#7570365 · 2 Dec 2007, 15:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (woland 1 @ 2 Dec 2007, 14:15 ) | რატომ არ უნდა მისცე მიშას ხმა?
1. საარჩევნო სისტემის და პროცესების მორგება სათავისოდ. |
მაინც რას გულისხმობ???
| QUOTE | | ა) საარჩევნო კანონმდებლობის ისეთი სახით გადაწერა რომ თვითონ მიიღონ მაქსიმალური ხმები. ამის ნათელი მაგალითი იყო გასული ადგილობრივი არჩევნები. მიუხედავად ოპოზიციის არაერთი მოთხოვნისა მაინც თავისი გაიტანეს. 150 ათასი კაცი რომ გამოვიდა ქუჩაში თურმე მერე შესაძლებელი გახდა კანონმდებლობის შეცვლა. ”დიდი მოწყალება გაიღეს” |
მართლაც არ უნდა დაეხიათ და არ უნდა დაეშვათ ის რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ძველებური წესით დაკომპლექტებულიყო...
მხოლოდ პროფესიონალური წესით... არანაირი პარტიული წარმომადგენლობა და კვოტები...
| QUOTE | | ბ) მასემდიის თითქმის მონოპოლიზირება არჩევნების წინ. (მაგალითები არ გვაკლია) |
რახან ტყუილების ფაბრიკა დაკეტეს???
| QUOTE | | გ) საარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრების დიდი მაშტაბებით გამოყენება. |
მაგით ყველა სცოდავს... მათ შორის განვითარებულ დემოკრატიებშიც...
| QUOTE | | დ) სამთავრობო ბერკეტების უკანონო გამოყენება. (დაშინებები, ხელმოწერები, ....). |
დაშინებები არა ისა... კარგი რაა...
| QUOTE | | 2. ერთპიროვნული მართველობა ხელისუფლების ყველა რგოლში |
ნაწილობრივ მართალია მაგრამ ჩვენს პირობებში გამართლებული....
| QUOTE | | ა) ერთპარტიული უფლებაშეკვეცილი პარლამენტი და ყველანაირი მცდელობა რომ პარლამენტში განსხვავებული აზრი არ იყის. |
ტყუილია...
ეხლა ის რომ ოპოზიცია სუსტია ეგ სამოქალაქო საზოგადოების არარსებობის ბრალია და სამწუხაროდ მაგას ვერც ერთ და ვერც 5 წელიწადში ვერ შევცვლით... შესაძლოა თაობები დაჭირდეს...
| QUOTE | | ბ) არანაირი აზრის გათვალისწინება ოპოზიციის მხრიდან იმ ცინიკური მიზეზით რომ ახლა ჩვენ ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზამთ. ასე რომც ფიქრობდე არ უნდა თქვა ადამიანმა, მითუმეტეს სახელმწიფო მოხელემ. |
ხო მაგრამ ეს ოპოზიცია თუ მუდმივად რაღაცეებს ბჟუტურობს???
დადოს არგუმენტირებული წინადადებები და მერე ვნახოთ...
| QUOTE | | გ) მთავრობა არ ბალანსდება რაიმე სერიოზული მაკონტროლებელი ორგანოთი. |
პარლამენტის შესუსტებას მაინცა და მაინც მიშას ნუ დავაბრალებთ... რა ვქნათ თუ ხელზე ჩამოსათვლელი პარლამენტარებია რომელთაც ინტელექტიც აქვთ და გამბედაობაც...
ზოგ სინტელექტი აქვს მაგრამ ქვეშაჯვიები აღმოჩდნენ და "ხელისუფლების პასუხისმგებლობას" მოარიდეს თავი...
| QUOTE | | დ) მემარცხენული უაზრო, მხოლოდ პოპულისტური ნაბჯები. ვაუჩერები, ადრინდელი სალიარკა ... ბევრისთვის ის 100 ლარიანი ვაუჩერი არაფრის მაქნისი იყო გინდ გქონია გინდ ამით არაფერი შეეცვალა. მაგას ჯობდა მართლა ვისაც ჰაერივით ჭირდება მხოლოდ იმათთვის მიეცათ თუნდაც უფრო მეტი. ფულიც დარჩებოდათ და ეს ფული კი უფრო აზრიანად დაეხარჯათ. |
100%-იანი... გეთანხმები...
