SWATჰა და მოისვენე,

და რაც შეეხება კუდ-ს აგერ ბატონო გადაიმეორე
-----------------
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი, გასამხედროებული სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც სპეცსამსახურის საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით იცავს საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას.
ყოფილი ხელისუფლების პირობებში აღნიშნულ სამსახურს ჰქონდა თითქმის იგივე ფუნქციები, თუმცა მათი შედეგი - ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და მომხდარი რევოლუცია იყო.
2004 წელს დაიწყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი ერა. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, სამსახურიდან ჩამოშორებულ იქნა კორუმპირებული ჩინოვნიკები, მათი ადგილი დაიკავა ახალგაზრდა ნიჭიერმა კადრებმა. სამსახურში შენარჩუნებულ იქნა ძველი თანამშრომლების ის ბირთვი, რომლებსაც ჰქონდათ მუშაობის ჟინი, ისინი განახლებული გაათკეცებული ენერგიით შეუდგნენ ახალ საქმეს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ჩამოყალიბების პროცესში დღითი-დღე ძლიერდებოდა, რამოდენიმე თვეში მოქალაქეები თვითონ ცდილობდნენ ინფორმაცია მიეცათ თანამშრომლებისათვის, რადგან ნდობის ფაქტორი მუდმივად იზრდებოდა.
დეპარტამენტის შექმნიდან სულ მცირე დროში გამოვლენილ იქნა მრავალი სამართალდარღვევა. მოსახლეობამ პირველად დაინახა ეკრანზე მექრთამე თანამდებობის პირები, ხალხი დარწმუნდა, რომ უძლეველი ამ ქვეყნად არცერთი ჩინოვნიკი არ იყო, რომ კანონის წინაშე თანამდებობის პირებიც ისეთივე საბრალონი იყვნენ, როგორც უკანასკნელი მაწანწალა ჯიბის ქურდები.
პირველად საქართველოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ იქნა მასობრივად გამოყენებული დანაშაულის ფარული ვიდეოგადაღება, რაც დამნაშავის იმავდროულ აღიარებით ჩვენებას იწვევდა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ორი წლის მანძილზე აღძრულია 478 სისხლის სამართლის საქმე, დაკავებულ იქნა მრავალი მაღალი თანამმდებობის პირი, რომელთა უმეტესობას უკვე მიესაჯა შესაბამისი საპატიმრო ვადა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა: სასამართლოს თავმჯდომარეები, მოსამართლეები, პროკურორები, საბაჟოსა და საგადასახადო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, პენიტენციალური სისტემის თანამშრომლები, იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირები, რაიონის გამგებლები, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს მრავალი თანამშრომელი.
This post has been edited by Human Rights on 21 Nov 2007, 12:44