ევროპაში ქურდების მეტი რაა: იპარავენ საჭმელს, სამკაულს, მანქანებს და ა.შ.
მთელი მსოფლიო ევროპას შემოესია საზღვრების გახსნის შემდეგ.
მოკლედ, ტერმინი ,,ქურდი" გასაგებია ამათთვის: ვინც რამეს იპარავს, ქურდია;
მაგრამ
,,კანონიერი ქურდი" რანაირადაც არ უნდა აუხსნა, ვერ გაიგებენ, რას ნიშნავს.
ეგ ტერმინი ჩვენშიც არაა დიდი ხნის წინანდელი; იგი ქურდებთან პოლიტმოღვაწეთა გარიგებამ შვა.
როგორც წესი, ქურდად მიდიოდა ფიზიკურად ძლიერი, უშიშარი ადამიანი;
ციხეში მოხვედრის შემდეგ ხდებოდა მათი ,,დამუშავება", ანუ დათანხმება ძნელად მოსაგვარებელი, სიცოცხლისათვის საშიში საქმეების მოსაგვარებლად; ასეთი ადამიანი ძებნიდა ამხანაგ(ებ)ს საქმისათვის
ჰოდა, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა მთელი სისტემა ქურდული მენტალიტეტისა.
ზოგი მათგანი არაფერს ერჩოდა ბავშვებს, მოხუცებს, ღარიბებს, ქვრივებს და ა.შ.
ზოგი კი საშინელებათა სერიებს აწყობდა.
პირველი კატეგორია რაღაცით ძველ რაინდებს ჰგავდა;
მეორე კი ნამდვილი უბედურება იყო.
ასეა, თუ ისე, ორივე კატეგორიაზე წარსულ დროში გვიწევს საუბარი.
აი, მთავრობაში თბილად მოკალათებულ ქურდებსაც თუ მოერევა ვინმე, აფერუმ მას.
ხალხისათვის განკუთვნილ ფულებს რომ ჯიბეში გააქანებს, რით განსხვავდება შარაგზის ყაჩაღისგან ასეთი ჩინოვნიკი?
აი, ეგენი არიან ამოსაძირკვნი, თუ არიან............
უჰ რამდენი დამიწერია
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)