ეგაა რომ მე მაგას ვპატიობ... ქვეყნის სტაბილურობისთვის საჭირო იყო ესეთი ნაბიჯი...
| QUOTE | 3. ერთპიროვნული მართველობა არასახელმწიფო რგოლებშიც ა) ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ბ) ოლიმპიური კომიტეტში განვითარებული მოვლენები. |
მანდ ისეთი ქაქი იყო სხვანაირად არ გამოდიოდა...
| QUOTE | | 4. განათლების რეფორმა, დამოკიდებულება ზოგადად განათლების მიმართ. |
პირველად საქართველოს ისტორიაში ობიექტური გამოცდები რომ ტარდება ეგაა არასწორე დამოკიდებულება??? თუ განათლებასა და მეცნიერებაზე საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი ზრდა არის მიუღებელი???? საგრანტო სისტემაზე გადასვლა??? სკოლების გარემონტება და შენება??? კომპიუტერიზაცია???
| QUOTE | | ა) რიგით ძალოვან მუშაკს უფრო მაღალი ხელფასია აქ ვიდერ უნივერსიტეტის პროფესორს. |
ქვეყანაში სადაც ცოტა ფულია და ომი კარს მოდგომია პრიორიტეტი ძალოვანები უნდა იყოს... თანაც იმ პროფესორს სხვა შემოსავლებიც აქვს (ბავშვებს ამზადებს და ასე შემდეგ) ჯარისკაცი და ოფიცერი კი დღედაღამ ყაზარმაში, პოლიგონზე ან ფრონტის ხაზზეა...
მოკლედ ეგ რაც თქვი სწორეა მაგრამ დღევანდელ დღეს მისაღებია... გაგებით უნდა მოვეკიდოთ...
| QUOTE | | ბ) მეეზოვეს უფრო დიდი ხელფასი აქვს ვიდრე სკოლის პედაგოგს. |
სკოლის პედაგოგებს უმატებენ ხელფასს... მეეზოვეს კიდე ეგრე ნუ უყურებთ... უმძიმესი სამუშაოა...(ისედაც უამრავი ვაკანსიაა, კიდე უფრო დაბალი ხელფასი რომ იყოს ნაგავი წაგვიღებს)
| QUOTE | | რათქმაუნდა ძალოვანი მუშაკიც და მეეზოვეც კარგ ხელფასს უნდა იღებდეს მაგრამ ეს მიუთითებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ზოგადად განათელბის მიმართ.. |
მეგობარო, ბოლო 4 წელიწადში განათლების დაფინანსება 7 ჯერ გაიზარდა კაარგი რაა... გასაგებია რომ კიდე მეტია საჭირო მაგრამ შენ ჭკვიანი კაცი ჩანხარ და ხვდები რომ ყველაფერს და ერთბაშად ვერ გაწვდები...
| QUOTE | | მარტო ტექნიკის ყიდვა არ არის საკმარისი ჯარის შესაქმნელად. ამას ყველაფერს საკმაოდ კვალიფიცური ხალხი ჭირდება უმაღლესი განათლებით. რამოდენიმე თვინი კურსი შეიძლება არაფრის მომცემი იყოს თუ ადამიანს საბაზისო ცოდნა არ აქვს. რასაც ჯერ სკოლა და მერე უმაღლესი იძლევა წლების განმავლობაში. |
გეთანხმები...
| QUOTE | | გ) არანაირი ყურადღება არ ექცევა ტექნიკურ მიმართულებებს კატასტროფული მდგომარეობაა ამ კუთხით.. |
ვერ დაგეთანხმები... მე სხვა ინფორმაცია მაქვს... ვინც იმსახურებს დაფინანსებას ის ფინანსდება...(ისე ზოგადად საბაზრო პრინციპებზე რომ გადავედით ეს მე მგონი შენთვისაც მისაღებია...)
| QUOTE | | დ) სკოლებს მოუხსნეს სპეციალიზირებული სტატუსი მაგ. კომაროვი |
კომარუვზე ტყუილია... პრეზიდენტმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო...
| QUOTE | | ე) სამეცნიერო ინსტიტუტებს ხურავენ, იმის ნაცვლად რომ ახალი კადრები მიიყვანონ და გაზრდონ დაინტერესება ამ კუთხით. |
ალბათ რაღაცეები დასახვეწია მაგრამ ნუ უკეთებ უტრირებას შექმნილ სიტუაციას... გაიხსენე რა იყო 4 წლის წინ...
