ და რა ბერკეტით აპირებენ ამას (თუნდაც მშვიდობიანი იყოს)?
- ვინ არის ტოლიკა, რა კავშირი აქვს პატარკაციშვილთან და რას საქმიანობს?
- რა კონსულტაციებზე გამოაგზავნა ის თბილისში მიტინგებთან დაკავშირებით, ჩამოვიდა თუ არა თბილისში და მისცა თუ არა შესაბამისი მითითებები გიორგი თარგამაძეს?
2. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაძაბულობის ზენიტის დროს გაგზავნილი ეს-ემ-ეს შეტყობინებას თარგამაძესთან, აღნიშნული ტექსტური შეტყობინება გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატურისა დაფიქსირებულია მობილური სისტემის სერვერზეც და არავითარ ეჭვს არ იწვევსსაქმის არსი:სიტუაციის ესკალაციის დროს ბადრი პატარკაციშვილი უგზავნის ეს-ემ-ეს შეტყობინებას გიორგი თარგამაძეს, სადაც ის ეუბნება, რომ უკვე ტელეიმედის ეთერში გავიდა მისი ცნობილი მოწოდება თუ ჯერ არა, რაზეც გიორგი თარგამაძე პასუხობს, რომ განცხადება უკვე გაკეთებულია.
იურიდიული შედეგი:ეს-ემ-ეს შეტყობინების უტყუარობის შემთხვევაში (რაც 100%-იანია

) პატარკაციშვილს თავისუფლად შეიძლება მოწმის სახით ჩამოერთვას ჩვენება და დაესვას კითხვები:
- რამ განაპირობა მისი ასეთი დიდი დაინტერესება მისი განცხადების ტელე-ეთერში ზუსტად და დროულად გასვლასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ქუჩებში ძალიან დაძაბულია სიტუაცია და მიმდინარეობს შეტაკებები?
- ესაუბრებოდა თუ არა იგი რაიმე საშუალებებით იმედის სხვა თანამშრომლებს მიტინგის დეტალების გარშემო და თუ ესაუბრებოდა ვის და რას?
3. ბადრი პატარკაციშვილთან არსებული დაცვის ფირმების თანამშრომლების საუბრის ლეგალური კომპიუტერული ჩანაწერი, სადაც ახსენებენ პატარკაციშვილის დაცვის უფროსს საშა მაისურაძეს, რომელიც კოორდინირებს შიიარაღებული ჯგუფის შექმნასსაქმის არსი:არსებობს ლეგალური კომპიუტერული ჩანაწერი დაცვის ფირმის - "პროფესიული დაცვის ლიგის" დირექტორს გიორგი ბერიძეს და მის თანამშრომელს ზურა მეტრეველს შორის. ისინი საუბრობდნენ უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შექმნაზე და ახსენებდნენ საშა მაისურაძეს, რომელიც კოორდინირებას უწევდა ამ საქმეს. საშა მაისურაძე არის პატარკაციშვილის ყოფილი დაცვის უფროსი, მასთან ძალიან დაახლოებული პირი და პარალელურად ტელეკომპანია იმედის თანამშრომელი, ოფიციალურ დოკუმენტებში იგი კონსულტანტადაა გაფორმებული. გიორგი ბერიძე და ზურაბ მტრეველი დაკავებულები არიან, მათ აღიარეს დანაშაული და აღმოუჩინეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და საბრძოლო მასალა.
იურიდიული შედეგი:თუ კომპიუტერული ჩანაწერი მართალია და ეს უდავოა, რადგან გარდა ექსპერტიზის შემოწმებისა თვითონ აღნიშნულმა პირებმაც აღიარეს დანაშაული, მაშინ აუცილებლად უნდა დაკითხულ იქნეს ტელეკომპანია იმედის კონსულტანტი საშა მაისურაძე უკვე ეჭვმიტანილის სტატუსით და დაესვას კითხვები:
- რა მიზნით კოორდინირებდა იგი არეულობის პერიოდში იარაღის შეძენას?
- ჰქონდა თუ არა მას ამისთვის უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილისგან მითითება?
- ვინები არიან ჩანაწერში აღნიშნული სხვა პირები?
ასევე ბადრი პატარკაციშვილს უნდა დაესვას კითხვები:
- იყო თუ არა იგი საქმის კურსში, რომ ტელეიმედის კონსულტანტი და აგრეთვე მისი პარტნიორი დაცვის ფირმები უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ამზადებდნენ?
4. ტელეკომპანია იმედის შენობაში მისი დალუქვის შემდეგ აღმოჩენილი კონტრაქტი ტელეიმედსა და ნიუსკორპს შორის საქმის არსი:აღმოჩენილი კონტრაქტის თანახმად ბადრი პატარკაციშვილმა არეულობის დაწყებამდე კვირებით ადრე მრავალმილიონიანი ღირებულების ტელეკომპანია იმედის მართვის უფლება გადასცა ნიუსკორპს წარმოუდგენლად მიზერულ თანხად 3500 დოლარად (!!!), რომელიც არანირად არ გავს ეკონომიკურ ბიზნეს გარიგებას და ის მრავალჯერ მცირეა მის საბაზრო ფასთან, ივარაუდება, რომ მას სხვა წინასწარგანზრახული მიზნები ამოძრავებდა.
იურიდიული შედეგი:ბადრი პატარკაციშვილს და აგრეთვე ტელეკომპანიის ადმინისტრაციას აუცილებლად უნდა დესვას შემდეგი კითხვები:
- არის ეს დოკუმენტი ფიქტიური თუ არა? (პარალელურად გადაეცეს ექსპერტიზას)
- რა ახსნა აქვს იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანიის მართვის უფლებას გასცემ ყოველად წარმოუდგენელ და არარეალურ ფასად არეულობის დაწყებამდე სულ მცირე დროით ადრე?
