2007-12-07]
საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს კანდიდატებს შორის მაუწყებლობის კანონით გათვალისწინებულ წინასაარჩევნო დებატებს
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს კანდიდატებს შორის მაუწყებლობის კანონით გათვალისწინებულ წინასაარჩევნო დებატებს.
როგორს საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, გადაცემა მომზადდება კანდიდატებს შორის პარიტეტის დაცვის პრინციპით.
დებატები, რომელსაც წაიყვანს დავით აფრასიძე, პირდაპირ ეთერში შედგება კვირაში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში, 7 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრაიმ-თაიმში, პარასკევს, არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის, ხოლო კვირა დღეს, კვალიფიციური სუბიექტებისათვის.
პრეზიდენტობის კანდიდატთა რაოდენობის გათვალისწინებით არაკვალიფიციურ სუბიექტთა დებატები, შესა ძლოა, ჩატარდეს ორ ბლოკად - კანდიდატებისაგან შედგება დებატებში მონაწილეობის მსურველთა ორი ჯგუფი. შესაბამისად, პარასკევს დებატები ჯერ პირველ, ხოლო შემდეგ მეორე ჯგუფის წევრებს შორის შედგება.
საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში დაგეგმილი დებატების განრიგის და პირობების შესახებ უფრო დაწვრილებით იხილეთ ვებ-გვერდზე:
http://gpb.ge/st_1_argumenti.php?lang=geo&tm_id=1&su b_id=1
წყარო: media.ge
* * *
სხვა ,,დამოუკიდებელ" ტელეკომპანიებს რაც შეეხებათ, ნამეტანი მაღალი ფასები დაუდგენიათ წინასაარჩევნო კამპანიის ეთერში გასაშვებად.
მაგალითად, რუსთავი 2-ზე 30-წამიანი პოლიტიკური რეკლამა - 11 000-დან 15 400 აშშ დოლარამდე ეღირება, თურმე.
ტელეკომპანია ,,მზეზე" კი - ერთწუთიანი საარჩევნო რეკლამა - $ 700 - $1400.
როგორც იტყვიან, ,,ნი ვსემ პო კარმანუ".
საბუნია,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....