და ისა: მუზეუმის ხალხი, მეცნიერთა კადემიის წევრ კორესპონდენტები რომ ხვდებოდნენ მიშას და რამდენი რამე გაკეთდა ბოლო 2-3 წელიწადშიო... ეგ ყველა ტყუოდა???
კაარგი რაა...
| QUOTE | | ვ) სკოლებში კომპიუტერების დარიგება ლინუქსის სისტემით მხოლოდ პიარია მეტი არაფერი, თუ იქვე ერთი კარგი პდაგოგი შესაბამისი სწავლების პროგრამით არ მიაყოლე.. |
ეგრეც არის... თუ სადმე ხარვეზებია გამოსწორდება...
| QUOTE | | ზ) გასულ წელს გეპეის საერთოდ არ მიაღებინეს კონტიგენტი. თუმცა სამინისტროს შეეძლო მიეხედა და თვითონ გამოესწორებინა იქაური პრობლემები |
არსწორე მიდგომაა...
| QUOTE | | თ) არასწორია აბიტურიენტების ჩარიცხვა მხოლოდ უნარჩვევებით. სპეციალობის გათვალიწინების გარეშე კურიოზული სიტუაციები ხდება ხოლმე. თეატრალურის ნაცვლად ზოვეტი და ამნაირები. |
გეთანხმები... რაღაც მაგ კუთხით დასახვეწია... მაგრამ მაგას პროფესიონალების დაჯდომა და მოფიქრება უნდა...
გააქვს იდეები??? წარმოადგინე...
| QUOTE | | ი) იყიდება სკოლები და ბაღები. თუ გაყიდიან სტატუსს მაინც ნუ შეუცვლიან! და აიძულონ მყიდველი რომ პროფილი არ შეცვალოს. გადავსებულია სკოლები და ბაღები!. |
მე კერძოში დამყავს... იგივესკენ მოუწოდებ ყველას ვისაც საშუალება აქვს...
რაც შეეხება პროფილის შენარჩუნებას: 90% ასეც ხდება...
| QUOTE | ვ) ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლება 2 000 000 გამოყო თბილისში სტუდენტების მიერ ვითომ ქალაქის დასასუფთავებლად. ეს თანხა ჯობდა მართლა გონების განსავითარებელ სხვადასხვა პროექტებში დაეხარჯა და სტუდენტების რეალურ განათლებას მოხმარებოდა. მოკლედ (ჩემი აზრით) განათლების სფეროში დიდ ბარდაგია და ეს ყველაფერი რამოდენიმე წელიწადში მწვავედ იჩენს თავს. |
90-იან წლებში გამეფებულმა მართლა ბარდაგმა ეხლა უკვე იჩინა თავი...
შემდგომი თაობები დაინახავენ და დააფასებენ რომ, მიუხედავად შეცდომებისა 2003 წლის მერე მთლიანობაში განათლება და მეცნიერება აღმავლობის გზას დაადგაოოო...
| QUOTE | | 5. სასამართლო სისტემა. ამ საქმეში დიდი სპეციალისტობა არაა საჭირო დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად. |
გეთანხმები... ოღონდ იმაშიც დამეთანხმე რომ სამართლიანი სასამართლო საქართველოში არც არასოდეს ყოფილა...
0-დან კი არა მინუსებიდან ვქმნით... მე ვფიქრობ რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი რომელიც მალე შემოვა... (ბოკერიას და რამიშვილის წყალობით) მაგ მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქმეს...
| QUOTE | 6. კერძო საკუთრება. ა). თაბუკაშვილის ქუჩა, მერიის წარმომადგენლის უცინიკურესი განცხადება გამოყრიდან მეორე დღეს. მეთვითონ მოვისმინე. ”მე რომ მაგათ ადგილზე ვყოფილიყავი ალბათ უარესს ვიზამდიო”, ”კი მართლები იყვნენო მაგრამ რა ვქნათ უკვე დავანგრიეთო”. |
თაბუკაშვილზე ის სახლი დასანგრევი იყო...