5. ბადრი პატარკაციშვილის მიერ ტელე-ეთერით გაკეთებული განცხადება (ეს განცხადება შეგნებულად დავწერე უკანა პლანზე, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რანგის სამხილია და არა ნომერ პირველი სამხილი, როგორც ბევრს ჰგონია)საქმის არსი:ეს განცხადება ძლიერი სამხილი არც ახლა არის, მაგრამ სამხილი საერთოდ არ იქნებოდა, რომ არა შემდეგი ფრაზა მისი განცხადებიდან:
"...სააკაშვილის ხელისუფლება დანაშაულებრივი აღმოჩნდა, დღეს მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს თვალწინ
ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმურობა..."
როდესაც ლაპარაკობ, რომ ხელისუფლებამ დანაშაულებრივობის გამო დაკარგა ლეგიტიმურობა (კანონიერება) ეს მარტივი სიტყვებით ნიშნავს, რომ ხელისუფლება უკანონოა ანუ ხელისუფლება აღარ არის ხელისუფლება, კანონგარეშედ მართავს ქვეყანას და ცხადია ასეთი ხელისუფლება დასამხობი გამოდის. გარდა ამისა უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოებას, როდესაც მე სრულიად უიარაღო მდგომარეობაში ფიზიკურად ჩემზე ორჯერ ძლიერ ადამიანს ვემუქრები, რომ მოგკლავ-თქო, ასეთ ვითარებაში ეს მუქარად ვერ ჩაითვლება, რადგან არარეალურია მისი შესრულება, მაგრამ როდესაც ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით ხელში იმუქრება ადამიანის მოკვლით მას სულ სხვა კვალიფიკაცია ენიჭება. ამგვარად ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პატარკაციშვილის ეს მოწოდება კეთდება იმ დროს, როდესაც ქუჩაში ათეულათასობით ადამიანია გამოსული და პატარკაციშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიცია უკვე ყოველგვარი რბილი ფორმების გარეშე ღიად მოუწოდებს, რომ "ორ საათზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და დავასრულოთ ამ ხელისუფლების არსებობაო" (ცხადია არაკონსტიტუციური გზით). აქ საკითხი ცოტა სხვაგვარად დგას, პატარკაციშვილმა ნამდვილად გააკეთა მოწოდება ხელისუფლების წინააღმრდეგ არა კონსტიტუციური ბრძოლისკენ იმ მიზეზით, რომ ხელისუფლება უკანონო გახდაო (ეს იგივე დამხობისკენ მოწოდებაა), მაგრამ რამდენად შეიძლება სისხლის სამართლის დევნა ადამიანის, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ და არეულობისკენ მოუწოდებს ტელევიზიით ეს ცხადია საკამათოა.
გამოძიება მიმდინარეობს ამჟამადაც, სავარაუდოდ ეჭვმიტანილი პირებიც ისმენებიან (ცხადია ლეგალურად), მიმდინარეობს დაკითხვა უკვე დაკავებული პირების და აგრეთვე დაკითხვაზე დასახელებული პიროვნებების, ვლინდება ახალი გარემოებები, ასეთ დროს ცხადია გამოქვეყნებული მასალა სულაც არ არის მთელი მოცულობა (და შეიძლება არც ნახევარი) იმ საქმისა, რაც პატარკაციშვილის საქმეზე არსებობს, ცხადია ყველაფერს ერთბაშად არ წარმოაჩინებენ, რადგან ის გარდა ხალხისა ეჭვმიტანილებისთვისაც გახდება ცნობილი. ეს მარტივი და ცნობილი მეთოდია, რომლითაც პროკურატურა და უშიშროება მოქმედებს.
ასევე ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ტელეკომპანია იმედი არ დაუხურავთ, მისი ლიცენზია შეცერებულია დროებით, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, იძებნება სხვა სამხილები, მუშავდება გამოტანილი ინფორმაცია. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმედი აუცილებლად დამნაშავეა, მითუმეტეს გამოძიება საერთოდ არ იმდინარეობს ტელეიმედის, როგორც იურიდიული პირის წინააღმრდეგ, აქ საუბარია უშუალოდ პატარკაციშვილზე და მასთან აქტიურად დაკავშირებულ რამდენიმე პირზე, ცხადია როდესაც ასეთი საეჭვო ფაქტები არსებობს (და არა მტკიცებულებები) და მიმდინარეობს გამოძიება და მოკვლევა, უბრალოდ უაზრობაა რომ ტელეკომპანია იმედი მაუწყებლობდეს, ეს წააგავს წინასწარი დაკავების ერთგვარ ინტერპრეტაციას ანუ ტელეიმედი არის წინასწარი დაკავების საკანში და მიმდინარეობს გამოძიება, წინასწარი დაკავების საკანში ეჭვმიტანილის მოხვედრა ჩვეულებრივი მოვლენაა, ეჭვმიტანილი კი შეიძლება სულაც არ იყოს დამნაშავე, ასეთი პრეცენდენტი მიღებულია სამართლაში და გამოძიების დასრულების თანავე ტელეიმედის მაუწყებლობა აღდგება და სისხის სამართლის დევნას უკვე პატარკაციშვილი და მასთან დაკავშირებული პიროვნებები დაექვემდებარებიან, რომლებზედაც საკმარისი სამხილი იქნება, შეიძლება ბრალის წასაყენებადაც.
მე არავითარი სურვილი არ მაქვს წავიდე ასეთ გაუგებარ აქციაზე და მოვითხოვო ის, რაც ეწინააღმრდეგება გამოძიების წარმოებას და რაც მტვარია მოვითხოვო ის, რაც თავისთავად შესრულდება გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც გამოძიება დამთავრდება.