#7586959 · 3 Dec 2007, 21:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნატოში თუ დეპოში ჩამსვლელი ჩასულია, მატარებელი _ დაიძრა. პოლიტიკური მატარებელი სახელწოდებით "კანდიდატი _ პრეზიდენტი" ცენტრალური სადგურის მთავარი ბაქანიდან გავიდა. სადგურ "პრეზიდენტში" ჩასვლის დრო 2008 წლის 5 იანვრის 20:00 საათია. დიქტორმა უკვე გამოახცადა მატარებლის გამგზავრების გრაფიკი და მომლოდინე მგზავრებს წესრიგის დაცვისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მატარებელი მთავარ მესაჭეს ელის. მგზავრთა ნაწილი გრძნობს, რომ მემანქანის გარეშე მატარებელი რელსებიდან ამოვარდება. ნებით გადამდგარი მემანქანე მიიჩნევს, რომ ქვეყანას მაჯლაჯუნები ებრძვიან. დასტურად კი არა ერთ ინფორმაციას აჟღერებს და არც იმას მალავს, მემანქანეობის ერთი მსურველი სხვების ყიდვას რომ ცდილობს, მეორე მავანთან არის შეკრული, მესამეს გარდასულ დღეთა მოგონობები აწუხებს... სია გრძელია და შეფასებებიც საკმარისი.
ამ ფონზე პატარკაციშვილი სტალინელობას გვპირდება და ფაშიზმისგან გაგვათავისუფლებს _ მოკავშირეებსაც ისტორიული სტანდარტით ეძებს _ ამერიკა და ინგლისი. მაისაშვილი ჭკუას გვარიგებს; გაჩეჩილაძე ნამუსზე გვაგდებს; შაშიაშვილი "შაშინგტონს" აგვიშენებს; მწვანეთა ლიდერი გაგვამწვანებს; მაპატიეთ ლეიბორისტული მკრხელობისთვის, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, ილიას ტოლფასი შალვა შრომას დაგვიფასებს; შერვაშიძე აფხაზეთის გასაღებს გადმოგვცემს, ოსეთის ისედაც ხომ ჯიბეში უდევს; ირინა უფასოდ ჩაგვიხედავს ყავაში და თუ კარგად მოვიქცევით შეიძლება ტაროც გაგვიშალოს; ღარიბაშვილი მონატრებულ ჩიბუხს დაგვანახვებს და ა. შ. სამწუხარო გარემოება ისაა, რომ შავლეგოს ფონზე ულაყთან ერთად ტყეში მოსეირნე ლიპარტელიანი გაგვებუტა და სტალკერობა დაგვამადლა გზააბნეულ მგზავრებს.
ერთი სიტყვით, მესაჭეობის მსურველთა სია გრძელია. 19 კანდიდატი _ ახალი, ნაცნობი, გაცვეთილი, მისაღები, მიუღებელი, ჭკვიანი, უჭკუო, ბრძენი, სულელი, განათლებილი, გაუნათელებლი, მომცინარი, ჯმუხი, პატიოსანი, თაღლითი...
კანონიერი "მემანქანე" 26 ნოემბრამდე მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელმაც თანამდებობა ,,ნებით~ დატოვა და განაცხადა, რომ გარანტიის მიღების შემდეგ იგი მზადაა საპატიო მოვალეობა კვლავ შეასრულოს.
მგზავრები დაიბნენ, თითქოს ყველას უსმენენ და თითქოს არავის. მემანქანეობა ყველას სურს და ტყუილ-მართალს ქადაგებს. მგზავრს კი ეჩქარება უნდა გვირაბის მეორე მხარეს დროზე გავიდეს. კანდიდატების საუბრიდან კი რამდენიმე სიტყვა რჩება გონებაში და იქვე კითხვაც ჩნდება.
ფედერალიზმი? ათ ნაწილად დაყოფა, ათი მთავარი, ათი ჭკუა და აზრი, ათი კლანი და უამრავი კლანუკები. კიდევ? ათი ღალატი და არგადარჩენა? ვისაც ისტორია არ წაუკითრხავს, მაგრამ 2003 წლამდე აჭარაში ყოფილა, თვალწინ ახალი ჩოლოქი წარმოუდგება და ამ მემანქანეს მატარებელში არ ჩაუჯდება.
მეფე? მეფე კარგია. მონარქია მართლაც კომფორტული და რბილი ვაგონია, თუმცა უახლოეს მომავალში ამ იდეის რეალურად განხორციელების არც საშუალება არსებობს და არც გზა. სხა რომ არაფერი, მეფობას თუ ვინმე დაიბრალებს, თორემ რეალურად არც კანდიდტია შესაბამისი უნარჩვევებით.
პრეზიდენტის გარეშე? იდეა თითქოს კარგია, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ საპარლამენტო მმართველობა ქაოსში არ გადიზრდება და მომავალი ქართული რესპუბლიკა რამეთი აჯობებს 1918-1921 წლების რესპუბლიკას და 1992-95 წლებში არშემდგარ ქართულ სახელმწიფოს.
ყოფილი მემანქანე კი რომელიც ისევ მზად არის სადავეები ხელში აიღოს, მგზავრებს იმავე გზას ჰპირდება, რომლითაც 4 წელი ატარა. რამდენად დაუფასებენ განვლილს ესეც მალე გახდება ცნობილი. სხვა? სხვაც მალე გამოჩნდება რეალურიც და არარეარულიც. ჭკვიანურიც და აბსურდულიც. არჩევანს კი პიროვნებებსა და იდეებს შორის ამბოხებული, მაგრამ ბრძენი ერი 5 იანვარს გააკეთებს. ერი განსაზღვრავს იმასაც მისი მატარებელი სადგურ ნატოში გაჩერდება თუ დეპოში.
|