და რომც არ ყოფილიყო ელემენტარული პატრიოტული მიდგომაა... გადადი რაა პარლამენტის უკან რომ სახლები შენდება... გთავაზობს ინვესტორი ხომ??? რატომ უნდა დაკარგოს უღარიბესმა ქვეყანამ 200-300 მილიონი დოლარის ინვესტიცია შენი პოხონდრიების გამო???
| QUOTE | ბ) საკუთრების ხელყოფა, დანგრევა ყოველგვარი საბუთის გარეშე. გ) სუბარს კითხეთ ბევრი იცის კიდევ ეგეთები.. |
ყველას ვისაც წაართვეს ან დაუნგრიეს თავის დროზე მოსვრილი ქონდა... ან ქრთამი ქონდა მიცემული, ან ბლატით ქონდა გაკეთებული... მოკლედ რაა... "შარაპოვ არ არსებობს უდანაშაულოს დასჯა..."
| QUOTE | 7. ადამიანის უფლებები. 7 ნოემბერი!!! |
100%-ით მივესალმე... მასე უნდა თუ ქვეყანა გვინდა და არა ბარდაკი....
| QUOTE | | ა) ჯინსიანი ნიღბოსნები. |
სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები... ნუ არ ყოფნიდა ხალხი და დაამატეს... რა მოხდა მერე???
გეთანხმები რომ მასე არ უნდა იყოს მაგრამ მეორე ჯერზე გავითვალისწინებთ...(აწი მასეთები ბევრი იქნება და ყოველთვის იგივეს უზამენ წესრიგის დამრღვევთ)
| QUOTE | | ბ) დეპუტატების ცემა, გელაშვილი. |
უკანონობაა... თანამდებობის ბოროტად გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება მაგრამ... გასალახი იყო რაა...  დაუკრეფავში გადავიდა...(თან მე შენ გეტყვი სუფთა წარსულის კაცი ყოფილიყო) | QUOTE | | გ) მოსმენები. ”თვით ვანოსაც კი უსმენენ!”. მიშაზე არ აქვს აზრი ლაივში თვითონ ლაპარაკობს ყველაფერს. |
კარგია... უნდა უსმინონ... ნუ მოითხოვ ეხლა იმავე დემოკრატიის ნორმებს რაც ნორმალურ ქვეყნებშია...
ბლინ ომში ვართ ჩაბმული ომში...
| QUOTE | | 8. მკველელების მფარველობა |
რომლის ერთი???
| QUOTE | | ა) ჟვანია, იუსუფოვი, ექსპერტიზის უფროსო და მისი მეგობარი. |
ჟვანია და იუსუფოვი ან მოკლეს და ან არა... მასე ელიზავეტა მეორეზე ამბობენ ლედი დი მოაკვლევინაო... მაგრამ არ მინახია ვინმე მის გადაყენებას მოთხოვდეს და პირსისხლიანს უძახდეს...
გირგვლიანი საცემი იყო და ცემეს...(არ მოუკლავთ, გაექცათ და გაიყინა)
ეგაა რომ უფლებამოსილებას გადაამეტეს და თანამდებობრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენეს... ხოდა იხდეან კიდეც საჯელს...
ის რომ ვანოს ყოფილი ცოლი იჯდა სადღაც რესტორანში, სადაც ვიღაცამ მწარედ აგინა იქ მსხდომებს მაგის გამო ვანს და მითუმეტეს მიშას დადანაშაულება უკვე ყველანაირ საზღვრებს სცდება... პრიჩინაზეა რა ხალხი...
| QUOTE | | გ) რობაქიძე და მისი საქმის გამყალბებლები.. |
დასჯილია მისი მკვლელი... იხდის სასჯელს...
გამყალბებელი კი... ეგერ (ოქრუაშვილს გულისხმობ ალბათ???ეგ იყო შსს-ს მინისტრი) ჩამოიყვანენ და ვნახოთ...
| QUOTE | დ) ოქრუაშვილის ბრალდებები, რომელსაც რეალურად პასუხი უნდა გაეცეს. ამის კომენტირება არ შეიძლება! |
მაგაზე თავად ოქრუაშვილმე გასცა ერთხელ პასუხი: როდესაც ფიქრია ჩიხრაძე "რაღაცეებს" აბრალებდა უპასუხა: "მე რომ ვთქვა ფიქრია ბოზია და ცირკთან დგას ხოლო გამყრელიძე სუტინიორიო" რაა მერე თავს იმართლებენო??? ასევე მეც აბსურდზე თავს ვერ ვიმართლებო...
მოკლედ ბრალდება თავად უნდა დაამტკიცოს არგუმენტებით და არა პრეზიდენტმა სისულელეებზე თავი იმართლოს...
| QUOTE | 9. ხელისუფლებიდან არაკონტროლირებადი მასმედიის ნაბიჯნაბიჯ შემცირება ა) იბერია ბ) 202 დ) იმედი, ”ამ შემთხვევაში მეთოდები შესაშურია”.! |
იბერია-რომელი?? რომლის უკანაც ეს იდგა??? სახელმწიფოს მოღალატე და რუსეთის აგენტი ასლან აბაშიძე...
202- მანდ კერძო მესაკუთრეებმა ვერ გაიყვეს რაღაც და შეეწირა მაგას ეგ ამბავი...(ამას წინ უძღოდა კოლექტივმა დატოვა და გაემიჯნა რედაქციას იმ სკანდალური ფაქტის გამო )
იმედი??? ეგ რომელი??? მის შენობაში შეიარაღებულ ფორმირებებს რომ ქმნიდნენ სახელმწიფო წყობილების დასამხობად და ტერორისტული აქტების მოწყობად???
| QUOTE | 10. მართლა ელიტარული კორუფცია უეცრად (როცა დასჭირდათ) ისევ მათივე გამოვლენილი კორუმპირებულები: ა) ოქრუაშვილი - მის დამსხურებებზე არ ღირს სუბარი. ბ) ქარელი - პრეზიდენტის რწმუნებული გ) ქიტოშვილი - ცსკო-ს შეფი, მარეგულირებლის უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. დ) მიშას მიერ ბოლო დღეს აღმოჩენილი მონოპოლისტები. |
ფაქტია ომ ხელისუფლება გამოავლინა...
მართალია გვია მარა მაინც... და ცოტა გამოავლინეს დროულად???
| QUOTE | | ე) გაჭირვებული ჯუღელის და ხევიაშვილის დახმარებები. |
მერე არ მიიღეს საკადრისი პასუხი???
ეგენი ნაძირლები იყვნენ რა შუაშია პრეზიდენტი???
| QUOTE | | მთელი უბედურება ისაა რომ ყველა ეს საქმე მაშინ წამოიწია როდესაც ამის აუცილებლობა დადგა. და რამდენი ასეთი იმალება კიდევ? . |
თუ კონკრეტული რამე იცი კუდ-სს მიმართე და იქნება მყისიერი რეაქცია... დამიჯერე...
| QUOTE | | 11. ხელისუფლების არაკვალიფიციურობა საკმაოდ ბევრ საკითხში |
უფრო კვალიფიციურს ვის (რომელი პოლიტიკური ძალის უკან) მოიაზრებ ნეტა???
კვალიფიკაციის დაბალი დონე სამწუხაროდ ჩვენი საერთო უბედურებაა და ეს ამ მთავრობის ბრალი ნაღდად არაა...
| QUOTE | | ა) პიონერთა სასახლის საკითხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. |
და რა იყო რო მაანდ???
მე გაყიდვას ვემხრობოდი...(ან უარეს შემთხვევაში ბალეტის მესვეურთათვის გადაცემას)
| QUOTE | ბ) ქუთაისის საკრებულოს ხალხის ხელმეორედ დაპატიმრება კამერების წინ. არ მესმის ვისთვის იყო ეს შოუ განკუთვნილი. |
იყო კიი... ვიცი ვისთვისაც იყო: იმათ დასაშინებლად ვინც კიდე აპირებს მექრთამეობით და ხელმრუდობით ცხოვრებას... მოძველებული ხერხია მაგრამ რაცაა ეგაა... ამ ეტაპზე წავა... | QUOTE | გ) საარჩევნოდ პირადად პრეზიდენტის მიერ გახსნილი მილების დამამზადებელი ქარხნა, რომელიც თურმე ერთ კვირაში დაიკეტა.. |
ეგ არის ტყუილი....
| QUOTE | 12. პრეზიდენტის გაუწონასწორებლობა და არაადეკვატურობა. მხოლოდ ერთი მაგალითი. მთვითონ მაქვს მოსმენილი რამოდენიმე დღის წინ. (ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიღაც ხნიერმა კაცმა უთხრა, მე უკვე იმ ქვეყნად წასასვლელად ვემზადებიო. პრეზიდენტმა დაამშვიდა: "ჯერ რა დროს თქვენი წასვლაა, იქ გასასტუმრებლების იმხელა სია მაქვს . . . არა, სიკვდილს არავის არ ვუსურვებ, მაგრამ . . . " და ა.შ) ამის კომენტირება არ შეიძლება!. |
თავისებური იუმორი აქვს... ვერ დაუკარგავ...
| QUOTE | მემგონი დამეთანხმებით რომ ნორმალურ ქვეყანაში თუნდაც ერთი ასეთი პუნქტის არსებობა უკვე სათუოს გახდიდა ხელისუფლების ხელმეორედ მოსვლას სათავეში მაგ: კოლს (გერმანია მის დროს გაერთიანდა) საკმაოდ დიდი სკანდალი ქონდა იმასთან დაკავშირებით რომ, თურმე საარჩევნო კომპანიის დროს რამოდენიმე მილიონი არასწორად დაუხარჯია. კაი ქვეყანაა გერმაია!
ამის ყველაფრის არ დანახვა, გადაყლაპვა და მიშასთვის ხმის მიცემა ჩემი აზრით დანაშაულია ქვეყნის წინაშე. |
ტაკსსს... სიმართლე გითხრა ვისიამოვნე შენი პოსტით... მადლობა.... პირდაპირ გეტყვი: მე ჯერ ოპოზიციის მხარდამჭერი ასეთი დაწყობილი, გამართული და არგუმენტებით გაჯერებული პოსტი არ წამიკითხავს... (არადა ყოველ დღე უამრავს ვკითულხობ მაგრამ სისულელეების და ერთი და იგივე დემაგოგიის გარდა იშვიათად მხვდება არგუმენტირებული მოსაზრებები) მიიღე ჩემი პატივისცემა ამისათვის... ვაღიარებ რომ მართლაც და გამიჭირდა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა (მითუმეტეს რომ შენ აქცენტი განათლებაზე გაქვს გაკეთებული რომელი სფეროც ჩემთვის არაა ყველაზე ნაცნობი.მაგ საკითხებში მეტად კვალიფიიური მოპაექრე გჭირდება) და ამავე დროს პრეზიდენტის დაცვა... რატომ??? იმიტომ რომ ქვეყანაში პრობლემები მართლაც ბლომადაა... არავინ უარყოფს... შენ ერთადერთმა (ვისაც ეხლა მე ვიხსენებ ) მწყობრად ჩამოაყალიბე ძირითადი პრობლემები რაც ობიექტურად არის... ზოგი გააბუქე, ზოგიერთის გარკვეულ მომენტებზე (მაგალითად სულ არაფერი გიწერია პოზიტიურ ძვრებზე თითქმის ყველა სფეროში, მხოლოდ რაც ცუდია) შეგნებულად თვალი დახუჭე და ასე შემდეგ...მაგრამ კიდევ ერთხეL ვაღიარებ რომ ეს საკმაოდ ოსტატურად გაქვს გაკეთებული... მაგრამ მოდი აღიარე (ჭკვიანი ადამიანი ჩანხარ და იმედია მეტნაკლებად ობიექტურიც) ის პრობლემები რაც შენ ჩამოთვალე ნებისმიერ ხელისუფლებას ექნებოდა... მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ სასტარტო პოზიციებს საიდანაც ამ ხელისუფლებამ დაიწყო ქვეყნის შენება... ბოლოს მთავარი: კარგი და მიუდექი ესოდენ კრიტიკულად და მოსთხოვე მაქსიმალური ყველაზე მაღალი სტანდარტებით, დემოკრატია და კვალიფიციურობა... მაგრამ გულზე ხელი დაიდე და თქვი, ხედავ ოპოზიციურ სპექტრში პოტენციალს რომ ამაზე მეტს შეძლებენ და უკეთეს ქვეყანას ააშენებენ??? თან გაითვალისწინე ვითარება... მესმის რომ ყველას მობეზრდა რუსეთის ფაქტორის შეხსენება მაგრამ იგი მართლაც არსებობს... ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისსუფლებაში რუსეთი მაინც გააგრძელებს აფხაზეთის მისაკუთრების გეგმის განხორციელებას... ილუზიაა რომ "მათთან" შეიძლება მოლაპარაკება და ურთიერთობის დაწყობა... არც ტონის შერბილება უშველის და არაფერი... ომი გველის წინ ომი... ამ დროს ბლინ გრჩიხების და სხვა ექსპერიმენტებისთვის გვცალია??? This post has been edited by 098 on 2 Dec 2007, 15:50
|